x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82947
  • ვიდეო:334276
  • სურათი:440632
6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ

image

ჩვენ ყოველდღე ვიყენებთ საბანკო ბარათებს: ბანკომატიდან ფული გამოგვაქვს, კომუნალურ გადასახადებს ვიხდით, დაწესებულებებში ანგარიშს ვიხდით და ა.შ. საბანკო ბარათებით გატარებული ფინანსური ოპერაციები ძალიან ბევრია. თუმცა, რამდენიმე წვრილმანი დეტალი არსებობს, რომელზეც არც კი დავფიქრებულვართ. ამ სტატიაში გიამბობთ პატარა, მაგრამ საჭირო ინფორმაციის შესახებ, რომლის წყალობითაც საბანკო ბარათების შესახებ ფინანსურ ცოდნას აიმაღლებთ.


1.როგორ გავშიფროთ ბარათის ნომერი

ბარათების უმეტესობა 16-ნიშნა ციფრისგან შედგება. უფრო იშვიათად 13 ან 19 ციფრია. პირველი ციფრი განსაზღვრავს გადახდის სისტემას: 5 – MasterCard-სთვის და 4 – Visa-სთვის. შემდეგ ხუთ ციფრით დაშიფრულია ბანკი, რომელიც ბარათს უშვებს. ასე ბარათის მხოლოდ 6 ციფრის ცოდნით შეძლებთ გაარკვიოთ, ბარათი რომელ გადახდის სისტემას და ბანკს მიეკუთვნება. შეგიძლიათ თავად შეამოწმოთ.

შემდეგი ცხრა ციფრი მხოლოდ თავად ბანკს სჭირდება, რადგან ამის წყალობით ბარათის მფლობელის იდენტიფიცირება ხდება. თუმცა, უფრო საინტერესოა შეამოწმოთ, ბარათი ყალბი ხომ არ არის მისი ნომრის მიხედვით.


2.ციფრების მაგია და ბოლო რიცხვი

თავად ბარათის ნომერი - ეს არის ციფრები 9-დან 15-მდე. მას სპეციალური ალგორითმები ადგენენ. ალბათობა იმისა, რომ 7-ვე რიცხვი დაემთხვევა, ძალიან იშვიათია, რადგან 7 რიცხვის კომბინაციების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ადამიანები პლანეტაზე.

ბარათის ბოლო ციფრის ნომერი მთვარის ალგორითმის გამოყენებით დგინდება. ამის წყალობით შესაძლო შემთხვევების თავიდან აცილება ხდება, რომელიც ხელით ციფრების შეყვანის დროს ხდება.


3.ბარათის დაცვა

საბანკო ბარათებს იცავენ ისე, როგორც ნაღდ ფულს. ამის შესახებ ცოტამ თუ იცის. მაგ., დაცვის ერთ-ერთი საშუალება არის ბარათზე განსაკუთრებული ნიშნის დატანება, რომლის დანახვას მხოლოდ ულტრაიისფერ ნათურაში შეძლებთ. MasterCard-ის ბარათზე ეს არის ასოები "С" и "М", Visa-ს ბარათზე ეს არის ასო "V", ხოლო American Express-ის ბარათზე არის არწივის გამოსახულება.


image

4.ტექნიკური ოვერდრაფტი

ეს კონცეფცია გულისხმობს იმას, რომ ბარათიდან გეჭრებათ თანხა, რომელიც თანხების მოცულობას აღემატება. ვალი შეიძლება სხვა ქვეყნის ვალუტაში გადახდის დროს სავალუტო სხვაობის გამო გაჩნდეს. ასევე შეიძლება იყოს შემთხვევა, როცა ბარათზე თანხა სხვა ბანკიდან შეავსეთ და შემდეგ ის თანხა მთლიანად გამოიტანეთ.

ამ პროცესის არ შეგეშინდეთ, ეს ვალი ბარათზე თანხის შეტანის შემდეგ ავტომატურად ჩამოგეჭრებათ, მას პროცენტები არ ემატება.


5.საკრედიტო და სადებეტო ბარათები

ყველამ იცის, რომ ბარათი ან სადებეტო ან საკრედიტოა. მათ შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, თუ ვის ფულს იყენებთ: თქვენსას თუ ბანკისას. ხშირად საკრედიტო ბარათს, როგორც სადებეტო ბარათის დანამატს, ისე სთავაზობენ. მთავარია, გახსოვდეთ - ბანკს თქვენთვის შეტყობინების გარეშე საკრედიტო ბარათის გაცემის უფლება არ აქვს.

არსებობს ასევე ოვერდრაფტის ბარათები. ისინი - სადებეტო და საკრედიტო ბარათებს შორის კომპრომისს წარმოადგენს, რადგან თანხების გადაჭარბება დაუშვებელია. მათ ლიმიტი უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე საკრედიტო ბარათებს.


6.თქვენი ბარათის უსაფრთხოება

ბარათს უკანა მხარეს უსაფრთხოების კიდევ ერთი გარანტია აქვს - ეს არის CVC კოდი MasterCard-სთვის და CVV კოდი Visa-სთვის. ორივე იშიფრება, როგორც Card Verification. ეს კოდი ყველა ბარათს მისი ნამდვილობის დასადასტურებლად აქვს. ეს ციფრები ადამიანს საშუალებას აძლევს ბარათის წარდგენის გარეშე შესყიდვების განსახორციელებლად, მაგ., პროდუქტების და ნივთების ონლაინ შეძენის დროს. ამ კოდის ვინმესთვის ჩვენება არ შეიძლება.


ბარათების უსაფრთხოების დაცვის ზოგადი წესები

image

ინტერნეტში საეჭვო საიტებიდან ნუ იყიდით. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ საიტი ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად სპეციალური http- პროტოკოლს იყენებდეს. ასე თქვენი მონაცემები დაცული იქნება.


ბარათის შესახებ ინფორმაციები ყურადღებით შეინახეთ, განსაკუთრებით PIN და CVV კოდები. თაღლითებს მათი რამდენიმე წამში ამოცლა შეუძლიათ. ასე რომ ბარათის ხელში დაჭერის დროს ყურადღებით იყავით.


ბანკომატიდან ფულის გამოტანის დროს უსაფრთხოების რამდენიმე წესი დაიცავით. ამასთან დააკვირდით, ბანკომატს დამატებითი ვიდეოთვალი ხომ არ აქვს, ან კლავიატურაზე დამატებითი ზედაპირი ხომ არ აქვს.


თუ აღმოაჩინეთ რომ ბარათი დაკარგეთ, ოპერატორს იმ წამსვე დაურეკეთ, რომ ის დაბლოკონ.


ბანკთან ურთიერთობის არ მოგერიდოთ, ზოგიერთ ბანკს ყოველდღიური და 24 საათიანი მომსახურება აქვს. მათ დახმარებისთვის მიმართეთ და ბარათებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა გადაჭერით.

1
425
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
425
  
2 ნოემბერი, 13:20
ჩემი ბოლო paycheck იყო € 32746 ოპერაციული ონლაინ. მე სრული დრო ვარ სტუდენტი და მუშაობს ორი საათის განმავლობაში ჩემს ლეპტოპზე.იგი ძალიან კარგავს ამდენ ფულს, როდესაც სხვა ადამიანს უნდა იმუშაოს იმდენად ნაკლებად.მიიღეთ პოზიცია მე ვთხოვ თქვენ რეაგირება ახლავე! ასეე რომ, მხოლოდ ამ ვებგვერდის გავლა ....

.......... ➤➤➤ ➤➤ ➤➤➤ w­w­w­.­C­a­s­h­7­2­.­C­o­m
0 1 1