x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სურდოს და გრიპის პროფილაქტიკა ნივრით (+ «ანტისურდო თილისმა» ბავშვებისთვის)

შემოდგომა და ზამთარი – ყველაზე სახიფათო სეზონებია სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის. ბევრი ჩვენგანი, როგორც კი აცივდება, აფთიაქში გარბის, იმუნიტეტის გამაძლიერებელი მედიკამენტების შესაძენად. ჩვენ ვიღებთ აბებს და ფხვნილებს, გაზრდილი დოზებით და შედეგებზე საერთოდ არ ვფიქრობთ.

ის, რომ ყველაზე საჭირო წამლები ოჯახის აფთიაქში უნდა იყოს, არავინ კამათობს. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წამლების მიღება სისტემატურად შეიძლება. ეკონომიურად ბევრად უფრო მომგებიანი და მარტივია იმუნური სისტემის გაძლიერება ხალხური საშუალებებით.


image

თანამედროვე ალტერნატიულ მედიცინას უამრავი ეფექტური რეცეპტი აქვს სურდოსა და გრიპის პროფილაქტიკისთვის და მათ შორის, ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომია რეცეპტები ნივრის ინგრედიენტით, რომლითაც შესაძლებელია ცივი სეზონის უპრობლემოდ გატარება.

imageნიორი – ერთ-ერთი ყველაზე ძველი ანტიბიოტიკია. ის ძალიან ადვილად უმკლავდება დაავადებებს და უნდა აღინიშნოს, რომ ნივრის ახლად გამოწურულ წვენს გრიპის ვირუსის განადგურებაც კი შეუძლია! ხოლო, ნივრის შემადგენლობაში შემავალი ფიტონციდები მავნე ბაქტერიებს მხოლოდ პირის ღრუში კი არა, ნაწლავებშიც ებრძვის.

გაციების და გრიპის პრევენციისთვის ჩაიტარეთ ნივრის არომოთერაპია: წვრილ სახეხზე გახეხეთ რამდენიმე კბილი ნიორი და შეისუნთქეთ მისი არომატი 10 წუთის მანძილზე, დღეში 2-ჯერ. ხოლო ბავშვებისთვის, ნივრის გულსაკიდის გაკეთება შეიძლება: წვრილად დაჭრილი ნიორი მოათავსეთ არომაზეთების გულსაკიდში და თუ ასეთი რამ არა გაქვთ, შეგიძლიათ პატარა ზომის კოლოფი გამოიყენოთ. მაგ., ისეთი, «ქინდერ სიურპრიზში» რომ არის მოთავსებული: აიღეთ ცარიელი კოლოფი, მოათავსეთ შიგნით 2 ჩ. კ. გახეხილი ან წვრილად დაჭრილი ნიორი, კოლოფს გაუკეთეთ ნახვრეტები – რამდენიმე პატარა და 2 დიდი, თასმის გასატარებლად (როგორც ქვემოთ, სურათზე არის). კოლოფი ჩამოკიდეთ ბავშვს იარემული ღრმულიდან 10 სმ-ს დაშორებით. ხოლო, ძილის დროს საწოლთან ჩამოუკიდეთ, ცხვირთან ახლოს. არ დაგავიწყდეთ, რომ ნივრის ეთერზეთი, რაოდენ გამძლეც არ უნდა იყოს, მაინც ორთქლდება. ამიტომ, გულსაკიდის შიგთავსი ყოველდღე უნდა გამოიცვალოს.


image


იმ შემთხვევაში, თუ თავის დაცვა ვერ მოახერხეთ და ავად გახდით, გრიპის საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებად ითვლება ნივრის და თაფლის ნაზავი (გახეხილი ან მანქანაში გატარებული ნიორი შეურიეთ თაფლს, პროპორციით 1:1. მაგ., 5 ს. კ. ნიორი და 5 ს. კ. თაფლი).

მიიღეთ 1 ჩ. კ. დღეში 2-ჯერ, დააყოლეთ წყალი.

გარდა ამისა, ნიორს ნახველის გათხელება და გამოდევნაც შეუძლია, ახდენს მატონიზირებელ გავლენას სასუნთქი გზების ლორწოვან გარსზე. გაციების და ხველის დროს, ორგანიზმის დეზინფიცირებისთვის, რეკომენდებულია, დღეში 2-3 კბილი გახეხილი ნივრის მიღება.

ნივრის ფაფით შესაძლებელია გრიპის მუდმივი თანმხლები – თავის ტკივილის მოცილებაც. საკმარისია ნივრის საფენი (მოათავსეთ ბინტის რამდენიმე ფენაში გახეხილი ნიორი) საფეთქელზე მიიდოთ და თავის ტკივილი გაგივლით.

ალტერნატიული მედიცინის რეცეპტებმა რაიმე სახის უკუჩვენება რომ არ გამოიწვიოს, მის გამოყენებამდე, ოჯახის ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.

imageგისურვებთ ჯანმრთელობას!

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* ორგანიზმის სრული გაწმენდა და უჯრედების განახლება ნივრით. სინჯეთ, არ ინანებთ!
* ვირუსების და ბაქტერიების «ბინადრობის» ყველაზე გავრცელებული ადგილები – «ვინც გაფრთხილებულია, ის გადარჩენილია!»

* ხველის მკურნალობა წამლის გარეშე (17 რეცეპტი) და ჯადოსნური წვეთები ჰაიმორიტის დასამარცხებლად


0
1186
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0