x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82939
  • ვიდეო:334275
  • სურათი:440638
კანიბალიზმის შემთხვევები გახშირდა რუსეთში, ახალგაზრდა მამაკაცმა 12 წლის მეგობარ გოგონასთან ერთად მათ მიერ მოკლული 21 წლის ბიჭი ნაწილობრივ შეჭამეს

image საზარელი შემთხვევა მოხდა სანქტ-პეტერბურგის ოლქში, 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის გამო დააკავეს 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც რუბცოვოდანაა.
მკვლელობა მკვლელობად და 22 წლის მამაკაცს 12 წლის მეგობარ გოგონასთან ერთად, რომელიც სოჭის ბავშვთა სახლიდან გაქცეული და ძებნილი გამოდგა, ბრალი ედება მსხვერპლის დანაწევრებაში და მისი სხეულის ნაწილების შეწვაში.
"წელს 3 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგის ოლქში, კიროვის რაიონის დაბა "ნოვინკაში", ბინაში, რომელიც განთავსებულია ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში ნაპოვნი იქნა ბინის მფლობელის სხეულის ნარჩენები"-იუწყება ოლქის საგამოძიებო სამმართველოს წარმომადგენელი. როგორც
«КП» Санкт-Петербурга, იუწყება კანიბალებმა მსხვერპლს ააჭრეს ხორცი მკერდის და მუცლის არეში და ტაფაზე დადეს შესაწვავად, ხოლო თავი ღუმელში შეტენეს. შემწვარი ხორცის მირთმევის მერე წყვილმა გადაწყვიტა კვალის დასაფარად სახლისათვის ცეცხლი წაეკიდათ, მაგრამ ვერ გათვალეს ის, რომ აღნიშნულ სახლში სხვა მობინადრეებიც ცხოვრობდნენ, სწორედ მათ დაინახეს ბინიდან გამოსული ბოლი და ბინის ფანჯრიდან გადმომხტარი წყვილი.
მომხდარ ფაქტზე დაწვრილებით ისაუბრა მოკლულის ძმამ.
"-მე მივდიოდი სასწავლებელში, როცა დამირეკა დედამ და მითხრა, რომ ძმის სახლში რაღაცა ხდება რადგან მეზობლებმა დამირეკეს, რომ ბინიდან ბოლი გამოდისო.
სწრაფად მივედი ძმის სახლში, ამ დროისათვის მეზობლებს ცეცხლი სახანძრო დახმარების მოსვლამდე ჩაექროთ. მე ვცადე კარის გაღება, მაგრამ ის დაკეტილი აღმოჩნდა არა და ძმა, როცა სახლში იყო კარს არასდროს კეტავდა. დავინახე, რომ ფანჯარა იყო ღია, ავძვერი ფანჯრის რაფაზე და ოთახში შევიხედე, ოთახში ყველაფერი არეული იყო, ყველაფერი ძირს ეყარა და ოთახიდან გამოდიოდა დანახშირებული ხორცის უსიამოვნო სუნი.
პირველი რაც გავიფიქრე ეს იყო, რომ ალბათ ძმა სადღაც გავიდა და ქურდებმა ბინა გაძარცვეს, მაგრამ როგორც კი გადავხტი ოთახში ფანჯრიდან, დავინახე ვიღაცის ფეხები, რომელიც თეთრი გასისხლიანებული საბნიდან ჩანდა. მე პანიკაში ჩავვარდი და კარს ვეცი გასაღებად, მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ საბანში გახვეული მიცვალებული ჩემი ძმა იყო.
წუხელ ჩვენთან სახლში, სადაც მე და დედა ვცხოვრობთ მოვიდა ჩემი ძმა და გვითხრა, რომ მასთან მივიდა უცნობი ბიჭი და ბევრად უმცროსი გოგონა, რომლებიც და-ძმად გამეცვნენ. მითხრეს, რომ მატარებელში გაქურდეს და არც საბუთები აქვთ და არც ფული, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდათ შევთავაზე ღამით ჩემთან გაჩერებულიყვნენ-ო.
ჩემს ძმას გაჭირვებული ადამიანები მუდამ ეცოდებოდა და როგორც შეეძლო ხელს უწყობდა, სახლშიც ბევრჯერ მიუყვანია უცნობი ადამიანი"-ასე დაამთავრა საუბარი მოკლულის ძმამ ნიკიტამ.
მკვლელის თანამზრახველი აღმოჩნდა სოჭის ბავშვთა სახლიდან გაქცეული და ძებნილი 12 წლის გოგონა, რომელიც არავინ იცის თუ როგორ ჩავიდა სოჭიდან სანქტ-პეტერბურგში.
22 წლის მკვლელს მკვლელობასთან და კანიბალიზმთან ერთად ბრალად აქვს წარდგენილი არასრულწლოვანთან სქესობრივი სახის კავშირი.
წყვილი ელოდება განაჩენს.

+14

2
227
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
227
  
20 ოქტომბერი, 17:59
გეთანხმებით, გაუსაძლისი პირობები, რომ არ ყოფილიყო ბავშვთა სახლში არ გაიქცეოდა, დაენგრა ბავშვს მთელი ცხოვრება. :(
20 ოქტომბერი, 16:50
ძლიან შემეცოდა გარდაცვლილიც და ბავშვთა სახლიდან გაქცეული 12 წლის გოგონაც. ძალიან შემეცოდა, მოკლულზე მეტადაც კი
0 1 2