x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134576
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
#არანაციონალურმოძრაობას

#ერთსაცვიტყვი ჯერ კიდევ სტუდენტმა როცა სკოლაში დავიწყე მუშაობა მასწავლებლად, მე მახსოვს განყოფილებაში დაბარებული ჩემი კოლეგები, Facebook - ზე დაწერილი სტატუსების თუ კომენატრების გამო ახსნა-განმარტებები რომ დააწერინეს, ბევრიც სამსახურიდან გაუშვეს და .... დღესაც მრცხვენია, რომ მაშინ გამბედაობა არ მეყო და მათ გვერდით ვერ დავდექი, ვერ გავაპროტესტე მათი უსაფუძვლოდ სამსახურიდან გაშვება, პედაგოგის დამცირება... დიახ, ასე იყო, სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ დაუპირისპირა ხალხი ერთმანეთს და ვინც მათთან არ იყო მტრად გამოაცხადა. მე ამ ყველაფრის თვითმხილველი ვარ, როგორ გვექცეოდნენ სკოლის პედაგოგებს, როგორც გვექცეოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და თქვენ ზოგიერთნი, დღეს გამოდიხართ და მარწმუნებთ რომ ეს არ იყო დანაშაულებრივი რეჟიმი. მართლა გინდათ ეს დამაჯეროთ?! #არანაციონალურმოძრაობას

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ჩენდლერი
გიორგი ჩენდლერი
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0