x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
5 გემრიელი და სასარგებლო დესერტი გრამი შაქრის გარეშე
image

შეიძლება თუ არა მოვამზადოთ ტკბილეული, სადაც არ იქნება შაქარი, რომელიც მავნე პროდუქტად ითვლება? როგორც აღმოჩნდა, შაქრის გარეშეც არსებობს დესერტები და ცხოვრებაც შეიძლება ტკბილი იყოს, მხოლოდ ჯადოსნური რეცეპტები უნდა იცოდეთ.


1.შვრია-ქოქოსის ორცხობილა ცილაზე

თქვენ დაგჭირდებათ:

3 ცალი კვერცხის ცილა


75 გრ შვრიის ფანტელი

75 გრ ქოქოსის ბურბუშელა

¼ ჩ/კ სტევია (ნატურალური შაქრის შემცვლელი) - შეგიძლიათ 1 ს/კ ქოქოსის შაქარი გამოიყენოთ.

მწიკვი მარილი

რამდენიმე წვეთი (სურვილის მიხედვით) - ნუშის ან ვანილის ექსტრაქტი.


როგორ მოვამზადოთ:

1.მშრალ ტაფაზე შვრიის ფანტელები შეწვით, თან მუდმივად ურიეთ.

2.ცილა მწიკვ მარილთან ერთად ათქვიფეთ. შემდეგ დანარჩენი ინგრედიენტები დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

3.საცხობ ფორმაც პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და კოვზით შვრია-ქოქოსის ნარევი თანაბრად დაალაგეთ.

4.180-200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში შედგით და 10-15 წუთით გამოაცხვეთ, სანამ ორცხობილას ზედაპირი ოქროსფერი არ გახდება.


2.ხაჭო-ქოქოსის ნამცხვარი "კარტოფილი"

image

თქვენ დაგჭირდებათ:

400 გრ შვრიის ფანტელი

200 გრ უცხიმო ხაჭო

1 ჭიქა ვაშლის პიურე

4 ს/კ კაკაოს ფხვნილი

2 ს/კ ახალ მოდუღებული ყავა

2 ს/კ ფორთოხლის წვენი

1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი


მომზადება:

1.შვრიის ფანტელს დარიჩინი მოაყარეთ და შეწვით, სანამ ხრაშუნა არ გახდება.

2.შვრიას გაგრილება აცადეთ, შემდეგ ბლენდერში დააქუცმაცეთ.

3. ვაშლის პიურე ხაჭოს აურიეთ, ახალ მოდუღებული ყავა და ფორთოხლის წვენი დაასხით და კარგად აურიეთ.

4.მიღებული მასა დაქუცმაცებულ შვრიას და ნახევარ კაკაოს ფხვნილს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

5.ტრადიციული კარტოფილის ფორმები გააკეთეთ და ზემოდან დარჩენილი კაკაოს ფხვნილი მოაყარეთ.


3.კანფეტი სწრაფი მომზადების

image

თქვენ დაგჭირდებათ:

ცომისთვის:

2/3 ჭიქა შვრიის ფანტელი

2/3 ჭიქა (წინასწარ 4 საათით დაალბეთ) აკაჟუ

2/2 ჭიქა ფინიკი

1/8 ჩ/კ ჰიმალაის მარილი


ჭიქურისთვის:

2 ს/კ ქოქოსის ზეთი

2 ს/კ (შეგიძლიათ თაფლით ჩაანაცვლოთ) - ნეკერჩხლის სიროფი

1/8 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი


მომზადება:

1.ბლენდერში შვრიის ფანტელი აკაჟუსა და ფინიკთან ერთად დააქუცმაცეთ.

2. მარილი მოაყარეთ, კარგად აურიეთ და მიღებული მასისგან კანფეტის ფორმები გააკეთეთ. საყინულეში 15-20 წუთით შედგით.

3.მცირე ზომის ქვაბში ქოქოსის ზეთი გაადნეთ, სიროფი და ვანილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

4.კანფეტები საყინულიდან გამოიღეთ და ჭიქურაში ამოავლეთ, რომ კანფეტი ბოლომდე დაიფაროს, შემდეგ კვლავ საყინულეში შედგით, რომ ჭიქურა გამაგრდეს.


4. ხაჭო-ნუშის კანფეტი ქოქოსის ბურბუშელით

image

თქვენ დაგჭირდებათ:

100 გრ ხაჭო

1 ს/კ თაფლი

7-8 ცალი ნუში

2-3 ს/კ ქოქოსის ბურბუშელა


მომზადება:

1.ხაჭო, ქოქოსის ბურბუშელის ნაწილი და თაფლი აურიეთ.

2.მიღებული ნარევიდან ბურთები გააკეთეთ და შიგნით ნუში ჩადეთ.

3.კანფეტები ქოქოსის ბურბუშელაში ამოავლეთ და 2 საათით საყინულეში შედგით.


5. შვრია-შოკოლადის ნამცხვარი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება

image

თქვენ დაგჭირდებათ:

¼ ჭიქა კაკაოს ფხვნილი

¾ ჭიქა ნუში

½ ჭიქა ჰერკულესი

1 ჭიქა ფინიკი კურკის გარეშე

1 ს/კ ქოქოსის ზეთი ან კარაქი


მომზადება:

1.ბლენდერში ჰერკულესი, ნუში და კაკაო ჩაყარეთ - ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააქუცმაცეთ.

2.ზეთი და წვრილად დაჭრილი ფინიკი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მიღებული მასა სქელ ფენად გააბრტყელეთ და კვადრატებად ან რომბებად დაჭერით.

3.მეორე ვარიანტი: შვრია-შოკოლადის მასისგან კანფეტები გააკეთეთ. ნამცხვარიც და კანფეტიც საყინულეში 15-20 წუთით შედგით.


ესეც ტკბილი დესერტები გრამი შაქრის გარეშე. თქვენ რომელი ვარიანტი მოგეწონათ?

0
2188
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
2188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0