x
image
ზოგადი განათლება
ყველაზე პოპულარული წიგნების ელექტრონული ვერსიები ქართულად(PDF)

ყველაზე პოპულარული წიგნების ელექტრონული ვერსიები(PDF)



image


ნაირა გელაშვილი - მე ის ვარ


image


“მე ის ვარ“ ცამეტი წლის გოგონასა და მის მეზობლად მცხოვრები მასზე გაცილებით უფროსი ვაჟის სიყვარულის ამბავია. რომანის პირველივე ფრაზებიდან შესანიშნავად ჩანს, როგორ უპირისპირდება ყველა და ყველაფერი პატარა გოგონას ნამდვილ გრძნობას, მის იმ დროისათვის ეგებ ყველაზე ნამდვილ სუბსტანციას. ამ დაპირიპირების საყოველთაო ველში ჩართულია: დედა, ოჯახი, მასწავლებელი და რაც მთავარია, სასკოლო პროგრამა “ვეფხისტყაოსნის“ ციტატების სახით, რომლებიც გოგონას სინამდვილესთან თავისი “არქაული“ შეუსაბამობის ფონზე უცხოდ, საშიშად და ერთგვარად გროტესკულად გამოიყურება. რეალურად, ისე ჩანს, რომ მხოლოდ ამ გოგონაში დუღს ისეთი სიყვარული, რაც “ვეფხისტყაოსანშია“ აღწერილი, მაგრამ რადგან მოზარდისთვის ამ პოემის ენა უკვე ძველია, გარემომცველი სინამდვილისათვის კი ეს ენა პრაქტიკულად გაუგებარი, ამიტომ ბავშვი ამ ციტატებს უფროსების მიერ მის დასათრგუნად გამოყენებულ იარაღად აღიქვამს. "

*

ნაირა გელაშვილი - მე ის ვარ(PDF ვერსია)

უილიამ პიტერ ბლეტი - ეგზორცისტი


image


„ხმელეთზე გადმოსულს (იესოს) შემოხვდა ერთი ქალაქელი კაცი, რომელსაც დიდი ხანია ეშმაკნი ჰყავდა... ჰკითხა მას იესომ: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონი.“ – ახალი აღთქმის ეს ცნობილი პასაჟი ეპიგრაფად უძღვის უილიამ ბლეტის ამ რომანს. თუ რატომ, ამას მკითხველი სათაურითვე ადვილად მიხვდება. ავტორის თქმით, სადღაც მეცნიერებასა და ზებუნებრივს შორის სხვა სამყაროა და მისი შეცნობა მხოლოდ გონებით შეუძლებელია. მით უმეტეს, ადამიანი უძლურია, თუ ეს სამყარო თავის წარმომადგენელს დედამიწაზე გზავნის და მოზარდის სხეულში შეასახლებს. სწორედ მაშინ დაისმის კითხვა: სად მთავრდება რეალობა და სად გადის ზღვარი მეცნიერებასა და ზებუნებრივს შორის? ამ კითხვაზე საიტერესო პასუხს გვთავაზობს უილიამ პიტერ ბლეტი – ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება წერდა ფსიქიკაზე მოქმედ დემონებზე, თავად კი მსგავს ლიტერატურას არასოდეს კითხულობდა. წიგნის მიხედვით 1973 წელს გადაიღეს ფილმი, რომელმაც არაერთი, მათ შორის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.

*

უილიამ პიტერ ბლეტი - ეგზორცისტი(PDF ვერსია)



ჯეი აშერი - ცამეტი მიზეზი

image

ჯეი აშერის „13 მიზეზი“ სულისშემძვრელი წიგნია, რომელიც თამამად საუბრობს ისეთ ტაბუდადებულ თემაზე, როგორიც მოზარდებში გახშირებული თვითმკვლელობა და სკოლაში ბულინგია. თინეიჯერი ჰანა დასაძინებელი აბების დიდ დოზას მიიღებს, თუმცა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ის აუდიოკასეტებზე ჩაწერს სუიციდის 13 მიზეზს, და თავის ტრაგიკულ გადაწყვეტილებაში საკუთარ თანატოლებს, თანაკლასელებს ადანაშაულებს. გოგონას პირით მოყოლილი შემაძრწუნებელი განცდების პარალელურად ნათლად ვხედავთ, რომ მოზარდთათვის სწორი გზის ჩვენებაში უმნიშვნელოვანესი როლი მასწავლებლებსა და მშობლებსაც აკისრიათ და სწორედ მათი გულგრილობა და პრობლემის იგნორირება ხდება ხოლმე ძალიან ხშირად ფატალური შედეგის მიზეზი.
*

ჯეი აშერი - ცამეტი მიზეზი(PDF ვერსია)


ჯ.რ.რ. ტოლკინი - სილმარილიონი



image


ამ წიგნში თქვენ გაეცნობით ტოლკინის გამოგონილ, გასაოცარ სამყაროს. თქვენ წინაშეა მატიანე შუახმელეთისა და მთელი ქვეყნიერებისა; ბერენისა და ლუთიენის ამბავი, ტრაგიკული თავგადასავალი ტურინ ტურამბარისა; ელფთა, ჯუჯათა, კაცთა, ორკთა და სხვა კეთილ თუ ბოროტ არსებათა ბევრისთვის უკვე ნაცნობ თუ უცნობ გმირთა წარმოშობის ისტორია ნებისმიერი ასაკის მკითხველს მოხიბლავს.
*

ჯ. რ. რ. ტოლკინი - სილმარილიონი(PDF ვერსია)


გელა ჩარკვიანი - ნაცნობ ქიმერთა ფერხული


image


​ნაცნობ ქიმერათა ფერხული გელა ჩარკვიანის პირადი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ბიოგრაფიაა. უფრო სწორად, ავტობიოგრაფია, რომელიც საკმაოდ არაორდინარული და ხშირად დრამატული მოვლენების უშუალო მონაწილის მიერ იწერება. წიგნს უამრავი პერსონაჟი ჰყავს. თხრობის პროცესში ისინი კონტრასტულად ენაცვლებიან ერთმანეთს, მაგრამ არსებობს ადგილი, სივრცე, სადაც ავტორი მათ შეკრებას ახერხებს: საბჭოთა საქართველოს უმაღლესი ხელისუფალის ოჯახი და ქვეყნის მეორე პრეზიდენტის კანცელარია. გელა ჩარკვიანის მრავალმხრივი პერსონის როლებიც განსხვავებულია ამ ავტობიოგრაფიულ საგაში: ის ჯერ კომუნისტი უფლისწულია, შემდეგ არატრადიციული საბჭოთა ახალგაზრდა, რომელსაც აკრძალული მუსიკა და ქალაქური ანდერგრაუნდი იზიდავს; მოგვიანებით – რკინის ფარდის მიღმა არსებული თავისუფალი დასავლური სამყაროს პოპულარიზატორი და არაერთი საზოგადოებრივი ინიციატივის ავტორი; გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი და მისი საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი; პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერი და გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ავტორი გულწრფელად გვიყვება ადამიანურ ისტორიებს, „ივენთებს“, რომლებმაც სხვადასხვა დროს მასზე გავლენა იქონიეს და ამ ყველაფერთან ერთად გვიზიარებს პროფესიონალის უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ამ წიგნს განსაკუთრებულად საჭიროს და ღირებულს ხდის.
*

გელა ჩარკვიანი - ნაცნობ ქიმერთა ფერხული(PDF ვერსია)


დენიელ კიზი - ბილი მილიგანის მრავალი გონება


image


ბილი მილიგანს შეუძლია ნებისმიერი ვინმე იყოს, გარდა საკუთარი თავისა. საკუთარ ქცევაზე კონტროლდაკარგულ ბილი მილიგანს 24 ცალკეული პიროვნება ტანჯავდა, რომლებიც მის სხეულზე ბატონობისთვის იბრძოდნენ. ბრძოლამ კულმინაციას 1977 წლის მიწურულს მიაღწია – ბილიმ ციხეში გაიღვიძა, სადაც სამი ქალის გატაცებისა და გაუპატიურებისთვის ჩასვეს. გადამწყვეტ სასამართლო პროცესზე ბილი მრავლობითი პიროვნების აშლილობით გამოწვეული შეურაცხადობის მიზეზით უდანაშაულოდ ცნეს. ეს ისტორიაში პირველი ამგვარი სასამართლო განაჩენი იყო, რომელმაც მრავლობითი პიროვნების შემთხვევებიდან ყველაზე გამორჩეულ და სულისშემძვრელ ამბავს მოჰფინა ნათელი.

დენიელ კიზი - ბილი მილიგანის მრავალი გონება


გურამ დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი


image


თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები. "სამოსელი პირველი" არის თავგადასავლის მაძიებელი დომენიკოს ამბავი, რომელზეც ძლიერ იმოქმედა იდუმალებით მოცული კაცის - ლტოლვილის ნაამბობმა. დომენიკო ტოვებს მშობლიურ სახლ-კარს, მამას და მიდის "ლამაზ ქალაქში". თანდათან მრავალ ადამიანთან ურთიერთობისას, იგი მიხვდება, თუ რა არის მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე, ბოროტება, გულწრფელობა, პატიოსნება. ეს არის წიგნი სიკეთისა და ბოროტების შეცნობაზე, მას თამამად შეიძლება ვუწოდოთ "ცხოვრების წიგნი". რომანს საფუძვლად უდევს "უძღები შვილის" იგავი.
*

გურამ დოჩანაშვილი - სამოსელი პირველი(PDF ვერსია)



8. თემურ ბაბლუანი - მზე, მთვარე და პურის ყანა



image


ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, „გამოვლენილი დამნაშავე“ გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება.
ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ სათავგადასავლო რომანია, რომელშიც აღწერილი ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

*

თემურ ბაბლუანი - მზე, მთვარე და პურის ყანა(მანუშაკა მელოდება)(PDF ვერსია)


*********************************************************************************


ასევე საინტერესოა

1.შეამოწმე შენი ცოდნა ქართულ პოეზიაში(ტესტი)

2.ინგლისური ენის გამოცდის თემის შაბლონი და მაღალქულიანი ესეს ნიმუშები

3.უცხოელები საქართველოს შესახებ: ''ნუ წახვალთ საქართველოში!...ქართველები არიან საზიზღრები...არ აქვთ ისტორია...''

4.გამოცხადდა თუ არა უქმედ 28 ნოემბერი, ოთხშაბათი?

5.ნახეთ რა კურიოზი მოხდა კესარია აბრამიძესა და თარჯიმანს შორის ''მის ტრანსგენდერის'' კონკურსზე



0
2310
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
2310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0