x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
იცოდით, რატომ მისცეს პირველ "ყულაბას" გოჭის ფორმა?
დღესდღეობით, იშვიათია, რომ ფულის მოგროვების მოტივით ვინმემ "ყულაბა" გამოიყენოს, რადგან გვაქვს მასობრივი "ყულაბები", საიდანაც თითქმის დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი დასახელების თანხის აღება შეგვიძლია და ეს ბანკებია. ლამაზად შეფუთული ტყუილი - "სამომხმარებლო სესხი თქვენი სურვილების ასრულების ყველაზე სწრაფი და ხელსაყრელი გზაა", ეს არის სწორედ ბანკების ჯადოსნური "სლოგანი", რომელიც გვაბამს ზოგჯერ უსასრულო ქსელში, საიდანაც თავის დაძვრენა მარტივად აღარ ხდება. თუმცა, უწინ, როდესაც ქვეყნებს ბანკები არ მართავდა, არსებობდა პატარა, გოჭის ფორმის, თიხისგან დამზადებული "ყულაბები", სადაც ფულს აგროვებდნენ.


image


დღესაც, როდესაც სიტყვა "ყულაბა" გვესმის, ალბათ ბევრ თქვენგანს რაც პირველად მოსდის თავში, ეს გოჭის ფორმის ყულაბაა. მაგრამ, დაინტერესებულხართ, რატომ მაინცდამაინც გოჭის ფორმა და არა სხვა და საერთოდ, რამ განაპირობა ყულაბისთვის გოჭის ფორმის მინიჭება?


პირველი ასეთი ყულაბები ინგლისში გაჩნდა და მათ pygg jar ეწოდა, რაც "ქილა წითური (ვარდისფერი) თიხისგან" ნიშნავდა. სპეციალური თიხისგან მზადდებოდა ეს ყულაბები, რომლებიც იყო ვარდისფერი-მოწითალო შეფერილობის და იდეაც სწორედ ამან დაბადა და გოჭის ფორმა შეუსაბამეს. მოგვიანებით ყულაბებს, რომელშიც ფულის დანაზოგის შენახვას ახდენდნენ, დაერქვა piggy bank.



ამრიგად, მე -19 საუკუნის დასაწყისში, თავდაპირველად ინგლისში, შემდეგ კი მთელ ევროპაში დაიწყეს ყულაბების დამზადება, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ გოჭის ფორმა ჰქონდა.


image


0
271
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0