კოლექციები Jennifer Lopez - შვიდი ყველაზე თამამი კაბა.. 2018, 14 ნოემბერი, 21:15 ყველა ქალისთვის, როცა ის წვეულებაზე მიდის, მთავარი საზრუნავია კაბა... ვარსკვლავები კი განსაკუთრებით ბევრს ფიქრობენ, თუ როგორ მიიპყრონ ჩაცმულობით საზოგადოების ყურადღება... ერთი დღისთვის ყიდულობენ საუკეთესო დიზაინერების ძვირფას კაბებს, ფეხსაცმელებს და აქსესუარებს.. თუმცა ხშირ შემთხვევაში ისინი მოდის კრიტიკოსების ქარცეცხლში ხვდებიან.. პოპვარსკვლავი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი ყოველთვის გამოირჩევა თამამი კაბებით, მართალია, მოდის კრიტიკოსებმა ეს ლუქები არ აღიარეს საუკეთესოდ, მაგრამ დასამახსოვრებელი რომ ნამდვილად არის, ეგ უდაოა.. გთავაზობთ 49 წლის ვარსკვლავის შვიდ ძალიან თამამ კაბას სხვადასხვა დაჯილდოებიდან, შეფასება კი თქვენთვის მომინდვია.. პირველი ლუქი : ჯეილოს მწვანე კაბა(კაბა რა, ფაქტიურად ყელზე მიმაგრებული მწვანე ბრჭყვიალა ნაჭერი) რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია... მეორე ლუქი: ჯეილო ისევ მწვანე კაბაში...მესამე ლუქი : მუხლები არ მივარგა და ამას დავმალავ, დანარჩენი, რაც კარგია, იყოს, გამომზეურდესო... მეოთხე ლუქი : ამ კაბაში მიუხედავად სითამამისა, იდეალურად გამოიყურება... მეხუთე ლუქი: შავი სექსუალური კაბა, რომელიც ალბათ ვერც ერთ მამაკაცს ვერ დატოვებდა გულგრილს... მექვსე ლუქი.. ისევ შავი კაბა.. და ბოლო, მეშვიდე ლუქი... როგორც ჩანს, ამფარ გალაზე ყველამ გაშიშვლება მოინდომა და გამჭვირვალე ნაჭერი შიშველ სხეულზე წელსაც აქტუალური და მოდურია.. ფოტოზეა კიმ კარდაშიანი, ბიონსე და ჯეილო... პ.ს ვიცი, მჯერა, რომ ძალიან მოგეწონათ, მაგრამ სტილის გადმოღებას მაინც არ გირჩევთ, საქართველოა ბოლოს და ბოლოს... 1669 3-ს მოსწონს
|