x
მეტი
  • 15.12.2018
  • სტატია:83759
  • ვიდეო:334513
  • სურათი:441841
სწრაფი ტორტი „ჩიტის რძე“ გურმანებისთვის!

image

ყველაზე მარტივი და სწრაფი რეცეპტი ტორტი-სუფლეს „ჩიტის რძის“ მოსამზადებლად!

ინგრედიენტები:

3 ც. კვერცხი

125 გრ ფქვილი

1 ჩ/კ გამაფხვიერებელი

125 გრ შაქარი

8 დიდი ს/კ კაკაო

მომზადება:

კვერცხი და შაქარი ერთმანეთში ათქვიფეთ, ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. 180-200 გრადუსამდე კარგად გახურებულ ღუმელში 20 წუთიდან მომზადებამდე გამოაცხვეთ. გააგრილეთ.


სუფლე

ინგრედიენტები:

5 ც, კვერცხის ცილა

300 გრ შაქრის ფხვნილი

10 გრ ჟელატინი

100 გრ წყალი

მომზადება:

1.ჟელატინი წყალში 10 წუთით დაასველეთ. შემდეგ გახსნამდე გააცხელეთ და გასაგრილებლად დატოვეთ.

2. ცილა მყარი ქაფის მიღებამდე კარგად ათქვიფეთ. შაქრის ფხვნილი დაუმატეთ და თან მორევა გააგრძელეთ. სქელი კრემის მიღებამდე მორევა გააგრძელეთ. შემდეგ კი ნელ-ნელა ჟელატინი დაუმატეთ და მორევა გააგრძელეთ.

3.ბისკვიტის ფენა ორად გაჭერით, ან ზედა ფენა ოდნავ მოაჭერით და გვერდზე გადადეთ. ხსნად ფორმაში ბისკვიტი მოათავსეთ. სურვილის მიხედვით ლიქიორით დანამეთ. ზემოდან სუფლე მოასხით.

3.ორი ბისკვიტის ფენა გაქვთ, სუფლეს ზემოდან ბისკვიტის მეორე ფენა დაადეთ. მაცივარში შედგით, სანამ ბოლომდე გამყარდება.


ჭიქური

ინგრედიენტები:

150 გრ შავი შოკოლადი

100 გრ კარაქი

მომზადება:

პატარა ქვაბში კარაქი და შოკოლადის ნაჭერი ჩადეთ. დაბალ ცეცხლზე დადგით და მუდმივად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, გაგრილება აცადეთ. უკვე მზა ტორტი ხსნადი ფორმა მოხსენით და ჭიქური მოასხით. ახლა კი ჭიქურის გამაგრებას დაელოდეთ და შეგიძლიათ სუფრაზე გაიტანოთ და სტუმრებს გემრიელი „ჩიტის რძის“ ტორტით გაუმასპინძლდით!

გემრიელად მიირთვით!


ასევე დაგაინტერესებთ:

5 გემრიელი და სასარგებლო დესერტი გრამი შაქრის გარეშე
დათუნია-მარმელადის მომზადების 12 ორიგინალური რეცეპტი
7 პროდუქტი, რომელთა განმეორებით გაცხელება არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ ასე ვაკეთებთ
0
654
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
654
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0