"მე ცოლიანი ვარ უკვე ერთი წელია და ამის შესახებ ხმამაღლა ვთქვი. წინა ახალ წელს დავდე პოსტი, რომ გავბედნიერდი და ეს ადამიანი ჩემთან ერთად არის“, - აღნიშნავს ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში გიორგი ვარდოსანიძე.
.
„ქართველი არაა. ავსტრალიაში ცხოვრობდა. ერთმანეთი გადაღებებზე გავიცანით. თავიდან ონლაინ-ურთიერთობა გვქონდა, მერე ჩამოვიდა და ჩემთან დარჩა. დღეს ერთად ძალიან ბედნიერები ვართ… 23 წელი სიდნეიში ცხოვრობდა, მანამდე – მოსკოვში. ორმოცის ხდება ახლა, ჩემზე ათი წლით უფროსია. ფანტასტიკური შეგრძნებაა, ორი დედა გყავს. მიფრთხილდებიან და ძალიან მაგარია". - ამბობს გიორგი.