x
image
პროფესორი
Mediator image
ქრისტიანული გნოსტიციზმის ტიპები

image

1.ადოპტიონიზმი

ქრისტე თავიდან ბოლომდე ადამიანი იყო და არც ქალწულის საშოდან შობილა ღმერთის მიერ და იგი რეალურად იშვილეს. ამ მიმდინარეობის მიმდევრებს სწამდათ, რომ იესო ღვთა­ებ­რი­ვი ჩა­რე­ვის გა­რე­შე მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. მათი მრწამ­სის მი­ხედ­ვით, იესო მისი უცოდ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბის გამო იქნა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი სუ­ლიწ­მინ­დით ღმერ­თის მიერ, რი­თაც ღირ­სე­უ­ლი ღვთის "შვი­ლი" გახ­და.

2.აპოლინარიანიზმი

ეს არის მწვალებლობა, რომელიც კონსტანტინოპოლის საბჭოს მიერ განიხილებოდა ახ.წ 381 წელს. ამ მიმდინარეობის მიხედვით, ქრისტე ბოლომდე ადამიანი არ იყო. მიმდევრებს სწამდათ, რომ იესო იყო ზეციური არსება და შესაბამისად, ამავე დროს ბოლომდე ადამიანი ვერ იქნებოდა. მათი აზრით, ქრისტეს ჰქონდა ადამიანის სხეული და ადამიანის სენსიტიური სული, თუმცა არაადამიანური, რაციონალური გონება გააჩნდა, რომელიც ზეციურ ლოგოსს მოიცავდა.

3.დოკეტიზმი

ეს არის მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ქრისტე ადამიანად გვევლინებოდა, თუმცა რეალურად ანგელოზი ან სპირიტი იყო. მისი მიმდევრები უარყოფდნენ ქრისტეს ვნებების რეალურობას და მის განხორციელებას, რაც მათი აზრით, ეწინააღმდეგება ღვთის უვნებლობისა და უსაზღვრობის შესახებ წარმოდგენებს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ქრისტეს არსებობა იყო ილუზორული.
სწავლების არსი იყო ის, რომ ქრისტეს მიწიერ ცხოვრებაში არ ჰქონია მატერიალური ხორცი. ამის შედეგი იყო მტკიცებულება, რომ თავისი არამატერიალურობის გამო ქრისტეს არ შეეძლო ვნებულიყო და მომკვდარიყო ჯვარზე და შესაბამისად, არც აღდგომა იყო შესაძლებელი.

"ჩვენ ვასწავლით...ერთსა და იმავე ქრისტეს, ძეს, უფალს, მხოლოდშობილს, ორბუნებოვანს, არეულობის გარეშე, ცვლილების გარეშე, გაყოფის გარეშე, განცალკევების გარეშე" - ქადაგებდნენ ისინი.

საინტერესოა, რომ ქრისტიანთა უმეტესობა დოკეტიზმის მიმდევარია. მათ სწამთ, რომ ქრისტე არამხოლოდ ადამიანი, არამედ ღმერთიც იყო. და ეს ზუსტად ეხმიანება იმ შეხედულებას, რასაც ჯ.ა.ტ. რობინსონი "ზებუნებრივ" ხედვას უწოდებს ქრისტეზე.

ფაქტია, რომ პოპულარული სუპრანატურალისტური ქრისტოლოგია, დოკეტისტურია. ისინი ამტკიცებენ, რომ ქრისტე მხოლოდ ჩანდა და ჰგავდა ადამიანს, რეალურად კი ღმერთი იყო.

4.ნესტორიანიზმი

ესაა მოძღვრება, რომელსაც ნესტორიუსმა ჩაუყარა საფუძველი და განიხილებოდა ეფესუსის საბჭოზე ახ.წ 431 წელს. ნესტორიანიზმის თანახმად, ქრისტეში იმყოფებოდა ორი სრულიად განცალკევებული პიროვნება, პირველი იყო "ღმერთი", მეორე "ადამიანი".
ვინაიდან ნესტორიანელობის მიხედვით, მარიამისგან შობა უკავშირდება ქრისტეს მხოლოდ ადამიანურ ჰიპოსტასს, და არა ღვთაებრივ ჰიპოსტასს, ტერმინი ”ღვთისმშობელი” ითვლება არაკორექტულად. ნესტორიანელობის მიხედვით მდინარე იორდანეში ნათლობამდე, ქრისტე იყო მხოლოდ ადამიანი, რომელიც სრულყოფილად ასრულებდა ებრაულ კანონებს, ხოლო ნათლობის შემდეგ მასში შესახლდა სიტყვა-ღმერთი (ლოგოსი). მხოლოდ ამის შემდეგ ქრისტე იძენს ღვთაებრივ ბუნებას და შეუძლია სასწაულმოქმედება და ასრულებს განსხვავებულ მორჩილებას უფლისადმი (ტანჯვა ჯვარზე, სიკვდილი და აღდგომა, სიკვდილზე გამარჯვება).
ეს რწმენა გავრცელდა აღმოსავლეთში და ჩინელების გარკვეულმა ნაწილმა მიიღო კიდეც იგი.


image

0
84
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
Mediator image
84
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0