x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
სოფო ხალვაში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისთვის აჭარის ტელევიზიიდან გაათავისუფლეს

image


აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მომღერალი სოფო ხალვაში გადაცემა ''დილის ტალღას“ აღარ წაიყვანს. შაბათ-კვირას დილის შემეცნებით-გასართობ გადაცემას სოფო ხალვაში უკვე რამდენიმე წელია, საცხოვრებლად ბათუმში დაბრუნების შემდეგ, უძღვებოდა.
.
მომღერლის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება მიმდინარეობს, რადგან 25 ოქტომბერს მან თბილისში, სპორტის სასახლეში​ „ქართული ოცნების'' მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმღერა.
.
„მაუწყებლის ნებისმიერ თანამშრომელს პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა ეკრძალება. საკითხზე მაუწყებელი იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნულია ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის, გია ქარცივაძის განცხადებაში, რომელსაც აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
.
გარდა შეხვედრაზე სიმღერისა, სოფო ხალვაში მონაწილეობს ქართველი მომღერლების მონაწილეობით გადაღებულ მუსიკალურ კლიპშიც, რომელიც ასევე სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად შეიქმნა.
.
0
238
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0