x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
აუტიზმი ცნობილ ადამიანებში: ენტონი ჰოპკინსი, კორტნი ლავი და სხვა დიადი ვარსკვლავები
აუტიზმი განიხილება როგორც განვითარების ერთ-ერთი ღრმა დარღვევათაგანი. ზოგი მკვლევარი აუტისტი ბავშვების დახასიათებისას ხმარობს ტერმინს “ემოციური წონასწორობის დარღვევის მქონე”, ვინაიდან აუტიზმი განსხვავდება სიძლიერისა და სიმპტომების მიხედვით, შესაბამისად, მისი ძირითადი პრობლემების აღწერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს განსაკუთრებით უჭირთ ლაპარაკის სწავლა, საზოგადოებრივი ქცევა და ადამიანებთან ურთიერთობა.



image



აუტიზმის შემთხვევაში ძირითადად შემდეგ პრობლემებს ვხვდებით:

  • კომუნიკაციის პრობლემები. მეტყველების გაგება ან გამოყენება. მეტყველება ხასიათდება განმეორებადობით, სტერეოტიპულობითა და უჩვეულობით.
  • დაქვეითებული აქვთ მშობლებთან, მომვლელებთან საუბრის უნარი. ვერ ამყარებენ ურთიერთობას თანატოლებთან.
  • ბავშვებს არ შეუძლიათ ან დაქვეითებული აქვთ წარმოსახვითი ან სოციალური თამაშის უნარი.
  • სათამაშოებით ან სხვა საგნებით არატრადიციული თამაში.
  • ახასიათებთ ინტერესების შეზღუდულობა (არანორმალური ინტენსივობა და ყურადღების ფოკუსირება)
  • ყოველდღიური მოქმედებების და სიტუაციებისადმი მკაცრი ერთგულება.
  • საგნების დეტალებზე ყურადღების გამახვილება; გვირაბისეული ხედვა. ბავშვი რეაგირებს საგნის მრავალი მახასიათებლიდან მხოლოდ რომელიმე ერთზე.
  • გონებრივი უნარების არათანაბარი განვითარება.
  • გონებრივი განვითარების ჩამორჩენა.
  • ქცევის პრობლემები. აკვიატებული, მრავალჯერ განმეორებადი ქცევები და სხეულის მოძრაობები.
  • ვით-საზიანო და აგრესიული ქცევა.




რა იწვევს აუტიზმს?



აუტიზმი არის ტვინის ფუნქციის დარღვევა, რომელიც თანდაყოლილია და მოქმედებს იმაზე, თუ როგორ იყენებს ტვინი ინფორმაციას. აუტიზმის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ზოგი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზია ტვინის უბნებზე მოქმედი ფიზიკური პრობლემები. შესაძლებელია:


  • ტვინში მიმდინარეობდეს გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებათა წონასწორობის რღვევა.

  • ზოგჯერ შესაძლოა გენეტიკური ფაქტორების ზეგავლენა.

  • ასევე აღნიშნავენ გარემო ფაქტორების, ვირუსების ან ქიმიური პრეპარატების ზეგავლენას.




აუტიზმი ფაქტობრივად შესაძლოა წარმოადგენდეს რამდენიმე “მიზეზის” შედეგს. ბავშვის გარშემო არსებული ფსიქოლოგიური გარემოს ფაქტორები აუტიზმის მიზეზად ვერ ჩაითვლება.



  • აუტისტი ადამიანების შესწავლამ გამოავლინა ანომალიები ტვინის რამდენიმე არეში, მათ შორის ნათხემში, ნუშისებრ ჯირკვალში, ჰიპოკამპში, ძგიდეში და მამილარულ სხეულში. აქ ნეირონები უფრო მცირეა და აქვთ სუსტი ნერვული დაბოლოებები, რაც შესაძლოა, ხელს უშლის სიგნალების გადაცემას. ეს ანომალიები გვაფიქრებინებს, რომ აუტიზმი ჩანასახის ტვინის ნორმალური განვითარების დარღვევის შედეგია. ასევე შესაძლებელია ტვინში მიმდინარეობდეს გარკვეულ ქიმიურ ნივთიერებათა წონასწორობის რღვევა. აუტისტებს ახასიათებთ ტვინში სერატონინის ან სხვა სასიგნალო მოლეკულების ანომალია.

  • ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ ზოგ ადამიანს აუტიზმისადმი გენეტიკური მიდრეკილება აქვს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ოჯახებში, სადაც ერთი აუტისტი ბავშვი ჰყავთ, მეორე ასეთი ბავშვის გაჩენის რისკი დაახლოებით 5%-ია. ე. ი. ერთი - ოციდან, რაც უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე ჩვეულებრივ მოსახლეობაში. მკვლევარები ცდილობენ დაადგინონ, რომელი გენია ამის მიზეზი. ზოგ შემთხვევაში აუტისტ პირთა მშობლებს ან სხვა ნათესავებს ახასიათებთ ისეთი სოციალური, კომუნიკაციის ან განმეორებადი ქცევები, რომლებიც ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას იძლევა, მაგრამ შესაძლოა დაკავშირებული იყოს აუტიზმთან. დაკვირვებამ ცხადყო აგრეთვე, რომ ზოგი აფექტური ან ემოციური დარღვევა, როგორიცაა მანიაკალური დეპრესია, უფრო ხშირად გვხვდება აუტისტი ადამიანების ოჯახებში. ზოგი მკვლევარი მიუთითებს აუტისტი ბავშვების და მათი ოჯახების ქრომოსომების დამახასიათებელ ანომალიებზე. ისინი თავმოყრილია გენების თანამიმდევრობასთან გარკვეულ ადგილებში, რაც იძლევა იმუნურობის კოდს. ამგვარად, შესაძლოა, რომ აუტისტი ბავშვები დაპროგრამებული არიან იმუნური სისტემის სისუსტეზე. ეს თავის მხრივ იწვევს აუტოიმუნურ შედეგს ტვინის კრიტიკულ არეებში, რომლებიც მართავენ ყურადღებას, გუნება-განწყობილებას და მეტყველებას.


  • აუტიზმის გამომწვევი მიზეზები:

  • გარემო ფაქტორები: ტყვია, კადმიუმი, ალუმინი, სტიბიუმი, ვერცხლის წყალი, ქიმიური პრეპარატები.

  • კვების ფაქტორები: კადმიუმის, მაგნიუმის, რკინის, B6 და B1 ვიტამინების, ანტიოქსიტანტის, გლუტაციონის, ძირითადი ცხიმოვანი მჟავების, სხვა მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი.

  • მეტაბოლური ფაქტორები: დაავადებული ღვიძლის დექსიფიკაცია; ჰიპოგლიკემია; ობი; მტვერი; მცენარის მტვერი; ამინომჟავის გამტარი გზების ანომალია; ფენოსულტოტრანსფერაზის ნაკლებობა; “თირკმლის დაზიანების” სინდრომი.

  • ალერგიული ფაქტორები: საკვები (განსაკუთრებით, წებოვანა და კაბეინი); საკვების საღებავები; დანამატები.

  • ნაწლავის ფაქტორები: დაზიანებული ნაწლავის სინდრომი; ნაწლავის შეწოვისუნარიანობის დაქვეითება; კანდიდას მიკრობის გავრცელება; პროტეინის არასრული ათვისება; ბაქტერიული ტოქსინები; პარაზიტული ინფექცია.

  • იმუნოლოგიური ფაქტორები: აცრა, ვირუსული ინფექცია.




ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით 160 ბავშვიდან 1 აუტიზმის სპექტრის აშლილობით იბადება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ღრმად არიან ჩაფლულები თავიანთ სამყაროში და სწორედ ეს ქმნის მათ უჩვუელოებად და განსხვავებულად ნიჭიერებად.


ცნობილი სახეები, რომლებიც დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ, დასტურია იმისა, რომ აუტიზმი არ არის ის დიაგნოზი, რომელიც პიროვნების დიდებას, წარმატებას და ნიჭს ძარცვავს.





1. კორტნი ლავი - 53 წლის ამერიკელი მომღერალი. image






2. ლუის კეროლი - ბრიტანელი მწერალი, 1832−1898.image






3. ენტონი ჰოპკინსი - ბრიტანელი, 80 წლის გენიალური მსახიობი. image






4. დერილ ჰანა - 57 წლის ამერიკელი მსახიობი.image







5. დევიდ ბირნი - 66 წლის ამერიკელი მუსიკოსი. image







6. სიუზან ბოილი - 57 წლის შოტლანდიელი მომღერალი. image





0
826
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
826
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0