ასტროლოგია ვინ უნდა იყოს ფრთხილად 2019 წელს? ჯანმრთელობის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოსათვის 2018, 26 ნოემბერი, 16:23
არცთუ ისე დიდი დრო დარჩა ახალი, 2019 წლის დადგომამდე. ეს წელი ყვითელი ღორის წელიწადია. ვნახოთ, რას უმზადებს ყვითელი ღორი თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს ჯანმრთელობის კუთხით.
1. ვერძი მარტი და ივლისი გამოცდა იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი დიეტებისათვის. აპრილის ბოლო და მაისის დასაწყისი საშიშია ავარიების კუთხით, ამიტომ ფრთხილად იყავით, ერიდეთ სიჩქარეს და სარისკო ქმედებებს. 2. კურო 3-7 მაისს დაბადებულებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ მედიკამენტების და ალკოჰოლის მიღებისას. ასევე საფრთხე ემუქრებათ მათ იმუნურ სისტემას. ამ წელს კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ ინფექციური დაავადებების მიმართ, ასევე ნაკლებად მიიღონ შაქარი და ტკბილი საკვები. 3. ტყუპები ტყუპებისთვის ამ წელში განსაკუთრებულად სუსტი წერტილია ყელი - ყელიდან წარმოქმნილმა პრობლემებმა მნიშვნელოვანი საფრთხეები შეიძლება შექმნას. ასევე განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ მათ, ვისაც აქვთ სუნთქვისა და ბრონქების პრობლემა; მათთვის 10 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე პერიოდი საუკეთესოა მკურნალობისათვის. 4. კირჩხიბი 2019 წელს სატურნი გამოცდის თქვენს ჯანმრთელობას. ამ წელს შესაძლოა თავი გაგახსენოთ ძველმა ჯანმრთელობის პრობლემებმა, მაგრამ საშიში არაფერია, მოთმინება და სწორი მკურნალობა ყველაფერს ადვილად მოაგვარებს. სექტემბერსა და ოქტომბერში შესაძლოა დიეტა დაგჭირდეთ. 5. ლომი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები 2019 წელს განსაკუთრებით უნდა უფრთხილდნენ კუჭ-ნაწლავისა და ინფექციურ დაავადებებს. ასევე მოისუსტებს თქვენი ბრონქული სისტემაც. გაუფრთხილდით თავს და არ დაგავიწყდეთ, პრობლემის შემთხვევაში დროულად მიმართოთ ექიმს. 6. ქალწული ამ წელს ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული გართულებები არ გელოდებათ. შესაძლოა ცოტა წონაში მოიმატოთ. დიეტებისათვის მაისი ძალიან კარგი პერიოდია. 7. სასწორი მაისი და აგვისტო განსაკუთრებით საშიშია თქვენი ჯანმრთელობისათვის, რადგანაც ამ პერიოდში დაბალია თქვენი იმუნიტეტი. 8. მორიელი მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ამ წელს განსაკუთრებით მართებთ ყურადღება ბრონქული და გულ-მკერდის დაავადებების მხრივ. ეს წელიწადი არასასურველია წონის კლების მხრივაც. 9. მშვილდოსანი ფეხები და მენჯი - ეს სხეულის ინ ნაწილებია, რომლებსაც განსაკუთრებით უნდა გაუფრთხიდეთ ამ წელს. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ სპორტსმენებს. შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეგექმნათ შაქართან და საჭმლის მომნელებელ სისტემასთან. 10. თხის რქა ამ წელს თქვენს ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი საფრთხეები არ ემუქრება. თუკი შეიქმნა რაიმე პრობლემა, ეს დაკავშირებული იქნება კუჭის დაავადებებთან. ასევე მცირე შანსია, მაგრამ შესაძლოა თავი შეგახსენოთ ძველმა დაავადებებმა. 11. მერწყული ამ წელს განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ თქვენს ჯანმრთელობაზე. შესაძლოა დაგჭირდეთ ექიმის დახმარებაც. 12. თევზები მთავარი საფრთხე ამ წელს თქვენთვისაც არის ბრონქული დაავადებები. აგრეთვე, შესაძლოა თავი იჩინოს ალერგიულმა რეაქციებმა. 131 შეფასება არ არის
|