x
image
ანა ბეჟაშვილი
ივანე მაჭავარიანი "ვივუსთან" მოლაპარაკების თაობაზე ახალ დეტალებს გვაცნობს

image

" - "ვივუსი " იყო კითხვის ნიშნის ქვეშ, მთელი კვირა გრძელდებოდა მოლაპარაკებები. როგორიც ვიცი, მიღწეულია შეთანხმება. ერთ წელზე მეტი ხანდაზმული სესხები ისარგებლებენ ახალი ინიციატივით. "ვივუსიც" ჩაერთო ფერხულში და პრობლემები არ იქნება. " - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია "იმედის" თოქ-შოუში "პირისპირ".

მინისტრმა ახალ რეგულაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციების მიხედვით ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები, სესხის გაცემის შემთხვევაში მსესხებლის გადახდისუნარიანობას გაითვალისწინებენ. თუმცა, წარსულში ე.წ. შავ სიაში ყოფნა, სესხის აღებას ხელს არ შეუშლის.

შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბრიდან, მმართველი გუნდის ინიციატივით "ფონდი ქართუ" 2000 ლარამდე, ერთ წელზე მეტ ხანდაზმულ სესხებს გაანულებს.

0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0