x
მეტი
  • 22.05.2019
  • სტატია:90265
  • ვიდეო:340154
  • სურათი:452563
ლისის ტბაზე 18 წლის გოგომ 1,5 წლის ბავშვი იმსხვერპლა

imageტრაგედია რამდენიმე დღის წინ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დატრიალდა.


მამასთან ერთად ტროტუარზე ერთად და-ძმას ავტომანქანა დაეჯახა, რომელსაც 18 წლის გოგო მართავდა, ავტოავარიას 1, 5 წლის ტასო შეეწირა.


"ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. ბავშვის მამა შვილებს ასეირნებდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა, რომელსაც პატარა გოგო მართავდა… გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან, გადაჯეგა ყველაფერი, რაც გზად შეხვდა და 1.5 წლის ანგელოზივით ბავშვი, ულამაზესი და უსაყვარლესი გოგონა შეიწირა, ისეთი მძიმე მოსაყოლია დეტალები, რაც იქ მოხდა, რომ ვერც კი დავწერ აქ. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდება ამ ოჯახში, მთელი ოჯახი განადგურებულია..."წერს სოციალურ ქსელში "ჩემი სამყარო".

image

შსს ადასტურებს მომხდარ ფაქტს, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი, 18 წლის გოგონა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.


4
623
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
623
  
2018, 30 ნოემბერი, 15:06
გაზარდეთ მართვის მოწმობის აღების ასაკი! და გაართულეთ პრაქტიკული გამოცდა! რა უბედურებაა, პირზე რძე არ შეშრობიათ და ავტომობილებთან სხედან,ცალი ხელით საჭე უჭირავთ, მეორით სელფებს იღებენ. დაღუპა ბავშვი და თავიც დაიღუპა 18 წლის გოგომ.
2018, 30 ნოემბერი, 14:57
ვაიმე, დედა, ეს რა საშინელებაა, რა დღეში იქნება ორივე ოჯახი.
0 1 4