x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რისი თქმა არ შეიძლება სამსახურში: 5 ფრაზა, რაც კარიერას საფრთხეს უქმნის
image

სამუშაოზე, როგორც ცხოვრებაში, საკუთარ ფიქრებსა და სიტყვებს უნდა დავუკვირდეთ. ერთმა არასწორად ნათქვამმა სიტყვამ თქვენზე შეიძლება ბოროტად იხუმროს, თანამშრომლებს შორის ურთიერთობა გააფუჭოს და კარიერის პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.


ფრაზები, რომლებიც არასდროს უნდა თქვათ:

image

„შევეცდები“ ან „მოვსინჯავ“


ეს ფრაზა იმას გულისხმობს, რომ საკუთარ კომპეტენციასა და პროფესიალიზმში ეჭვი გეპარებათ ან არაფრის გაკეთება არ გსურთ. ასე ხელმძღვანელი პირების და თანამშრომლების თვალში კარგი კუთხით არ გამოჩნდებით. საბოლოოდ, საპასუხისმგებლო საქმეს ალბათ არ დაგავალებენ და შედეგად, კარიერული ზრდა და პერსპექტიული პოზიციები შეიძლება დაივიწყოთ.


„შეიძლება მე ვცდები” ან „შესაძლოა, მართალი არ ვარ“

მსგავსი გამონათქვამები თავდაუჯერებელ ადამიანად წარმოგაჩენთ. სწორედ ამიტომ, თუ ამ სიტყვებს წარმოთქვამთ, მზად იყავით, რომ სერიოზულად არავინ არ აღგიქვამთ. როცა საკუთარ ქმედებასა და უნარებში დარწმუნებული არ ხართ, უმჯობესია თქვათ: „დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამომივა, მაგრამ საკითხის დეტალურად შესწავლა დამჭირდება“.


„მე დამნაშავე არ ვარ...“ ან „ეს ჩემი ბრალი არაა“

სამუშაო ადგილზე პრობლემების და სირთულეების დროს, დანაშაულის თანამშრომელზე გადაბრალებას ცდილობთ? შედეგად თქვენი რეპუტაცია შეილახება და თანამშრომლებთან ურთიერთობა გაგიფუჭდებათ. უმჯობესია შექმნილი რთული სიტუაციიდან გამოსავალი იპოვოთ და შეცდომის გამოსწორებაზე მუშაობა დაიწყოთ.


image


„ამის გამო ფულს მაინც არ მიხდიან...“

ზოგჯერ სამსახურში ისეთი სამუშაოს შესრულება გიწევთ, რომ სამუშაო ხელშეკრულებაში გაწერილი არ ყოფილა. ან დასვენების დღეს სამსახურში გასვლა მოგიწევთ, ან, თუ კატეგორიულ უარს იტყვით, ეს თქვენს სასარგებლოდ არ იმოქმედებს. რა თქმა უნდა, ყველაფერს, რასაც „აგკიდებენ“ ხელი არ უნდა მოკიდოთ, მაგრამ თანამშრომლებს ზოგჯერ შეგიძლიათ უბრალოდ დაეხმაროთ. უარისთვის უფრო დელიკატური ფორმა გამოიყენეთ. მაგ., „თქვენს დავალებას შევასრულებდი, მაგრამ საკუთარი საქმეების დამთავრებას ვერ ვასწრებ და ოფისში გვიანობამდე ყოფნა მომიწევს“.


„წინა სამსახურში სხვანაირად ვაკეთებდით“

მსგავსი ფრაზები ხელმძღვანელ პირებს და თანამშრომლებს ძალიან აღიზიანებთ.ეს ოჯახურ ურთიერთობას ჰგავს: არასდროს უნდა ილაპარაკოთ იმაზე, თუ წინა პარტნიორთან როგორი ურთიერთობა გქონდათ. თუ წინა სამსახურში მიღებული დადებითი გამოცდილების გამოყენება გსურთ, ეს როგორც თქვენი ორიგინალური და ახალი იდეა ისე წარმოიდგინეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

როდის ვკითხოთ მომავალ დამსაქმებელს ხელფასის შესახებ: 12 სასარგებლო რჩევა


მარკ ცუკერბერგი წლის ყველაზე უიღბლო მილიარდერი გახდა - ნახეთ Forbes-ის სია


პოპულარული რჩევები ფინანსური გურუსგან, რომლებიც უმჯობესია არ უგულებელყოთ


6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ


შეცდომები, რომელთაც სუპერმარკეტში ვუშვებთ, შეიძლება მთელი ქონების ფასად დაგვიჯდეს


თეთრები თუ მილიონი: რის ყიდვას შეძლებთ 1 დოლარად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში


ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის


უნიკალური ექსპერიმენტი აშშ-ში: მოხუცთა თავშესაფრის და საბავშვო ბაღის გაერთიანება

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

3
1979
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1979
  
2019, 31 იანვარი, 22:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 19 იანვარი, 22:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 18 იანვარი, 23:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3