სხვა ლენინს არ ვემშვიდობებით - რა იქნებოდა დღეს საბჭოთა კავშირს რომ ეარსება 2018, 3 დეკემბერი, 12:10 ვთქვათ, საბჭოთა კავშირი არ დაშლილიყო და ეარსება 2050 წლამდე, სწორედ ამ იდეით იხელმძღვანელეს სერიალის, "ჩერნობილი, გაუცხოებული ზონა", შემქმნელებმა. ფილმის სიუჟეტი ცნობილი ამერიკულ საკულტო ტრილოგიას "Back to future"-ს (უკან მომავალში)გვაგონებს, ისტორია იწყება იმით, რომ მოგზაური ბრუნდება წარსულ დროში და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფას თავიდან იცილებს, შემდეგ ის ისევ აწმყოში ბრუნდება და ჰოი საოცრებავ, რუსეთის ფედერაციის ნაცვლად, საბჭოთა კავშირში ამოყოფს თავს. ვნახოთ, როგორ წარმოუდგენიათ ფილმის შემქმნელებს 21- საუკუნის საბჭოთა კავშირი.(ფილმი ТВ3 გადის) ფოტოზე მარცხნივ სარეკლამო ბანერზე Москвич 712-ის გამოსახულებაა ქუჩაში საბჭოთა სიმბოლოები გვხვდება. ქარხნის ორ უზარმაზარ მილს შორის ლენინის გამოსახულებაა ქუჩები მცირელიტრაჟიანი ავტომობილებითაა სავსე საბჭოთა ფასტფუდი საბჭოთა სმარტფონი "ელექტრონიკა-8" საბჭოთა პლანშეტი თუ შენობაში შედიხართ, თითის ანაბეჭდის სკანირება უნდა მოახდინოთ. 2010 წლის ოლიმპიადა თბილისში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატის ფინალი ფეხბურთში - საბჭოთა კავშირი ეთამაშება შვედეთს საბჭოთა პოლიციელის ფორმა საბჭოთა ავიახაზები "სოვაერო" საბჭოთა პასპორტი კომუნიზმის პროპაგანდა ავიალაინერში 21-ე საუკუნის ღამის მოსკოვი ასევე დაგაინტერესებთ358 5-ს მოსწონს
|