x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
10 სიტუაცია, როდესაც საღად აზროვნების უნარს ვკარგავთ

image
ბევრი ჩვენგანი აღმოჩენილა სიტუაციაში, როდესაც მაღაზიაში ნაყიდი ნივთი, სახლში მიტანის შემდეგ, აღარ მოსწონებია და საკთარ თავზე გაბრაზებულა. რა ხდება მაღაზიაში? რატომ ვიქცევით იქ არაადეკვატურად? რა ახდენს ჩვენზე გავლენას, როდესაც პურის შესაძენად მისულები, სხვა რაღაცეებსაც ვყიდულობთ?

აქ განხილულია სიტუაციები, რომლებსაც ასეთ შედეგამდე მივყავართ, ბოლოს კი მოცემულია რჩევები, რომლებიც ნაკლებად საჭირო ნივთების შეძენისგან და ზედმეტი ხარჯების გაღებისგან დაგიცავთ.


1. დიდროს ეფექტი


image
დიდროს ეფექტი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის მიერ ერთი ნივთის შეძენა, აიძულებს მას, მისი შესაფერისი მეორე ნივთიც იყიდოს და ეს «ყიდვები» აღარ მთავრდება.

ამ ეფექტს სახელი, ფილოსოფოსის, დენი დიდროს (1713-1784) საპატივცემულოდ დაარქვეს. დიდრო მდიდარი არ ყოფილა, მაგრამ ერთხელ მას მეგობარმა წითელი ხალათი აჩუქა. ეს სამოსი იმდენად გამოირჩეოდა მისი სახლის სხვა ნივთებისგან, რომ მეცნიერმა, თანდათანობით, ძველი ნივთების ახლებით ჩანაცვლება დაიწყო და მთელ შემოსავალს ავეჯზე და სახლის მოწყობაზე ხარჯავდა.


2. სნობის ეფექტი


image


სნობის ეფექტი – როდესაც ადამიანი იმას ყიდულობს, რასაც სხვები არ ყიდულობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებისგან გამორჩეული იყოს და ამით მიიქციოს ყურადღება. ზოგს უყვარს, როდესაც ყურადღების ცენტრში ექცევა. ხოლო ახალი და უჩვეულო ნივთი — საუკეთესო საშუალებაა ყურადღების მისაქცევად.


3. მიბაძვის ეფექტი


image
ეს სნობის საპირისპირო ეფექტია. ადამიანი იმას ყიდულობს, რაც მოდაშია და სხვებსაც აცვიათ. სამოსი შეიძლება არ უხდებოდეს და მისი ცხოვრების წესისთვის შეუფერებელი იყოს, მაგრამ მინც ყიდულობს, რომ მოდას არ ჩამორჩეს.


4. შეძენა სამომავლოდ


image
ჩვეულებრივ, ადამიანებს უკეთესი მომავლის სჯერათ და შინაგანად, ყველა ემზადება ამისთვის. მაგ., ყიდულობს რამე სამოსს სამომავლოდ, რომელიც რეალურ ზომასთან შედარებით, 2 ზომით პატარა არის, ან ფეხსაცმელს საოცნებო პაემნისთვის, როდესაც შეყვარებული ჰორიზონტზეც კი არა ჩანს...


5. სპონტანური შენაძენი, ხასიათის გამოსასწორებლად


image
რთული დღის შემდეგ, თუ ადამიანი გულის გადასაყოლებლად მაღაზიაში შედის და გადატანილი სტრესის გამო, საკუთარ თავს საჩუქარს უკეთებს, შესაძლებელია შენაძენმა ხასიათი გამოუსწოროს, მაგრა მალე მიხვდება, რომ ნაყიდი ნივთი არც ისე ძალიან სჭირდებოდა და ფული ტყუილად დახარჯა.


6. ფსიქოლოგიური ხრიკები მაღაზიაში


image


სასიამოვნო მუსიკა, თბილი ფერები, გემრიელი არომატები — ეს ყველაფერი დიდ გავლენას ახდენს მაღაზიაში შესულ მყიდველზე. ის დუნდება, დროის შეგრძნებას კარგავს და კალათა ან ეტლი ივსება ნაირ-ნაირი შეფუთვის ცნობილი, თუ უცნობი პროდუქტებით.


7. აქცია, ფასდაკლება


image
ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი იმისა, თუ რატომ ყიდულობენ ადამიანები ნივთებს, რომლის ყიდვაც დაგეგმილი არ ჰქონდათ, – ფასდაკლებაა. მაღაზიები ძალიან ხშირად სთავაზობენ მყიდველებს, მაგ., 3 ნივთს – 2-ის ფასად ან 50 % ფასდაკლებას (და აუცილებლად «მხოლოდ დღეს»). ერთი შეხედვით, ეს მართლაც ხელსაყრელი შემოთავაზებაა და ბევრი ადამიანი ყიდულობს ფასდაკლებულ ნივთებს, იმ შემთხვევაშიც, თუ მაღაზიაში სულ სხვა რაღაცის შესაძენად შევიდა.


8. იაფფასიანი ნივთები


image


ეკონომიის გაკეთების მიზნით, ადამიანების უმრავლესობა, მათთვის საჭირო ნივთების შეძენისას, შედარებით იაფიან მოდელებზე აკეთებენ არჩევანს. მაგრამ, ხშირად, ასეთი ხეირი — მხოლოდ ილუზიაა. მაგ., თუ კარგი ჯინსი რამდენიმე წელი შეგიძლიათ ატაროთ, იაფფასიანი მალე გაცვდება და ახალის შეძენა მოგიწევთ.


9. დამაჯერებელი მენეჯერი


image
გაყიდვების ბევრი მენეჯერი, რომლებსაც ევალებათ საქონლის გასაღება, ყველაფერს აკეთებენ, რომ მყიდველის ნდობა მოიპოვონ. ისინი «საიდუმლოდ» გაგანდობენ ინფორმაციას ამა-თუ იმ ნივთის ხარვეზის შესახებ და იქვე ხარისხიანს შემოგთავაზებენ და რა თქმა უნდა, აუცილებლად მოძებნიან ისეთ ნივთს, რაც გჭირდებათ. მათ ხომ კარგად იციან საკუთარი საქონლის ხარისხი და შეიძლება, მაღაზიაში ერთი ნივთის შესაძენად შესული ადამიანი 2 და მეტი შენაძენით გამოვიდეს იქიდან.


10. ჩვენი შიშები


image
ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ ის გამუდმებით განცდებშია, არსებობს თუ არა ამის მიზეზი. და როდესაც რამე ნივთს გვერდს ჩაუვლის, რომლის ყიდვასაც არ აპირებდა, მაინც ყიდულობს, იმ მოტივით, რომ მომავალში შეიძლება ფული არ ჰქონდეს და მისი შეძენა ახლა უმჯობესია. ასეთ ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს, მშობლის მიერ, ბავშვობის ასაკში, ფულის არ ქონის მოტივით, რამე ნივთის შეძენაზე მისთვის ნათქვამი უარი.

როგორ ვებრძოლოთ ამ ყველაფერს? უკვე ხანში შესულმა დიდრომ ესე დაწერა, სათაურით — «წუხილი ჩემი ძველი ხალათის გამო», რმელშიც ის წერდა: «მე ჩემი ძველი ხალათის აბსოლუტური ბატონი ვიყავი, მაგრამ ჩემი ახალი ხალათის მონად ვიქეცი». თავისი ისტორიის მოყოლით, დიდრო გვაფრთხილებს, რომ არ ვიქცეთ ნივთების მონებად.

რაც შეეხება მაღაზიის ხრიკებს, ვიდრე საყიდლებზე წახვალთ, იმ პროდუქტების სია შეადგინეთ, რაც გინდა რომ შეიძინოთ.

იმ შემთხვევაში, თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას აპირებთ, ინფორმაცია შესაძენი ნივთის შესახებ ინტერნეტით მოიძიეთ და რაც შეიძლება ნაკლებად დაეკონტაქტეთ გაყიდვების მენეჯერს. ეს უკანასკნელი, ხშირ შემთხვევაში, გარკვეული საქონლის ამოყიდვაზე მუშაობს (ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის საქონელი ცუდია). გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ მაღაზიაში მარტო არ წახვალთ, – წაიყვანეთ ოჯახის წევრი ან მეგობრები. ამ შემთხვევაში, კონსულტანტს თქვენზე ზეგავლენის ნაკლები შანსი ექნება.

ტექნიკის შეძენის დროს, ეკონომიას ნუ გააკეთებთ. როგორც ამბობენ, «ძუნწი ორჯერ იხდისო» და ყიდვის დროს დაზოგილი თანხა, შესაძლოა, მომავალში, მაინც გადაიხადოთ (და არაერთხელ).

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageნუ უღალატებთ საკუთარ თავს, თუ გადაწყვიტეთ, აღარ დანებდეთ!

ჩვევები, რომლებიც გამდიდრების საშუალებას არ გვაძლევს

18 რამ, რაც არასოდეს უნდა გააკეთოთ, თუ გინდათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ


0
827
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
827
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0