x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გინდათ, რომ მოდურად გამოიყურებოდეთ?

იმისთვის, რომ მოდური ტრენდების შესახებ ინფორმაცია მიიღოთ, მხოლოდ მოდური ჟურნალების თვალიერება საკმარისი არ არის. დღეს სულ უფრო მეტი დიზაინერი აცმევს და აქსესუარებით ამარაგებს კინოგმირებს და შეიძლება ითქვას, რომ კინო ერთგვარ პოდიუმადაც იქცა.


image


კინო, თავისი შექმნის დღიდან, საზოგადოებაში მოდური ტენდენციების, სტილის და იდეების დამკვიდრებას უწყობს ხელს. ხშირ შემთხვევაში, წარმატებული ეკრანული იმიჯის შემდეგ, მსახიობები მხოლოდ პოპულარულები კი არა, მიბაძვის ობიექტებიც ხდებიან, რადგან მათი გმირების სამოსი, ისევე კარგად ამახსოვრდება მაყურებელს, როგორც ფილმები, მათი მონაწილეობით.

კინომატოგრაფიას და მოდის დიზაინერებს უფრო მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. უკვე დიდი ხანია, ფილმის კოსტიუმების მხატვარ-დიზაინერები ჰონორარს ფილმის საკასო შემოსავლებიდანაც იღებენ და უნდა ითქვას, რომ ბევრი დიზაინერი ოცნებობს, რომ მისი ნიჭის დემონსტრირება სწორედ დიდ ეკრანზე მოხდეს. შედეგად, ლამაზი ნივთები ფილმების უსულო, მაგრამ მაინც გმირები ხდებიან, ხოლო მაყურებელი სიამოვნებას იღებს გემოვნებით ჩაცმული მსახიობების ყურებით. თუ ფილმი წარმატებული იქნება, მაყურებელი მხოლოდ სიუჟეტს კი არა, იმასაც იმახსოვრებს, რაც მთავარ გმირებს აცვიათ.

კავშირი მოდასა და კინოს შორის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კინოს შექმნის დღიდან არსებობს, მაგრამ ის გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან უფრო განმტკიცდა და თვალსაჩინო გახდა. საფუძველი ხელოვნების ამ ორი დარგის კავშირს მოდის და კინოს ვარსკვლავებმა – იუბერ ჟივანშმა და ოდრი ჰეპბერნმა ჩაუყარეს.

image

ჰოლი გოლაიტლი (ოდრი ჰეპბერნი) «საუზმე ტიფანისთან»


image


დიზაინერის და მსახიობის ურთიერთობა ფილმით «საბრინა» დაიწყო. ჟივანშმა ოდრი ჰეპბერნის გმირისთვის რამდენიმე კოსტიუმი შექმნა. ოდრი ჟივანშის ახლო მეგობარი გახდა და იქიდან მოყოლებული, მსახიობი როგორც ფილმებში, ისე ცხოვრებაში, მხოლოდ ამ დიზაინერის სამოსს ატარებდა. ის წლების მანძილზე იყო Givenchy-ის მოდის სახლის სახე: დიზაინერი მას მუზად მიიჩნევდა და ამბობდა, რომ ოდრი მის წარმოდგენებში არსებული ქალის განსახიერება იყო.

ფილმმა «საუზმე ტიფანისთან» უდიდესი გავლენა მოახდინა მოდის ინდუსტრიის შემდგომ განვითარებაზე. ოდრი ჰეპბერნის არასერიოზული, მომხიბლავი, მაცდური ქალის იმიჯი დღემდე ყველას ატყვევებს. მზის სათვალე, საკმაოდ მასიური ჩარჩოთი, ფეხსაცმელი საშუალო სიმაღლის ქუსლზე და რა თქმა უნდა, პატარა შავი კაბა – ამ ყველაფერმა არ შეიძლება აღფრთოვანება არ გამოიწვიოს, როგორც მამაკაცებში, ისე ქალბატონებში.

ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, Givenchy-ს მოდის სახლის გაყიდვები 2-ჯერ გაიზარდა, ხოლო 2007 წელს, ის შავი კაბა, რომელიც მასხიობს ფილმში ეცვა, 467 200 ევროდ გაიყიდა აუქციონზე.


imageimageimageimageკერი ბრედშოუ (სარა ჯესიკა პარკერი) «სექსი დიდ ქალაქში»


image


«სექსი დიდ ქალაქში», მთელი პლანეტის სუსტი სქესის წარმომადგენლების საყვარელი სერიალია. ამ სერიალის მთავარმა გმირმა კერიმ, უამრავი ლამაზი სამოსი და ფეხსაცმელი შესძინა მოდის მიმდევრების კარადებს. თითქმის ყველა სერიაში არის fashion-ის თითო აღმოჩენა.


imageimageimageimageimageimageimageimageimage
სერიალისთვის კოსტიუმებს დიზაინერი პატრიცია ფილდი ქმნიდა. მანვე იმუშავა მირანდა პრისტლის იმიჯზე ფილმში «ეშმაკი ატარებს პრადას» (2006), რომლის როლი მერილ სტრიპმა შეასრულა. image

მირანდა პრისტლი, ენდი საქსი (მერილ სტრიპი, ენ ჰეთეუეი) «ეშმაკი ატარებს პრადას»


image


თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სტრიპის გმირისთვის შავი კაბა ცნობილმა დიზაინერმა ვალენტინომ შექმნა და თავადაც გამოდიოდა ეპიზოდურ როლში. «ადამიანებს მოდა უყვართ, – თქვა პრემიერის შემდეგ სტრიპმა. – მაგრამ, საკმარისია შეიხედოთ ამ სამყაროში და დავინახავთ, სად იწყება და სად მთავრდება გართობა...».


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageკოკო შანელი (ოდრი ტატუ) «კოკო შანელამდე»


image


ფილმი თავად კოკო შანელის ცხოვრებაზეა და არ შეიძლებოდა განსაკუთრებული კოსტიუმები არ ყოფილიყო: პატარა შავი კაბა, ტვიდის პიჯაკი, პიჯაკი «კაცის სტილში», ასევე ულამაზესი სამკაულები და აქსესუარები, რომლებიც განსაკუთრებით უყვარდა ცნობილ დიზაინერს.


imageimageimageimageimageimageვივიენ უორდი (ჯულია რობერთსი) «ლამაზმანი»


image


დიზაინერი ნინო ჩერუტი ფართო საზოგადოებამ ფილმით – «ბონი და კლაიდი» (1967) გაიცნო. ფილმის კოსტიუმების მხატვარმა მთავარ გმირს სამოსი დიზაინერის საბრენდო მაღაზიაში – Cerutti 1881-ში შეურჩია. ბერეტი და მინი ქვედაბოლო, რომელსაც ფილმში ფეი დანაუეი ატარებდა, პრემიერის შემდეგ, წლის ყველაზე მოდურ ტრენდად იქცა.

ჩერუტის სახელი ყველაზე მაღალი საკასო შემოსავლის ფილმების ტიტრებში არის დაფიქსირებული. მის არსენალში დღეს 30 კინოფილმია, მათ შორის: «ლამაზმანი», «ძირითადი ინსტინქტი», «ფართოდ დახუჭული თვალები». დიზაინერის გათვლა ყოველთვის ზუსტი იყო: ფილმებში მის სამოსს თითქმის ყოველთვის მაღალი წრის წარმომადგენლები ატარებდნენ, რომლებსაც საკუთარი საზოგადოებრივი მდგომარეობის გამო არ შეეძლოთ მდიდრული ტანსაცმლის ტარება და კოსტიუმების შექმნისას განსაკუთრებული აქცენტი ქსოვილის ფაქტურაზე კეთდებოდა. თავისი ნამუშევრებით ნინო ჩერუტიმ მოდაში «მინიმალისტური სტილი» შეიტანა და ის ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. მაგ., უბრალო ყავისფერი კაბა, რომელიც ჯულია რობერტსს ფილმში «ლამაზმანი» ეცვა, მაყურებელს იმდენად მოეწონა, რომ მისი 500 ათასი ასლი გაიყიდა.



image


დიზაინერის წარმატება, გარკვეულწილად მსახიობზეც არის დამოკიდებული. მხოლოდ ჯულია რობერთსს შეეძლო ერთნაირად მომხიბვლელი ყოფილიყო როგორც მეძავი ქალის, ისე ნამდვილი ლედის სამოსში.


imageimageimageდეიზი ბიუკინენი (კერი მალიგანი) «დიდი გეტსბი»


image


ბოლო წლების ყველაზე დახვეწილ ფილმად «დიდი გეტსბი» ითვლება, რომლის მთავარი გმირის, დეიზის იმიჯი მაყურებელს ნუსხავს და გასული საუკუნის დასაწყისში გადაჰყავს. უნდა აღინიშნოს, რომ მისი სამოსი, მართლაც რომ თვალისმომჭრელად გამოიყურება.

ფილმში «ეშმაკი ატარებს პრადას», რეალურად არც ერთი კოსტიუმი არ ეკუთვნის სახელში ნახსენებ მოდის სახლს, ხოლო «დიდი გეტსბის» ყველა კოსტიუმი, სწორედ Prada–ს შექმნილია. მიუჩა პრადამ (მარიო პრადას შვილიშვილი) მოდის სახლის არქივი გამოიყენა და ფილმის გმირები ჯაზის ეპოქის სამოსით შემოსა. ხოლო, სამკაული საიუველირო სახლის Tiffany&Co ოქრომჭედლებმა შექმნეს. და გასაკვირი არ არის, რომ 20-იანი წლების სამოსის სტილმა ფილმიდან პირდაპირ პოდიუმზე გადაინაცვლა:


imageimageimageimageimageimageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image10 კაბა (პატარა შავი, წითელი, ფუტლიარი...), რომელიც ყოველთვის მოდაშია
14 რჩევა, დაბალი ბიუჯეტით, მდიდრული და დახვეწილი იმიჯის შესაქმნელად
ჩაცმის სტილი 160 სმ-მდე სიმაღლის გოგონებისთვის და ქალბატონებისთვის


0
86
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0