x
image
_K_
Mediator image
რამდენად კარგად იცნობთ ფრედი მერკურის?
ფრედი მერკურის ცხოვრება დაუსრულებელ მოგზაურობას ჰგავდა, რომელმაც იმის გარდა, რომ მუსიკის მოყვარულები შთააგონა, გენდერზე საუბარსაც მისცა დასაბამი.image
კინემატოგრაფია ცნობილი ადამიანების მთელი ცხოვრების ფილმში ასახვას ხშირად ვერ ახერხებს; მართლაც რთულია მათი სიცოცხლის ყველა დეტალის გადმოცემა მხოლოდ რამდენიმე საათში. ფრედი მერკურიზე გადაღებული ბოლო დროს გამოსული ფილმი "Bohemian Rhapsody" დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჰიტებმა, როგორებიცაა I want to break free, Under pressure, Bohemian Rhapsody და სხვა, მსოფლიოს უდიდესი ბენდი და უნიკალური მუსიკოსი აჩუქა, რომელსაც სტერეოტიპების დამსხვრევის არ ეშინოდა. სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მერკურის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ:








1. ის ზანზიბარელი იყო

მერკური სთოუნ თაუნში, ზანზიბარში (დღევანდელი ტანზანია) დაიბადა. მისი მშობლები წარმოშობით გუჯარათიდან, ინდოეთიდან იყვნენ. მამის სამსახურის გამო ოჯახს ინგლისში წასვლა მოუწია, ამ დროს ფრედი თინეიჯერი იყო.

image








2. მას დაბადებიდან ფრედი მერკური არ ერქვა

მერკურის ნამდვილი სახელი იყო ფაროჰ ბულსარა. ის ინდოეთში სკოლაში სიარულის დროს სახელ ფრედის მიეჩვია და საკუთარ სახელზე მეტად ახლობელი გახდა მისთვის. თუმცა, ოფიციალურად სახელი ფრედი მერკურად გაცილებით გვიან, 1970 წელს გადაიკეთა, როცა Queen შეიქმნა.


image








3. რეალურ ცხოვრებაში სასცენო იმიჯისგან სრულიად განსხვავებული იყო

ბევრი ჩვენგანისთვის ფრედი მერკური სცენაზე სიგიჟითა და ექსტრავერტირებული მანერით არის ცნობილი, მაგრამ ისინი, ვინც მას უფრო ახლოს იცნობდნენ, ამბობენ, რომ პირად ცხოვრებაში ფრედი საკმაოდ მორცხვი იყო. ეს იმ ფაქტსაც ხსნის, თუ რატომ ჩნდებოდა მომღერალი ძალიან იშვიათად ინტერვიუებში. "რეალურ ცხოვრებაში არავინ იცნობდა ფრედის, " - თქვა ერთხელ როჯერ ტეილორმა, -"ის მორცხვი, ნაზი და კეთილი იყო. სცენაზე კი სრულიად სხვა პიროვნება ხდებოდა".

image








4. მისი ხმის იოგები ნორმალური ადამიანისაზე სწრაფად მოძრაობდა

მერკურის ოთხი ოქტავის ხმის იოგები ჰქონდა. მისი ჩვეულებრივი სასაუბრო ტონი ბარიტონზე დაბალი იყო. თუმცა, როცა მღეროდა, უმეტესად მისი ხმა ტენორში გადადიოდა. 2016 წელს მეცნიერების ჯგუფი შეეცადა, მისი ხმის თავისებურებები გამოეკვლია. როგორც აღმოჩნდა, ფრედი მერკურის ხმის იოგები ნორმალური ადამიანისაზე სწრაფად მოძრაობდა. "ჩვეულებრივი ადამიანის ხმის ვიბრაცია 5.4-დან 6.9 ჰერცამდეა, ფრედისა კი 7.04 ჰერცს აღწევდა", - დაასკვნეს მეცნიერებმა.

image








5. Queen-ის ლოგო მისი შექმნილია

მერკური მარტო ბენდის სახე კი არ იყო, მას ბრენდინგიც (ბრენდის შექმნის პროცესი და მისი მართვა) გამოსდიოდა. მან Ealing Art კოლეჯი დაამთავრა და ხელოვნებისა და დიზაინის დიპლომი ჰქონდა, ამიტომ Queen-ის ლოგოს შექმნაც საკუთარ თავზე აიღო პირველი ალბომის გამოშვების შემდეგ. მან ლოგოში ბენდის წევრების ზოდიაქოებს მოუყარა თავი. ლომები ჯონ დიკონისა და როჯერ ტეილორის სიმბოლოა, კირჩხიბი ბრაიან მეის განასახიერებს, ორი ფერია კი ფრედის ქალწულის ნიშანს გამოსახავს. ასო "Q" და წარწერა ბენდის სახელზე მიუთითებს, ფენიქსი კი ამ ყველაფრის დაცვის სიმბოლოა.

image








6. ის და მისი ოჯახი ზოროასტრიზმს მისდევდნენ

ვინც მომღერალზე ბევრი არ იცის, შეიძლება ამ ფაქტმა გააოცოს. მერკური და მისი ოჯახი ზოროასტრიზმს მისდევდნენ. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი მონოთეისტური რელიგიაა. კარიერის განვითარებასთან ერთად, მერკურის რელიგიურ შეხედულებებზე ბევრი არაა ცნობილი, მაგრამ ვიცით, რომ მის დაკრძალვას ზოროასტრმა მღვდელმა უხელმძღვანელა.

image








7. თავის დაავადებაზე გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე განაცხადა

მერკურის ჯანმრთელობის შესახებ ბევრი ჭორი დადიოდა, ის სიცოცხლის ბოლოს გარეგნულადაც შეიცვალა და ბენდის ერთ-ერთ გამოსვლაზე დაეცა კიდეც. ის კენსინგტონში საკუთარ სახლში განმარტოვდა და საჯაროდ თავის დაავადებაზე (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, შიდსი) მხოლოდ 2 წლის შემდეგ განაცხადა. განცხადებიდან 24 საათში ფრედი მერკური გარდაიცვალა.

image








8. ის ჰითროუს აეროპორტში (ლონდონი) ბარგის გადამტანად მუშაობდა

ზოგმა დიდმა ვარსკვლავმა კარიერა საკმაოდ მოკრძალებულად დაიწყო. დიდი ხნით ადრე, სანამ ფრედი მერკურად გადაიქცეოდა, ფაროჰ ბუსლამა აეროპორტში ბარგის გადამტანად მუშაობდა. მერკურის 72-ე დაბადების დღის აღსანიშნავად, 2018 წლის 5 სექტემბერს, ბრიტანეთის რამდენიმე აეროპორტმა ბარგის გადამტანებს სპეციალურად გამოუყო თავისუფალი დრო, რათა თავიანთი ყოფილი კოლეგის პატივსაცემად მოგზაურები გაერთოთ.

image







"70 წლამდე ცხოვრების არანაირი სურვილი არ მაქვს. ალბათ, ეს ძალიან მოსაწყენია". - თქვა ერთხელ ფრედიმ.

image



0
80
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0