x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ლოგიკური გამოცანები. ნაწილი I (პასუხები აქვს)
ლოგიკური გამოცანები


გამოცანები:


1. ტბის ზედაპირზე ერთი თეთრი დუმფარა ტივტივებს, რომელიც მუდმივად იყოფა და მრავლდება. ასე რომ, ყოველ დღე ფუმფარების მიერ დაკავებული ფართობი ორმაგდება. ერთ თვის შემდეგ, დუმფარებმა მთლიანად დაფარა ტბის ზედაპირი.


კითხვა: რა დრო დასჭირდება ტბის ზედაპირის მთლიანად დასაფარად, თუ ტბაში ერთის ნაცვლად, ორი დუმფარა იქნება?


2. საბავშვო სავადმყოფოში, პატარა პაციენტებს ძალიან მოსწონდათ სათამაშო დათვები და სახლში გაწერის შემდეგ, დათუნიები თან მიჰქონდათ.

კითხვა: როგორ მოაგვარა ეს პრობლემა სავადმყოფოს ადმინისტრაციამ?


3. ერთ მეფეს პრემიერ-მინისტრის გადაყენება უნდოდა, მაგრამ არ უნდოდა მისი წყენინება. დაუძახა მას თავისთან და მისი თანდასწრებით ჩანთაში ჩადო ორი ფურცელი და თქვა: ერთ ფურცელზე დავწერე “წადით", ხოლო მეორეზე - “დარჩით", რომელ ფურცელსაც ამოიღებთ, თქვენი ბედიც ის იქნებაო". პრემიერ-მინისტრი მიხვდა, რომ ორივე ფურცელზე “წადით" ეწერა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან მაინც მოახერხა თანამდებობაზე დარჩენა.

კითხვა: როგორ მოახერხა ეს?


4. ადამიანი კუნძულზე იყო, ძლიერი გვალვების გამო, ბალახი მთლიანად გახმა. მოულოდნელად, კუნძულის ერთ ბოლოში ხანძარი გაჩნდა და ქარმა ცეცხლი ადამიანის

მხარეს გადაისროლა. ზღვაში შესვლა ადამიანს არ შეუძლია, რადგან სანაპიროსთან

ზვიგენები ცურავენ. ბალახის გარეშ, კუნძულზე ნაკვეთი არ არის.

კითხვა: როგორ უნდა გადაირჩინოს თავი ადამიანმა?


5. რა არის უცნაური წინადადებაში: "The quick brown fox jumps over the lazy dog"? (თარგმანი: სწრაფი ყავისფერი მელა გადაახტა ზარმაც ძაღლს).


6. ფეხსაცმლის ერთმა მწარმოებელმა, თავის ფაბრიკაში, იმის გამო რომ ზარალი დიდი იყო, მეტად უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. მის ერთ ფაბრიკაში კერავდნენ მხოლოდ მარცხენა ფეხის ფეხსაცმელს, ხოლო მეორეში მხოლოდ - მარჯვენას. ასეთი ცვლილების

დანერგვის შემდეგ, ზარალი მნიშვნელოვნად შემცირდა.

კითხვა: თქვენი აზრით, რით იყო გამოწვეული ზარალი?


7. გაქვთ 9 კგ. ბურღულეული, თეფშებიანი სასწორი და 50-იანი და 200 გრამიანი ასაწონი გირი.

კითხვა: როგორ უნდა აწონოთ 2 კგ. ბურღულეული, მხოლოდ სამი აწონვით.


8. ხუთი მიწის მთხრელი, 5 სთ-ში თხრის 5 მ. სანგარს.

კითხვა: რამდენი მიწის მთხრელი იქნება საჭირო, რომ გათხარონ 100 მ. სანგარი, 100 სთ-ში.


9. ადამიანი ცხოვრობს მე-17-ე სართულზე. თავის სართულზე, ის მხოლოდ მაშინ

ადის, თუ წვიმს ან რომელიმე მეზობელი არის მასთან ერთად, ლიფტში. როდესაც

კარგი ამინდია ან მარტო არის ლიფტში, ის მხოლოდ მე-9-ე სართულამდე ადის

ლიფტით, დანარჩენ სართულებზე - ფეხით.

კითხვა: რატომ არ ადის ლიფტით ბოლომდე, კარგ ამინდში და როდესაც მარტოა?


10. ერთ ადამიანს ჰკითხეს:

- რამდენი წლისა ხართ?

- საკმაოდ დიდი ვარ - უპასუხა მან. - ჩენს ზოგიერთ ნათესავზე, თითქმის, 600-ჯერ უფროსი ვარ.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა რომ კაცი სიმართლეს ამბობდეს?



პასუხები:


1. ორ დუმფარას ტბას ერთ თვეს მინუს ერთ დღეში დაფარავს.

2. ყველა დათვს გადახვევა გაუკეთეს და პატარა პაციენტებს უთხრეს, რომ დათვები ცუდად იყვნენ და სამკურნალოდ საავადმყოფოში უნდა დარჩენილიყვნენ.

3. პრემიერ-მინისტრმა ჩანთიდან როგორც კი ამოიღო ფურცელი, მაშინვე მისგან ბურთი გააკეთა და გადაყლაპა. რადგან დარჩენილ ფურცელზე “წადით" ეწერა, მეფე იძულებული იყო რომ ეღიარებინა, რომ ფურცელზე, რომელიც პრემიერმა გადაყლაპა ეწერა “დარჩით".

4. ადამიანმა თვითონ უნდა წაუკიდოს ცეცხლი ბალახს ქარის მიმართულებით.

თვითონ დროებით ბალახზე გადავიდეს. როდესაც ის ადგილი სანაპირომდე

გადაიწვება, გადავიდეს დამწვარ ტერიტორიაზე და დაელოდოს ძირითად

ხანძარს, რომელიც მის ნაკვეთთან მისვლის თანავე ჩაქრება, რადგან დასაწვავი აღარაფერი იქნება.

5. ეს წინადადება შეიცავს ინგლისური ალფავიტის ყველა ასოს.

6. ფაბრიკის მუშები ფეხსაცმელებს წყვილ-წყვილად იპარავდნენ, ცალ-ცალი კი, არავის

მიჰქონდა.

7. პირველად ბურღულეული უნდა გაყოთ ორ თანაბარ ნაწილად - 4, 5 -4, 5 კგ. შემდეგ, ერთი მათგანი, კიდევ შუაზე, ე. ი. თითო გამოვა 2, 25 კგ, რაც 2კგ და 250 გრ. იქნება.

ორი გირის მეშვეობით (ჯამში 250 გრ. იწონის), ორი ნაწილიდან ერთ-ერთს უნდა დააკლოთ 250 გრამი და დარჩება 2 კგ.

8. ისევ ის 5 მიწის მთხრელი. არც მეტი და არც ნაკლები. რადგან 5 მიწის მთხრელი, 1 სთ-ში თხრის 1 მ. სანგარს, ისინი 100 სთ-ში გათხრიან - 100 მ-ს.

9. ეს ადამიანი არის ჯუჯები. ისინი მე-17-ე სართულის ღილაკს მხოლოდ ქოლგით წვდება ან ვინმეს თხოვენ დაჭერას.

10. შესაძლებელია, თუ მაგ., კაცი 50 წლისაა, ხოლო მისი შვილიშვილი - 1 თვის.

0
8727
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
8727
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0