x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნიკიტა ხრუშჩოვი:"საბჭოთა კავშირში მსახიობების სახეებით ვტკბებით და არა მათი უკანალებით"
image1959 წელს ნიკიტა ხრუშჩოვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ოფიციალურად, პროგრამაში გათვალისწინებული იყო დისნეილენდის და ჰოლივუდის მონახულება, მაგრამ რადგან აშშ-ს მოსახლეობა დიდად აღფრთოვანებული არ შეხვდა სსრკ სკკპ ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, (ამის მაგალითი იყო პოლიციის მანქანის მიმართ ნასროლი პომიდვრები, რომელიც ნიკიტას მარშრუტს წინასწარ ამოწმებდა)უსაფრთხოების გამო აშშ-ს ხელისუფლებამ განზრახვაზე ხელი აიღო, ხრუშჩოვი ნიკიტა ამის გამო ძალზე განაწყენდა და გაწბილებული დარჩა.



ამერიკული მხარე სიტუაციის გამოსწორებას შეეცადა და სსრკ ცკ-ს პირველ მდივანს შესთავაზა ფილმის "კან-კანი" გადასაღები მოედანი მოენახულებინა, რომელშიც მონაწილეობდნენ ფრენკ სინატრა, ლუი ჟურდენი, მორის შევალიე. ქალის მთავარ როლს ასრულებდა ახალგაზრდა მსახიობი შირლი მაკლეინი.

imageფოტოზე: ნიკიტა ხრუშჩოვი ოჯახთან ერთად ფილმის გადასაღებ მოედანზე


ნიკიტა საკმაოდ დელიკატურად უცქერდა ფილმის გადაღების პროცესს, თან მის გვერდით იყვენენ მეუღლე და შვილები, ამასთანავე, მას უნდა წარმოედგინა საკუთარი ქვეყანა, როგორც "მაღალი მორალური პრიციპების" მატარებელი.




ნეიტრალური სახის გამომეტყველებით უყურა მთელს წარმოდგენას ნიკიტამ, თავშეკავებულად ტაშიც დაუკრა, შემდეგ მხიარულად გაესაუბრა არტისტებს, მათთან ერთად ფოტოც გადაიღო, მასთან მიცვენილ ჟურნალისტებს კი კითხვაზე, "მოეწონა თუ არა წარმოდგენა", ასე უპასუხა: "სამწუხაროა, როდესაც კარგ გოგონებს აიძულებენ გააკეთებინონ ცუდი რამ, ასეთი გართობა რყვნის საზოგადოებას, საბჭოთა კავშირში შეჩვეული ვართ, დავტკბეთ მსახიობების სახეებით და არა მათი უკანალებით" - განაცხადა ხრუშჩოვმა და გადასაღები მოედანი დატოვა.

image

კომედიური მიუზიკლი "კან-კანი"1960 წელს გამოვიდა ეკრანებზე და აიღო ორი "ოსკარი" საუკეთესო მუსიკისთვის და კოსტიუმების დიზაინისთვის(1961წ.), "ოქროს გლობუსი"(1961წ.)- წლის საუკეთესო მიუზიკლისთვის და "გრემის" პრემია - საუკეთესო საუნდტრეკისთვის.


2
116
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
116
  
2019, 8 იანვარი, 6:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 8 იანვარი, 5:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2