x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82968
  • ვიდეო:334282
  • სურათი:440636
არასტანდარტული ლოგიკური გამოცანები (პასუხები აქვს)

image

image

1. ვინ ვარ?


თუ მიმოიხედავთ, ვერ დამინახავთ.

მაგრამ, მე თუ მხედავთ, მაშინ სხვას ვერაფერს დაინახავთ.

მე გაიძულებთ სიარულს, მაშინაც კი, თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ.

ხან სიმართლეს ვამბობ.

ხან ვიტყუები.

მაგრამ, თუ ვიტყუები, ეს ტყუილი, სიმართლესთან ახლოს არის.


კითხვა: ვინ ვარ?


დახმარება, კითხვაპასუხით:

– «მე» – მატერიალურია, მისი შეხება ან შეგრძნება შეიძლება?

– არა.

– ის განსაზღვრულ დროს ჩნდება?

– დიახ.



2. გაზაფხული მთაში


ტურისტმა მთებში მოგზაურობისას საშუალო ასაკის ქალის და მამაკაცის გვამები აღმოაჩინა, რომლებსაც ერთმანეთზე ხელი ჰქონდათ ჩაკიდებული. თვითმკვლელობა გამორიცხული იყო, არც ძალადობის რამე კვალი ჩანდა... სამედიცინო ექსპერტიზამ მოწამვლის კვალი ვერ აღმოაჩინა.

კითხვა: რა გახდა წყვილის დაღუპვის მიზეზი?


დახმარება, კითხვაპასუხით:

– შემთხვევასთან წელიწადის დროს კავშირი აქვს?

– დიახ.

– ეს ადგილი სპორტის მოყვარულებში პოპულარობით სარგებლობს?

– დიახ.



3. ზამთრის დრო


მდიდარ მარტოხელა მამაკაცს, რომელიც მანჰეტენზე ცხოვრობდა, ყველა ოთახში საათი ჰქონდა, – სულ 10 ცალი. ოქტომბერში, შაბათ საღამოს, მან ყველა საათი ზამთრის დროზე გადაიყვანა. ხოლო დილით აღმოაჩინა, რომ მხოლოდ ორი საათი აჩვენებდა სწორ დროს.


კითხვა: ახსენით, რატომ?


დახმარება, კითხვაპასუხით:

– ყველა საათი მუშაობდა სხვა დროზე გადასვლის დროს?

– დიახ.

– რამე გარემოებამ ხომ არ იმოქმედა საათების მუშაობაზე?

– დიახ.



4. უფრთხილდით მატარებელს


ადამიანმა, რომელიც მატარებლის ლიანდაგზე მიდიოდა, მოახლოებული ექსპრესის ხმა გაიგო. თავი რომ გადაერჩინა, მატარებლის მიმართულებით 5 მ. გაირბინა და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა გზიდან.


კითხვა: ახსენით, რატომ?


დახმარება, კითხვაპასუხით:

– მას შეეძლო 5 მ. ნაკლების გარბენა და მატარებლის შეჯახების თავიდან არიდება?

– არა.

– ეს თბომავალი იყო?

– დიახ.

– საყვირის ხმა გაისმა, ვიდრე ადამიანი გაიქცეოდა?

– დიახ.



5. უბედური შემთხვევა


ფერმერი ჯოუნსი, ძაღლთან ერთად, ზამთრის სუსხიან დილას, დათოვლილი მინდვრის გავლით, თავლაში მიდიოდა. უეცრად ძაღლი გაიქცა მინდორში ცალკე მდგარი ხისკენ და ყეფა დაიწყო. სწორედ მაშინ დაინახა ფერმერმა ადამიანი, რომელიც ხეზე ეკიდა. შემდეგ, მან შენიშნა, რომ დათოვლილი მინდვრის ზედაპირზე, მისი ფეხის და ძაღლის კვალის გარდა, სხვა კვალი არ იყო.

მან პოლიცია გამოიძახა. სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სიკვდილის მომენტი, მოგუდვის შედეგად, დაახლოებით 10 საათის წინ დადგა. მინდორზე თოვლი 2 დღის წინ მოვიდა, ხოლო პოლიციამ დაადგინა, რომ სიკვდილი შემთხვევითი იყო.


კითხვა: ეს როგორ უნდა მომხდარიყო?


დახმარება, კითხვა პასუხით:

– იყო ადამიანი ხეზე თოვლის მოსვლამდე?

– არა.

– ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა?

– დიახ.



6. მთა


ალი, თურქეთის სამხრეთში, ხეობაში მდებარე ერთ პატარა სოფელში ცხოვრობდა. ის მთამსვლელი იყო და შვებულების დროს, ახლოს მდებარე მთის მწვერვალზე ყოველწლიურად ადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის გამოცდილი მთასვლელი იყო, ყოველთვის მწვერვალის დაუპყრობლად ბრუნდებოდა.


კითხვა: რატომ?


დახმარება, კითხვაპასუხით:

– იყო რამე ფიზიკური დაბრკოლება, რომელიც მწვერვალის დაპყრობაში ხელს უშლიდა?

– არა.

– შეეძლო მწვერვალის დაპყრობა, რომ მოენდომებინა?

– შეეძლო, მაგრამ გარკვეულ პრობლემას წააწყდებოდა.



7. გახვრეტილი საბურავები


პარიზიდან სამხრეთის სანაპიროს მიმართულებით, ერთდროულად დაიძრა 200SL მარკის «მერსედესი» და მატარებელი. მძღოლმა არ იცოდა, რომ მანქანის საბურავები გახვრეტილი იყო. როდესაც ავტომობილი ლიონში ჩავიდა, საბურავები მთლიანად დაჩუტულები აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ «მერსედესი»–ს მძღოლს გზაში არ გამოუცვლია საბურავები, ის სანაპიროზე იმავე დროს ჩავიდა, რა დროსაც მატარებელი.


კითხვა: ეს როგორ შეძლო?


დახმარება, კითხვაპასუხით:

– მატარებელს დაუგეგმავი გაჩერება ჰქონდა?

– არა.

– მძღოლს მგზავრობის დროს რომ შეემჩია საბურავის დაზიანება, შეძლებდა რამის გაკეთებას?

– ვერა.



8. რა არის?


― რა ღირს 1? ― იკითხა მყიდველმა მაღაზიაში.

― 20 ცენტი, ― იყო პასუხი.

― ოცს თუ ავიღებ, რამდენი უნდა გადავიხადო?

― 40 ცენტი.

― 120-ს ავიღებ.

― კარგი. თქვენზე, 60 ცენტია.


კითხვა: რა იყიდა?


დახმარება, კითხვაპასუხით:

– აწყობდა, თუ არა მყიდველს 120-ზე ნაკლები რიცხვი?

– არა.

– თუ ერთი ამდენი ღირს, 120 – სამჯერ ძვირია?

– დიახ.



9. უცნობი


ცოლ-ქმარი მანქანით ქალაქისკენ მიემგზავრებოდა, როდესაც მანქანაში ბენზინი გათავდა. მამაკაცი დარწმუნდა, რომ მისმა მეუღლემ ფანჯრები დაკეტა, მანქანა გარედან ჩაკეტა და დახმარებისთვის წავიდა. როდესაც დაბრუნდა, მანქანაში გარდაცვლილი მეუღლე და მისთვის უცნობი ადამიანი აღმოაჩინა. ამასთან, ავტომობილი დაზიანებული არ იყო. ხოლო ფანჯრები და კარები ისევ დაკეტილი იყო.


კითხვა: როგორ გარდაიცვალა მისი მეუღლე და რას აკეთებდა უცნობი მანქანაში?


დახმარება, კითხვაპასუხით:

– ცოლი მოუკლეს?

– არა.

– უცნობმა რამე თქვა მომხდარის შესახებ?

– არა.



10. კონტრაქტი


სტივენი საზღვარგარეთ მიფრინავდა და უნდოდა პარტნიორისთვის საბუთები თავადვე გადაეცა. მან დაურეკა დეივს და ავტომოპასუხის ხმა შემოესმა. იცოდა, რომ დეივს ჩვევად ჰქონდა, შეტყობინებების რეგულარულად მოსმენა და მან თქვა: «დეივ, ეს მნიშვნელოვანია! კომპანია Duplex-ის კონტრაქტი მაქვს, რომელზეც დღეს ხელი უნდა მოეწეროს. გთხოვ, აუცილებლად შემხვდი, 40 წუთის შემდეგ, მე–5–ე ავენიუს და 55–ე ქუჩის კუთხეში. მე მხოლოდ 5 წ. შემიძლია ლოდინი. საბუთები უნდა გადმოქცე და მითითებები მოგცე. მადლობა» (ეს ისტორია რომ მოხდა, მობილური ტელეფონები ჯერ არ იყო). ამ დროს ლიმუზინი მოვიდა, რომ სტივი აეროპორტში წაეყვანა.

ავტომობილი დანიშნულ ადგილზე 3 წუთით ადრე მივიდა. სტივენმა მძღოლს სთხოვა დაეცადა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ დეივი აუცილებლად მოვიდოდა. მაგრამ, 10 წუთის ლოდინის შემდეგ, სტივენი იძულებული იყო, აეროპორტში წასულიყო და გადასაცემად მიტანილი საბუთებიც თან წაეღო.

რაც შეეხება მის პარტნიორს, მან შეტყობინება მიიღო, მაგრამ შეხვედრაზე არ მივიდა.


კითხვა: რატომ არ მივიდა დეივი შეხვედრაზე?


დახმარება, კითხვაპასუხით:

– დეივის უნდოდა, რომ კონტრაქტი ხელმოწერილი ყოფილიყო?

– დიახ.

– დეივი შეტყობინებამ დააბნია?

– დიახ.



image

პასუხები:


1. სიზმარი

2. ეს წყვილი მთებში ზამთარში წავიდა. ისინი ზვავში მოხვდნენ და თოვლიდან თავის დაღწევა ვერ შეძლეს. გვამები კი გაზაფხულზე იპოვეს, თოვლის დნობის შემდეგ.

3. 10-დან 8 საათი ელექტრონული იყო. ღამე დენი გაითიშა და გარკვეული დროის მანძილზე, არ მუშაობდა.

4. ადამიანი გვირაბში იყო და როდესაც გვირაბის ბოლომდე 5 მ. იყო დარჩენილი, მან მატარებლის საყვირის ხმა გაიგო და ამიტომ გაიქცა მისი მიმართულებით, – ის მანამდე უნდა გასულიყო გვირაბიდან, ვიდრე მატარებელი შევიდოდა.

5. ადამიანი პარაშუტით დაეშვა, თოკებში გაიხლართა და დაიღუპა.

6. მთის მწვერვალზე თურქეთ-ირანის საზღვარი გადის და მწვერვალის დაპყრობა საზღვრის დარღვევად ჩაეთვლებოდა.

7. «მერსედესი» პარიზიდან ლიონამდე მატარებლით ჩაიტანეს.

8. ციფრები ბინის ნომრისთვის.

9. ქალი მშობიარობის დროს გარდაიცვალა. უცნობი ბავშვი იყო.

10. როდესაც სტივენმა დარეკა და შეტყოინება დატოვა, მას დრო არ მიუთითებია, თქვა 40 წუთის შემდეგო, მაგრამ ათვლა საიდან უნდა დაეწყო, არ უთქვამს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageპატიმრის დილემა. ლოგიკური გამოცანები (პასუხები აქვს)
ტესტ-ვიქტორინა: «ლოგიკური გამოცანები»
ლოგიკური და რთული გამოცანები (პასუხები აქვს)

2
441
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
441
  
11 ნოემბერი, 15:19
მადლობა,
11 ნოემბერი, 13:51
ძალიან საინტერსეო იყო
0 1 2