x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
არანაირი სირცხვილი - ასე კვებავენ დედები შვილებს პირდაპირ ქუჩაში
ყველაზე მძიმე განცდებსაც კი დრო კურნავს, მხოლოდ დედის გული არასოდეს ივიწყებს შვილებს. დედის ცხოვრების ყველა წუთი შვილებზე ზრუნვით არის სავსე, მისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი შვილებია. ის, თავის თავს მთლიანად მათ უძღვნის, მხოლოდ მათ ბედნიერებაზე ფიქრობს, საკუთარი თავისთვის სულ მცირედიც არ ემეტება.


დედის გული შვილის ცხოვრების ყველა მოვლენას ეხმიანება - იქნება ეს მწუხარება თუ სიხარული, ბედნიერი თუ უბედური ცვლილებები მის ცხოვრებაში. დედის ცრემლები წმიდა და სულის შემძვრელია, ისევე, როგორც სიხარული, ვინაიდან ერთიც და მეორეც სულის სიღრმიდან მოდის. დედის გული ურყევი სიყვარულის დაულეველი წყაროა. ნამდვილად ურყევია ეს სიყვარული, იმიტომ, რომ შვილების ურჩობაც და ბიწიერებაც კი ვერაფერს აკლებს მას. სწორედ ამით არის ეს გრძნობა უპირატესი სხვა დანარჩენ მიწიერ გრძნობებზე, რომლებსაც მუდმივად საპასუხო გრძნობებით შენარჩუნება სჭირდება.


image


ისიც ცხადია ყველასთვის და ვერც ვერავინ უარყოფს, დედის რძე უამრავი სამკურნალო თვისებებით რომ ხასიათდება. ბრძენია ბუნება და სწორედ ქალი- დედა დააჯილდოვა ამ უზენაესით, რათა უფრო მეტი მზრუნველობა გამოეხატა საკუთარი ჩვილის მიმართ და პატარებიც, რომლებიც ბუნებრივი კვებით იზრდებიან, ნაკლებად ავადდებიან (ხშირ შემთხვევაში ასეა).


თანამედროვე დედები ფუნდამენტურად განსხვავდებიან გასულ საუკუნის დედებისგან, რადგან უწინ ქუჩაში ძუძუთი კვება ითვლებოდა უნორმობად, დღეს კი დედები არ ერიდებიან ამის გაკეთებას საზოგადოებრივ ტრანპორტებსა და ქუჩებში, სადაც უამრავი ხალხი დადის.


ტინა ბოიაჯიევამ, რომელიც არის ფოტოგრაფი ნიუ-იორკიდან, საინტერესო ფოტოპროექტი წარმოგვიდგინა, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედები მონაწილეობენ, რომლებიც საჯაროდ კვებავენ შვილებს ძუძუთი და ერთხმად აცხადებენ, რომ "ეს არის სრულიად ბუნებრივი და შესანიშნავი პროცესი, რომელიც არ უნდა იყოს სირცხვილი".





1. არგენტინა. image





2. ბრაზილია. image





3. კენია.image





4. თურქეთი. image





5. ჩინეთი.image





6. ჩრდილოეთ ამერიკა. image





7. გერმანია.image





8. მექსიკა.image





9. გვატემალა.image





10. პერუ.image





11. დიდი ბრიტანეთი. image




თქვენ რა აზრის ხართ?



იხილეთ აგრეთვე:



რასაც ეს 52 წლის ქალბატონი უკეთებს თავის 6 წლის ქალიშვილს, არცერთ ჩარჩოში არ ჯდებაimage






1
215
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
215
  
2018, 8 ნოემბერი, 19:46
თბილი სანახავია... ულამაზესი
0 1 1