x
image
ზოგადი განათლება
საჯარო სკოლებში მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები შეიცვალა

2018 წლის 14 სექტემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა მასწავლებელთა მინიმალური ანაზღაურების შესახებ.


image


მინისტრის განცხადებით 6-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 542.70 ლარით.





ხოლო სპეციალურ მასწავლებელთა სარგოს შემდეგი ცვლილებები შეეხო:

1)სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით გაანგარიშებისას, სპეციალურ მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატების კოეფიციენტი განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) კლასის დამრიგებლობა – 0.25;

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატი არ არის დამოკიდებული სპეციალური მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზე.




სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების მაგალითი


1. ამ მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლის გზებს:

ა) რომელსაც აქვს:

ა.ა) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება;

ა.ბ) 4-წლიანი სამუშაო სტაჟი;

ბ) რომელიც არის კლასის დამრიგებელი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების უმარტივესი გზა:

ა) დანართი №2, სადაც მოცემულია 1-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს (ჩვენს შემთხვევაში მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 524, 48 ლარს);

ბ) დანართი №4, სადაც მოცემულია კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 101.25 ლარს);

გ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის “ა“ და “ბ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (524.48 +101.25=625, 73 ლარი), ანუ მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 625.73 ლარს.

3. აღნიშნული სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლა ასევე შეიძლება ზემოთ მოყვანილი ფორმულის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში შესაბამის დანართებში მოცემული კოეფიციენტების გამოყენებით უნდა შესრულდეს მარტივი არითმეტიკული მოქმედებანი. კერძოდ, ჩვენს შემთხვევაში:

ა) 405*1, 1+405*1, 1*0, 15+405*0, 2*0, 15=524.48 ლარი (დანართი №3);

ბ) 405*0, 25=101, 25 ლარი (დანართი №4);

გ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში მიღებული თანხები 524.48 +101.25=625, 73 ლარი.“;



„6-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები



image

''ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 17 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე''

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი





image

ასევე დაგაინტერესებს:

ა)5 საკვები პროდუქტი, რომელიც საქართველოში პოპულარულია, სხვადასხვა ქვეყნებში კი აკრძალული!

ბ) რატომ არ გაიცემა ნობელის პრემია ლიტერატურაში 2018 წელს?

გ)რატომ არის სიცოცხლისთვის საშიში: ფანტა, კექსი, ნაყიდი ვაშლი...

დ)ქართული ფრაზეოლოგიზმების განმარტებანი

ე)საერთაშორისო კვლევამ 2018 წლის საუკეთესო კომპიუტერული ბრენდი გამოავლინა! კომპანიებმა ეიფლი უკან ჩამოიტოვეს!

ვ)რა განსხვავებაა ამერიკულ და ბრიტანულ ინგლისურს შორის?

14
8006
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
8006
  
2018, 24 სექტემბერი, 7:13
დარეკეთ (032) 2 200 220-ზე და კომპეტენტური პირები გაგცემენ ზუსტ პასუხს
2018, 24 სექტემბერი, 2:26
ვარ სპეც პედაგოგი,იმ შემთხვევაში თუ ვიქნები მასწავლებლის დამხმარე.მექნება თუ არა საათების ჩატარების უფლება? აქვე შეგეკითხებით სკოლაში მუშაობის 29 წლიანი სტაჟი მაქვს აქედან 5 წელი ვმუშაობ სპეც მასწავლებლად,ვარ მაგისტრი როგორ ამინაზღაურდება ხელფასი?
2018, 17 სექტემბერი, 16:23
ლალი თუ დარეკავთ და დაელაპარაკებით, ძალიან გთხოვთ რომ დაწეროთ აქაც რას გეტყვიან :)
2018, 17 სექტემბერი, 15:59
მოგესალმებით ლალი, დარეკეთ მოცემულ ნომერზე (032) 2 200 220 და კომპეტენტური პირები გაგცემენ ზუსტ პასუხს
2018, 17 სექტემბერი, 15:14
მოგესალმებით, ვარ საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი, 16 წელი ვმუშაობდი პედაგოგად, სამი წელი ვმუშაობ სპეციალურ მასწავლებლად, ვარ მაგისტრი და ძალიან
მაინტერესებს რამდენი იქნება ჩემი სახელფასო ანაზღაურება. წინასწარ გიხდით მადლობას.
2018, 16 სექტემბერი, 13:08
ანუ 542 ლარს აიღებს ის მასწავლებელი, რომელსაც ექნება სრული საათობრივი დატვირთვა ხო? ვისაც მესამედი სათობრივი დატვირთვა ექნება ის აიღებს 542-ის მესამედს ხელფასს ხო? :)
2018, 16 სექტემბერი, 12:55
არა,მნიშვნელობა როგორ არ ექნება, უბრალოდ, თუ საჯარო სკოლის მასწავლებელთა სტაჟი არის 6-10 წელი, თანამდებობრივი სარგოს მინიმუმი გაიზარდა 542 ლარამდე. ასევე სხვადასხვა უპირატესობა ექნება დოქტორის ხარისხს, მაგისტრის დიპლომს და ა.შ.
2018, 15 სექტემბერი, 23:21
დამატებითი ინფორმაციისთვის მისწერეთ განათლების სამინისტროს
2018, 15 სექტემბერი, 23:12
ცოტა გაუგებარია და გთხოვთ მიპასუხოთ 18 საათი არ იქნება აუცილებელი ამ ხელფასისთვის?
2018, 15 სექტემბერი, 16:52
დამატებითი ინფორმაციისთვის:https://matsne.gov.ge/ka/document/view/4325264?publication=0
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10