x
image
კატო ემხვარი
ცოლების რეიტინგი ზოდიაქოს მიხედვით
image

რომელი ზოდიაქოს ნიშანია საუკეთესო ცოლი?


12. მორიელი

საოცრად მიმზიდველი, ჭკვიანი და ლამაზი ქალი-მორიელი - ყველაზე ცუდი ცოლია მსოფლიოში. მოიყვანო ცოლად მორიელი - ნიშნავს მონად გაყიდო საკუთარი თავი


11. თევზები

მოიყვანო ცოლად თევზები - იგივეა, რაც იყოლიო ფისო: სახლში იცხოვრებს ძალიან ლამაზი არსება, რომელიც მთელი ცხოვრება გიყურებს სკეპტიკურად.



10. ლომი

ძალაუფლებისმოყვარე ცოლია. მოსწონს, როცა ოჯახში სიტუაცია მას ემორჩილება. ცოლი - ვიტრინა და სახალხო მეურნეობის მიღწევების გამოფენაა. თუ სახალხო მეურნეობამ არ გამოიმუშავა კარატი ქალი-ლომის თითოეული ყურისთვის და კიდევ ერთი-ორი კარატი მისი უსახელო თითისთვის - მძიმე ბრჭყალებიანი თათს დაარტყამს სწორედ ამ მეურნეობაზე.


9. მშვილდოსანი

არასტანდარტული ცოლია. მაინცდამაინც ვერ ეგუება ოჯახურ ცხოვრებას და დიასახლისის როლს. მშვილდოსანს ის კი არ აინტერესებს, ქმრის სულში რა ხდება, უბრალოდ მას სამომავლო გარანტიები სჭირდება.


8. ტყუპები

მხიარული ცოლია, არაპროგნოზირებადი. ვერ იტანს საოჯახო საქმეებს. მათ კარგად იციან ვინ არიან მამაკაცები სინამდვილეში.


7. ვერძი

აქტიური, ენერგიული ცოლია. ქმარს გამუდმებით აქეზებს, რათა მან ცხოვრებაში მიაღწიოს მეტს. თუმცა, ყველამ იცის, რომ იცხოვრო ვერძთან - ეს იგივეა, რაც იჯდე ვულკანზე, მაგრამ სინამდვილეში ცოტა ვინმე ხვდება, რის გამო რისკავს.


6. სასწორი

მოსიყვარულე, თბილი ცოლია. ყოველთვის გამოიყურება არაჩვეულებრივად. ისე, რომ მეუღლემ მისით იამაყოს. თუმცა ეს მაშინ, როცა ქალი-სასწორი კარგ ხასიათზეა, რაც ხშირად არ ხდება. დანარჩენ დროს კი ისინი უძღვნიან ისტერიკებს, ტანჯვას და ტირილს.


5. ქალწული

მზრუნველი, გაწონასწორებული ცოლია. ფინანსების მხრივ საოცრად პრაქტიკული და ეკონომიური. ის იმდენად არ არის ცოლი, რამდენადაც საუკეთესო მეგობარია. ქალწული დარწმუნებულია, რომ ცოლ-ქმარი უნდა უყურებდნენ არა ერთმანეთს, არამედ ერთი მიმართულებით, თანაც იქით, სადაც აირჩევს ქალწული.


4. კურო

მზრუნველი, ერთგული ცოლია. არაჩვეულებრივი კულინარი. კუროებს ნიჭი აქვთ - გაზარდონ ღარიბი უსაქმურისგან წარმატებული უსაქმური.


3. თხის რქა

ტრადიციული ცოლია. მისით აუცილებლად მოხიბლული იქნება მეუღლის სანათესავო. თხის რქები თხოვდებიან ჯანსაღი აზრითა და ფხიზელი გაანგარიშებით, და არა რაღაც ნახევრადმითიური შეყვარებით.


2. მერწყული

უფრო მეგობარია, ვიდრე ცოლი. არასტანდარტულად უყურებს ოჯახურ ცხოვრებას, ვერ იტანს შეზღუდვებს. მათ არ უყვართ პირველობა. ცოლი-მერწყული თითქმის მითიური ქალია, მამაკაცების ოცნებების მთავარი გმირი: ნორჩი, მუდამ შესანიშნავი, მუდამ საოცარი.


1. კირჩხიბი

იდეალური ცოლია, არაჩვეულებრივი დედა და მოსიყვარულე მეორე ნახევარი. მისთვის ოჯახი მთავარია.

0
213
2-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0