x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
8 სიგნალი, რომელიც კუჭის წყლულზე მიანიშნებს
image

მსოფლიოში ყოველდღიურად 500 000-მდე წყლულის დიაგნოზი ისმევა. კუჭის წყლული, საბედნიეროდ, განკურნებადია. თუმცა, მისი დროული დიაგნოსტიკა თითქმის არასოდეს ხდება ჩვენი მოუწესრიგებელი ცხოვრების რიტმის გამო. საბედნიეროდ, ჩვენს ორგანიზმს აქვს იმის უნარი, რომ სიგნალები გამოგვიგზავნოს ამა თუ იმ დაავადებასთან დაკავშირებით.

ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები მეტწილად სწორედ კუჭის წყლულისთვისაა დამახასიათებელი.

1. გულძმარვა


imageგულძმარვა თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია და ხშირად ის უვნებელი ხასიათისაა. თუმცა, თუ წვას და ტკივილს გამუდმებით გრძნობთ გულმკერდის არეში, ეს უკვე შეშფოთების მიზეზია. ხშირი გულძმარვა წყლულოვანი დაავადების ერთ–ერთი ძირითადი სიმპტომია.


2.დაუცხრომელი წყურვილის გრძნობა

imageმუდმივი წყურვილის შეგრძნება და პირის სიმშრალე რამდენიმე დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს, მათ შორის, კუჭის წყლულისაც. თუ შენიშნეთ, რომ წყალს ჩვეულებრივზე უფრო ხშირად სვამთ, აუცილებლად მიდით ექიმთან.


3.მწვავე ტკივილის შემოტევა

imageკუჭთან დაკავშირებული პრობლემები მუცლის ტკივილით იჩენს თავს. ჩხვლეტა მუცლის ქვემოთ ან ნეკნების ქვეშ სწორედ ის სიგნალია, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ და გამოკვლევა უნდა ჩაიტაროთ.


4.ნაწლავების მუშაობის დარღვევა

imageკიდევ ერთი მიზეზია გამოკვლევების ჩასატარებლად, როცა ხშირი შეკრულობა და აირების დაგროვება გაწუხებთ. ეს ნაწლავების მუშაობის დარღვევის შედეგია, რაც თავის მხრივ, კუჭის წყლულით შეიძლება იყოს განპირობებული.


5.სიმძიმის შეგრძნება ჭამის შემდეგ

imageწყლული, რომელიც უშუალოდ კუჭში ვითარდება, თავს იჩენს სიმძიმის შეგრძნებით ყოველი ჭამის შემდეგ და მტკივნეულობით. ამ სიმპტომის აღმოჩენისთანავე აუცილებლად მიმართეთ გასტროენტეროლოგს.


6.ტკივილი მშიერ კუჭზე

imageზოგჯერ შიმშილის გრძნობას ტკივილიც ახლავს, რომელიც საკვების მიღების შემდეგ გაივლის. ეს ერთხელ მაინც გამოუცდია თითოეულ ჩვენგანს. მაგრამ, როცა ეს რეგულარულად ხდება, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ.


7.გულისრევის შეგრძნება

imageწყლულის კიდევ ერთი ნიშანია გულისრევა. თუ უმიზეზოდ, რამდენიმე დღის განმავლობაში გულისრევის გრძნობა გაწუხებთ, რომელსაც თან შესაძლოა ნამდვილად ახლდეს ღებინება, არ დააყოვნოთ და აუცილებლად ექიმს მიმართეთ.


8.წონაში კლება

imageთუ მოკლე პერიოდში რამდენიმე კგ უმიზეზოდ დაიკელით, უმჯობესია გამოკვლევა ჩაიტაროთ. წონის უეცარი კლება ცუდი ნიშანია და მისი ერთ–ერთი გამომწვევი კუჭის წყლულიცაა.


გისურვებთ, რომ ამ სიმპტომებიდან არც ერთმა არ შეგაწუხოთ. ჯანმრთელად იყავით!


0
1058
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1058
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0