x
image
ზოგადი განათლება
ნახეთ, როგორ უნდა ტარდებოდეს სახალისო ინგლისურის გაკვეთილი ჩვეული რუტინული გაკვეთილის ნაცვლად

როგორია სახალისო ინგლისურის გაკვეთილი ჩვეული რუტინული გაკვეთილის ნაცვლად


image


ინგლისურის მასწავლებელი, რომელიც თითოეულ გაკვეთილს სხვაგვარად და ხშირ შემთხვევაში, არაპროგნოზირებადად ატარებს. მას არ აქვს დაწერილი რაიმე გეგმა, რომლის მიხედვითაც თითოეულ გაკვეთილს წაიყვანდა. პირიქით, იგი ფიქრობს მხოლოდ იმაზე, თუ როგორ განსხვავდებოდეს მისი შემდეგი გაკვეთილი წინა გაკვეთილისგან და ამასთანავე, მარტივი და ხალისიანი იყოს სწავლის პროცესი მოსწავლეებისათვის. როგორც თავად ამბობს: '' გაკვეთილზე დასაშვებია ნებისმიერი გიჟობა, მთავარია, მოსწავლე აიყოლიო და ხალისით, მისთვის საინტერესო ხერხით ან თამაშით ასწავლო ახალი რაღაცები''. იგი მასწავლებლებს ურჩევს, მოიშველიონ ფანტაზიის უნარი და ჩაატარონ ყოველ გაკვეთილზე ახალ-ახალი ექსპერიმენტები, რადგან ერთფეროვანი გაკვეთილები ყველაზე მოსაწყენია თავად კარგი მოსწავლისთვისაც.


კონკრეტულად ამ შემთხვევაში, იგი ცდილობს, მუსიკის რიტმისა და რითმის დახმარებით მარტივად დაამახსოვრებინოს მოსწავლეებს ინგლისურში არაწესიერი ზმნები. ამ ვიდეოს ინტერნეტში ათი ათასობით დადებითი შეფასება და გამოხმაურება მოჰყვა, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა თავად მთავარი გმირისთვის.


0
338
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0