x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 კაბა (პატარა შავი, წითელი, ფუტლიარი...), რომელიც ყოველთვის მოდაშია

დღეს ზოგიერთი ქალბატონის ტანსაცმლის კარადა, სიდიდით, მაღაზიის საწყობს არ ჩამოუვარდება. მაგრამ, მოდის ხშირი ცვლილების გამო, შეუძლება, საჭიროების შემთხვევაში, შესაფერისი ჩასაცმელი ვერ მოინახოს. ამიტომ, ემატება და ემატება გარდერობს ახალ-ახალი ნივთები. ხოლო, თაროებზე სამოსის ტევა აღარ არის... სახლი მართლა საწყობს რომ არ დაემსგავსოს, საკმარისია გქონდეთ 10 საბაზო კაბის, რომელიც მოდიდან არასდროს გამოდის და გამუდმებით სავაჭრო ცენტრებში სირბილი საჭირო არ იქნება. ამასთან, ჩაცმისადმი ასეთი მიდგომა, ეკონომიკური თვალსაზრისითაც, ძალიან მომგებიანია.


პატარა შავი კაბა


image


ეს მარადიული კლასიკაა, რომელიც ლეგენდარულმა კოკო შანელმა დაამკვიდრა მოდაში. ეს კაბა მოდის მიღმა არსებობს და აქტუალობას არასდროს კარგავს.

ასეთი კაბისთვის ფეხსაცმლის და აქსესუარების შერჩევა ძალიან მარტივია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის შეიძლება ნებისმიერი ფაქტურის: ტყავი, მაქმანი, ხავერდი... შერეული იყოს.


წითელი კაბა


image

imageწითელი კაბის სატარებლად, ორი რამ არის საჭირო — საკუთარი თავის რწმენა და იმის სწორი გაგება, თუ სად და რასთან დაკავშირებით შეიძლება მისი ჩაცმა, – წითელი კაბია, ყოველთვის ყურადღების ცენტრში აქცევს მის პატრონს.

ეს ფერი ძალიან უხდებათ ფერმკრთალ, ღია ფერის გოგონებს, ხოლო შედარებით მუქი კანის შემთხვევაში, არჩევანი მონარჯისფერო წითელზე და ფუქსიზე უნდა გაკეთდეს.



გრძელი კაბა


imageimageარავისვის საიდუმლო არ არის, რომ გრძელი კაბა საკუთარი თავის რწმენას მატებს და მისი ტარება ყოველთვის ერთი სიამოვნებაა. ამასთან, ასაკს და სიმაღლეს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, – საჭიროა მხოლოდ, მაქსიმალური სიგრძის კაბისთვის, შესაფერისი მოდელის მოძებნა.

მაღალი და ვიწროწელიანი გოგონებისთვის, არჩევანი უფრი დიდია. რაც შეეხება მინიატურულ გოგონებს და ქალბატონება, აქაც შეიძლება შესაფერისი სტილის მოძებნა – მაგალითად, კაბის ქვედანაწილი, იატაკიდან, შეიძლება სხვადასხვა სიმაღლეზე იყოს, ან იყოს მართკუთხედის თარგის, გვერდებში შეხსნილი, ყოველგვარი დამატებითი ელემენტების გარეშე.


კაბა-ფუტლიარი


image

imageნამდვილად რომ შეუცვლელა! ის, პრაქტიკულად, ყველას უხდება და ბევრი შემთხვევისთვის შეიძლება გამოყენება: ამ კაბით სამუშაოზეც შეიძლება წასვლა და კაფეში, მეგობრებთან ერთად. ლამაზი აქსესუარების დამატების შემთხვევაში, მისი ჩაცმა, არც რომანტიკულ შეხვედრაზე იქნება ურიგო.


ტრაპეცია


image

imageკაბა-ტრაპეციას განიერი ქვედა და ვიწრო ზედა ნაწილი აქვს. ეს მოდელიც უნივერსალურია და ყველას უხდება. რაც ყველაზე მთავარია, კარგად მალავს სხეულის პრობლემურ ადგილებს, წელისა და თეძოს არეებში. სწორედ პრობლემური ადგილების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს ადგილი, რომლიდანაც კაბის გაგანიერება დაიწყება.


კაბა-პერანგი


image

imageის ქალის გარდერობში მამაკაცის გარდერობიდან მოვიდა და თავი საფუძვლიანად დაიმკვიდრა. სუსტი სქესის წარმომადგენლებს ის ძალიან მოსწონთ, რადგან ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია.

ასეთი კაბით მოსახერხებელია ქალაქში სეირნობა, განსაკუთრებით, შვებულების ან მოგზაურობის დროს. ის შეიძლება გრძელი ან ძალიან მოკლე იყოს. მისი ჩაცმა სამუშაოზეც შეიძლება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ თუ კაბა მეტისმეტად მოკლეა, მისი ტარება უმჯობესია ჯინსის მოკლე ქვედაბოლოს, შორტის ან შარვლის კომბინაციაში.


მაქმანის თეთრი კაბა


image

imageთეთრი კაბა, თან თუ ის, მაქმანებით არის გაფორმებული, ყოველთვის განსაკუთრებულ შარმს და სექსუალობას მატებს მის პატრონს.

კაბა შეიძლება მთლიანად მაქმანის იყოს ან მისი ზოგიერთი დეტალი შეიცავდეს მაქმანებს. განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება მინი კაბა, სიგრძეზე ოდნავ მოკლე სარჩულით.


კოქტეილის კაბა


imageimageimageთუ ღონისძიება სადილის შემდეგ, მაგრამ საღამოს 7 საათამდე ტარდება, გრძელი საღამოს კაბის ჩაცმა საჭირო არ არის. მისი ჩანაცვლება კოქტეილის კაბით შეიძლება.

კოქტეილის კაბის ჩაცმა, ასევე შეიძლება სხვადასხვა სახის წვეულებებზე, დისკოთეკაზე, კაზინოში ან ღამის კლუბში, კაფეში, კორპორატიულ შეხვედრებზე და სკოლის ან უნივერსიტეტის ბანკეტებზე. კოქტეილის კაბა, შეიძლება ითქვას, რომ — გარდერობის ნამდვილი ჰიტი არის.


საღამოს გრძელი კაბა


image

imageასეთი კაბა ყველას უნდა ჰქონდეს გარდერობში, რადგან მას პატრონის დედოფლად ქცევა შეუძლია. საღამოს კაბისთვის ქსოვილი აუცილებლად ძვირფასი უნდა იყოს და ამასთან, არ უნდა იჭმუჭნებოდეს.

ჩვეულებრივ, ასეთი კაბის ქვედა ნაწილი ყოველთვის დიდი და მოცულობითია. ამიტომ, ზედა ნაწილი, ღია და სახელოების გარეშე უნდა იყოს. თუმცა, ყველაფერი, მაინც პატრონის გემოვნებაზე არის დამოკიდებული.


ყოველდღიური


image

imageთუ მთელ დღეს სამუშაოზე ატარებთ, ხოლო შემდეგ, მეგობრებთან ერთად, აპირებთ გასეირნებას ან მაღაზიებში გავლას, — კაბამ ფორმები უნდა შეინარჩუნოს, იყოს მოსახერხებელი, ხოლო ქსოვილი, კარგად უნდა «სუნთქავდეს». როგორც ხედავთ, ყოველდღიური კაბის ძირითადი ნიშანი — კომფორტის შენარჩუნება არის.imageეს კაბები უნივერსალურებია და მოდიდან არასდროს გამოვა. ამიტომ, თუ თქვენს გარდერობში, პატარა შავი კაბა, ტრაპეცია ან კაბა-პერანგი არა არის, აუცილებლად უნდა შეიძინოთ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageსაოფისე სამოსის 15 საუკეთესო ნაკრები
ყოველდღიური ჩაცმის სტილი მოდის ექსპერტისგან

სამოსთან დაკავშირებული 20 ელემენტარული ხრიკი, რომლის არცოდნა სირცხვილია

14 რჩევა, დაბალი ბიუჯეტით, მდიდრული და დახვეწილი იმიჯის შესაქმნელად


0
720
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
720
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0