x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ქალის 5 ტიპი, რომელსაც მამაკაცი არასოდეს უღალატებს - გაითვალისწინეთ!
image


არიან ქალები, რომლებსაც მამაკაცები განშორების შემდეგაც ვერ ივიწყებენ. ასეთი ქალები იმდენად ღრმად აღწევენ მამაკაცის გონებაში, რომ ახალი ურთიერთობისა და სიყვარულის დროსაც კი გამუდმებით მასზე ფიქრობენ. საოცარია, ასეთი ქალები რითი არიან განსაკუთრებულები და რა მახასიათებელი აქვთ, რომ ასეთ გავლენას ახდენენ მამაკაცებზე?



არსებობს 5 ძირითადი მიზეზი, რომელთა მახასიათებლები თუ ქალში იყრის თავს, მამაკაცები ვერასოდეს ივიწყებენ.



1. ძლიერი.


image


სინამდვილეში, მართლაც არსებობენ ძლიერი ქალები და არსებობენ ქალები, რომლებიც ძალის დემონსტრირებას ახდენენ. ეს ორი რადიკალურად განსხვავებული რამ არის. გააჩნია, ვისთვის რა არის სიძლიერის ეტალონი, ვისთვის რას წარმოადგენს ცნება "ძალა". ამ, ერთი მხრივ, თითქოს მარტივ სიტყვაში, რეალურად იმდენი თავსატეხი და ანკესია, რომ შეუძლებელია კონსესუსს ადვილად მიაღწიო.


ქალი, რომელსაც შეუძლია აკონტროლოს თავი, იყოს ძლიერი ყველა შემთხვევაში, ყოველთვის მიიპყრობს მამაკაცის ყურადღებას.





2. დამოუკიდებელი.

image


ჭკვიანი, ქმედუნარიანი ქალი ყოველთვის არის შუქურა მამაკაცისთვის. ქალი, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი აზრები და შეუძლია კონკრეტული შემთხვევებიდან გამოსავლის გზების პოვნა და მსჯელობა, მამაკაცი გულგრილად ნამდვილად არ დატოვებს.





3. როდესაც, ის არ ეჭვიანობს.

image


ეჭვიანობა ყოველთვის არ არის ცუდი და კაცებს ხანდახან სურთ ცოდნა, რომ საყვარელი ქალები მასზე ეჭვიანობენ. თუმცა, როდესაც ეჭვიანობა უსაფუძვლოა და შემდეგ ეს სკანდალების მიზეზი ხდება, ხაზს უსვამს, რომ ქალის ხასიათში არის მინუსი.





4. მხიარული.

image


ეს არის მნიშვნელოვანი თვისება. მამაკაცების გასამხიარულებლად და გასაცინებლად, აუცილებელია, რომ ფლობდეთ ამ უნარს.





5. იცის, რას აკეთებს - საწოლში...

image


ქალი, რომელთანაც მამაკაცს ინტიმური ცხოვრება არ სწყინდება, მისთვის ღვთაებაა. ამიტომ, გაითვალისწინეთ, ჯანსაღი და სრულყოფილი სექსი, ერთ-ერთი წინაპირობაა იმისა, რომ პარტნიორი არასოდეს გაიხედავს სხვა ქალისკენ.




P.S.

ქალი ძეწნაა ამაოებაში ჩაღვრილი… ეზოდან ეზოში გადარგული ხეა… ქალი ბოდვაა… ცხოვრების თავდავიწყებული ბოდვაა... ქალი გაშიშვლებული სიმართლეა…. ქალი ტალღაა, ყველაზე ცისფერი ტალღა... ქალი ძლიერია… მეწყერივით ძლიერი… ნიაღვარივით წამლეკავი და კიდევ უფრო ხშირად წალეკილი…. ქალი ყველაფერია… ის უბრალოდ უბრალოებაა…. ქალი პოტენციური მკვლელია- ყველაზე ჩუმი, ნაზი, ლამაზი მკვლელი… ქალი ზმანებაა… მისი (მეორე) ნახევარი კაცის ღამეული სიზმარი… ქალი ამოხვნეშაა... გაწირულის ლოცვაა და შემლოცველის თვალები… ქალი სიჩუმეში, სიცივეში დაოკებული ვნებაა… ქალი მომლოდინეა.. ქალი თავადაა ლოდინი… ქალი კაცური ფანტაზიაა… ყველაზე სრულყოფილი მწველი და აუტანელი ფანტაზია... ქალი აღუქმელი კისკისია... ქალი მონაა და ქალი ბატონია... მაგრამ, ეს ყველაფერი ხშირად ზრაპარია…. კივილამდე მიყვანილი დუმილია… და ისევ ოცნებააა… აუხდენელი, ჩაკირული და ატირებული ოცნება…


image

7
7693
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
7693
  
2018, 28 ნოემბერი, 1:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 17 ოქტომბერი, 19:10
:-* აან, ვერ გიმატებ აქ :(
2018, 17 ოქტომბერი, 19:06
2018, 17 ოქტომბერი, 18:52
საერთოდ არ ვცემ პატივს ქალებს, რომლებიც "ხალხი რას იტყვის" და "ბავშვებს მამა ჭირდება"-ს ძახილით საკუთარ თავს არ სცემენ პატივს და ცხოვრობენ სიცრუესა და ჩრდილში.
2018, 17 ოქტომბერი, 14:09
ეგრეა, "სირცხვილიას" გამო ოჯახის როლის თამაშს მარტო ყოფნა ჯობია...
2018, 17 ოქტომბერი, 13:09
ზედმეტი, არაფერი არ ვარგა და თუ საბაბი მოგცა ეჭვიანობის, გაუშვი, რატომ უნდა იშალო ნერვები :)
2018, 17 ოქტომბერი, 12:37
მაგარია, თან ჩემი თეორიაც დაადასტურა, რომ ეჭვიანობა ანგრევს ოჯახს...
0 1 7