x
მეტი
  • 02.04.2020
  • სტატია:100916
  • ვიდეო:345634
  • სურათი:463633
რატომ «ზებრა»?

ზოგიერთი რამ, რაც ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია, ისე გვაქვს გათავისებული, რომ არც კი ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ და რატომ გაჩნდა ეს ყველაფერი? მაგ., იმაზე თუ დაფიქრებულხართ, თუ რატომ არის ფეხით მოსიარულეთათვის მოწყობილ გადასასვლელზე – «ზებრა» და არა სხვა რამე?

image


დაუჯერებელია, მაგრამ აღნიშნული გადასასვლელი, მინიმუმ, 2 000 წლის მაინც არის. ის რომაელებმა გამოიგონეს და გათვლილი იყო, როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ისე ეტლით მოსარგებლეთათვის.

ძველ რომში ქუჩები ძალიან იყო დაბინძურებული, რადგან ტრანსპორტის ერთადერთ სახეობას ცხენი და მასში შებმული ეტლი წარმოადგენდა. ამიტომ, ქუჩაზე გადასვლისას, ფეხით მოსიარულეებს ფეხსაცმელი რომ არ დასვროდათ, ქუჩებში ბრტყელი ქვები ისე იყო განლაგებული, რომ ეტლის თვლები, რომელთა შორის დაშორება სტანდარტული იყო, ზუსტად ქვებს შორის ხვდებოდა.


image


რაც შეეხება თანამედროვე «ზებრას», ის პირველად დიდ ბრიტანეთში, 1951 წლის 31 ოქტომბერს, ქ. სლოუში გამოჩნდა. წყაროების უმრავლესობის თანახმად, სწორედ იქ მოხდა ქუჩებზე ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების თეთრი ფერის ზოლებით გაფორმება.

imageბრიტანეთში ფეხით მოსიარულეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ბევრად უფრო ადრე, გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. იმ პერიოდში, ქუჩებზე მოწყობილ გადასასვლელებზე ლითონის ბოძები იდგა, თეთრი და შავი ზოლებით და თავზე ყვითელი მოციმციმე ფარნებით, რომლებსაც ტრანსპორტის იმ დროინდელი მინისტრის, ლესლი ჰოპ-ბელიშის საპატივსაცემოდ, ბელიშის ფარნებს ეძახდნენ. სწორედ მან გასცა ქუჩებზე უსაფრთხო ზონების მოწყობის და ფარნების მონტაჟის განკარგულება. თუმცა, დროთა განმავლობაში, ნათელი გახდა, რომ უსაფრთხოებისთვის ეს ზომები საკმარისი არ იყო. შემდეგ ომი დაიწყო და ქუჩის პრობლემებმა II პლანზე გადაინაცვლა.

ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების საკითხს მხოლოდ II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაუბრუნდნენ: შეიქმნა სპეციალური ქვედანაყოფი, რომელმაც გზებზე არსებული მდგომარეობა შეისწავლა და პრობლემის მოგვარების წინადადებებიც წარადგინა. ხოლო სამთავრობო კომისიამ, მრავალრიცხოვანი ვარიანტებიდან, გადასასვლელების გასაფორმებლად, «ზებრა» აირჩია, რადგან მეცნიერულად დასაბუთებული იყო, რომ მძღოლს გრძივი თეთრი ზოლები, ქვეცნობიერად, სიჩქარის შემცირებისკენ უბიძგებს. ამასთან, ის მარტივად შესამჩნევია როგორც ტრანსპორტით მოსარგებლეებისთვის, ისე ფეხით მოსიარულეთათვის.

სიახლე ყველას მოეწონა და მალე ბრიტანელებს სხვებმაც მიჰბაძეს:

გერმანიაში «ზებრა» 1953 წლის სექტემბერში გამოჩნდა და უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყანაში ფეხით მოსიარულეებს უფლება აქვთ, გზა მხოლოდ «ზებრაზე» კი არა, ნებისმიერ ადგილზე გადაკვეთონ, თუ საამისოდ შესაფერისი სატრანსპორტო სიტუაცია იქნება და იმ ადგილზე სპეციალური შეზღუდვის რაიმე ნიშანი არ არის.

ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში და კანადაში, «ზებრა» 50-იანი წლების ბოლოსთვის უკვე იყო, ხოლო სსრ კავშირში ის მხოლოდ 60-იანი წლების შუა პერიოდში გამოჩნდა, რადგან, როგორც ამბობენ, ავტომობილების სიმცირის გამო, მისი საჭიროება არ არსებობდა.

«ზებრა» – გადასასვლელის ერთადერთი ფორმა არ არის. მაგ, ბერლინში და ლონდონში მას წყვეტილი ხაზებითაც აღნიშნავენ, ხოლო აშშ-ში, ჩვენთვის ჩვეული შავ-თეთრი ზოლების გარდა, სხვა 5 ფორმის გადასასვლელი არსებობს: უწყვეტი ხაზები გადასასვლელის გვერდებზე – ცალკე ან «ზებრასთან» ერთად; წყვეტილი ხაზები; დიაგონალური «ზებრა» და თეთრად გადაღებილი ასფალტი, შავი ზოლების გარეშე. თუმცა, კლასიკური «ზებრაც» ხშირად გვხვდება, როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე ამერიკაში.

მისი არსებობის მანძლზე, «ზებრა» პრაქტიკულად არ შეცვლილა. მას, უბრალოდ, ფერის ახალი ტონები დაემატა. არის შემთხვევები, როდესაც თეთრის ნაცვლად, ყვითელ ზოლებს აკეთებენ, შესაბამისად, ასეთ გადასასვლელს, «ზებრასაც» აღარ ეძახიან. მაგ., ჰონკონგში და დიდ ბრიტანეთში შავ-ყვითელ გადასასვლელს «ვეფხვისებურს» უწოდებენ.


image


გადასასვლელს, რომელიც ერთდროულად ფეხით მოსიარულეებისთვის და ველოსიპედის მოსარგებლეებისთვის არის განკუთვნილი, «ტუკანს» ეძახიან. თუმცა, მას არანაირი კავშირი არა აქვს ფრინველ ტუკანთან. ეს, უბრალოდ, სიტყვების თამაშია, – Two can, ქართულად ითარგმნება, როგორც «ორს შეუძლია» და იგულისხმება, რომ ქუჩის ამ მონაკვეთზე ორი სახის მოძრაობაა დასაშვები. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ჩქაროსნულ ავტოსტრადებზე «ზებრა» ოდნავ ზევით არის აწეული, რომ გზის საერთო ფონისგან, მხოლოდ ფერით კი არა, ფაქტურითაც იყოს გამოყოფილი.


image


მსოფლიოში ყველაზე ცნობილი «ზებრა» ლონდონში, ები-როუდზე მდებარეობს. ის ცნობილი The Beatles წყალობით გახდა. სწორედ ამ ადგილზე გადაღებული ჯგუფის ფოტო ამშვენებდა მათ სტუდიურ ალბომს – «Abbey Road»-ს, რომელიც 1969 წელს გამოვიდა.

2010 წელს აღნიშნული გადასასვლელი ეროვნული მნიშვნელობის კულტურულ ღირებულებად აღიარეს. imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* რა, საიდან, რატომ...? პასუხი 10 კითხვაზე, რომელიც თითქმის ყველას აინტერესებს
* 10 სიტუაცია, როდესაც საღად აზროვნების უნარს ვკარგავთ

* 8 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ ქორწინდებიან თანამედროვე მამაკაცები (და შედეგი)


1
266
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
266
  
2018, 8 დეკემბერი, 2:05
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1