x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ათენში მოკლული 24 წლის სოფო წიკლაური სავარაუდოდ მკვლელს იცნობდა

image

ათენში მცხოვრებ მის მეგობრებს უჭირთ თქმა რა შეიძლება ყოფილიყო მკვლელობის მოტივი, თუმცა ვარაუდობენ, რომ მკვლელობა უცხო პირის ჩადენილი არ არის.


24 წლის სოფო წიკლაური(დედის გვარია-ნამდვილი გვარი შანშიაშვილი) 2 დღის განმავლობაში ორი თვის ჩვილთან ერთად იყო გაუჩინარებული, იგი არც ქმრის, რომელიც ციხეში იჯდა და არც მეგობრების სატელოფონო ზარს პასუხობდა, საბოლოოდ მეზობლებმა და მეგობრებმა მისი საცხოვრებელი ბინის კარი შეამტვრიეს, სადაც აღმოაჩინეს მისი გვამი, სოფოს ყელზე ტელეფონის დამტენის სადენი ჰქონდა შემოხვეული.სახლში ამ დროს სოფოს ორი თვის ჩვილი და ძაღლი იმყოფებოდა, მკვლელმა ახალშობილს ძილის წამალი დაალევინა და გათიშა.


გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია მხოლოდ მოკლულის პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი და საფულე.


სოფო სოფელ ნასაგურში დაიბადა, ოთხი წლის ასაკში მამა მოუკვდა, მამის სიკვდილი პაპა-ბებიამ ვერ გადაიტანეს და მალევე ისინიც გარდაიცვალნენ, დედამ იქაურობა მიატოვა და სოფოც თან წაიყვანა, თუმცა როგორც გაირკვა ბავშვი ინტერნატში მიაბარა.

image

ამის შესახებ შემთხვევით გაიგო მისმა ბიძამ, ნუგზარ შანშიაშვილმა და 15 წლის სოფო სახლში წამოიყვანა.

" ჩემთან იყო გარკვეული ხანი, მერე თავად მოინდომა, დედასთან საბერძნეთში წასვლა, ამბობდა, იქ ვისწავლიო. აღარ დავუშალე. სოფო სწავლობდა და ამ დროს გაიცნო მომავალი ქმარი, რომელიც სამტრედიიდან არის. ბავშვი რომ შეეძინათ, ეს ბიჭიც დაიჭირეს, - სოფო მეუბნებოდა, ისეთი არაფერი დაუშავებია, რომ არ ეშველოს, ადვოკატს ავუყვანო."-აცხადებს ნუგზარ შანშიაშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში


სოფოს მეუღლე ორი თვის წინ ათენში სხვა ქართველებთან ერთად დააკავეს.

image

ცხედარს ექსპერტიზის შემდეგ სამშობლოში გადმოასვენებენ.


სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბერ­ძნეთ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლის გად­მოს­ვე­ნე­ბის პრო­ცე­დუ­რა­ში ჩარ­თუ­ლია ათენ­ში საქართველოს საკონსულო, სოფო წიკლაურს სოფელ ნასაგურში მამის გვერდით დაკრძალავენ.

1
371
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
371
  
13 ოქტომბერი, 17:06
:( ძალიან იმოქმედა, საწყალი გოგო ბავშვობიდან ცუდი ცხოვრება შეხვდა და ასე უმოწყალოდ მოკლეს:(
0 1 1