x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ნიკა გვარამიას მივმართავ, აგერ ვარ და კარგად დამიმახსოვრე – დავით ხურცილავა
image.

მსახიობი დავით ხურცილავა, რომელსაც მაყურებელი “ჯაპანას” სახელით იცნობს, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერია. ამ საკითხზე მან ტვ “პირველი”-ს გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას ისაუბრა. მსახიობმა ნიკა გვარამიასაც უპასუხა და მიმართა, რომ კარგად დაიმახსოვროს.

.

“ძალიან დაუდევრობა გვაქვს, შეგვიძლია მოღალატე ვუძახოთ ადამიანს, რომელსაც ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ. მე არ ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი მოღალატეა. რატომ ვუჭერ მას მხარს? ვერ ვხედავ უკეთეს კანდიდატს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მე მათ ვერასდროს ვერ დავუჭერ მხარს.


.

რას მინდა გავუსვა ხაზი, ელემენტარულ რამეებზე მიდის ლაპარაკი, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქართული არ იცის, ზუსტად ვიცი ეს ამბავი, 6 წლის ყოფილა ქართულად რომ დაუწყია ლაპარაკი და სკოლაში შესვლამდე ფრანგულიც კი არ იცოდა, ეს ინფორმაცია მაქვს კომპეტენტური წყაროებიდან.

.

100 წლიანი ემიგრანტები არიან, ჩვენ ყველა სწორი ქართულით ვლაპარაკობთ? თუნდაც დღევანდელი ტელევიზიები. ხაზგასმა იმაზეა, რომ ზურაბიშვილი ქართულად ვერ ლაპარაკობსო და იმაზე არ საუბრობენ, თუ რას ლაპარაკობს.

.

ჩვენ ყველა, ისეთი ქართულით ვსაუბრობთ, აკაკი შანიძე ალბათ საფლავში ტრიალებს”- განაცხადა დავით ხურცილავამ. მანვე ისაუბრა ნიკა გვარამიას ფეისბუქ პოსტზეც, რომელშიც ზურაბიშვილის მხარდამჭერების შევიწროვებისკენ მოწოდებაზეა საუბარი, მსახიობის თქმით, ეს არის ფაშისტური განცხადება.

.

“ოპერატორს მინდა ვთხოვო, რომ ახლო ხედით მოვიდეს ჩემთან, რომ ნიკა გვარამიამ კარგად დამიმახსოვროს, აგერ ვარ” – განაცხადა დავით ხურცილავამ.

.

შეგახსენებთ, „ჯაპანას“ გარდა იგივე შინაარსის მიმართვა გვარამიას მისამართით სხვა ცნობილმა სახეებმაც გააკეთეს.

.

რუსთავი 2-ის გენდირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები კარგად უნდა დაიმახსოვრონ და შემდგომ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გააძეონ, მომღერალი ირმა სოხაძე ეხმაურება. როგორც სოხაძემ ტელეკომპანია „კავკასიას“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, გააქტიურება სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გადაწყვიტა.

.

„გვარამიამ ისეთი პიარი გაუკეთა სალომე ზურაბიშვილს, ამერიკელი პიარ სპეციალისტები რომ მოეწვიათ, ალბათ ისინიც ვერ შეძლებდნენ ამდენს. მისი ბოლო პოსტი რომ ვნახე ზურაბიშვილის მხარდამჭერების შესახებ, პირადად მე, ამ სტატუსმა გამააქტიურა და მას შემდეგ უფრო დავიწყე ქმედება. იმდენად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი... რას ნიშნავს, გვარამიამ დამტუქსოს, მიმიჩინოს კუთხე, მომსპოს, ამკრძალოს... იხილეთ ვრცლად>>

.

ამავე თემაზე: „რას ნიშნავს გვარამიამ დამტუქსოს, ამკრძალოს, კუთხე მიმიჩინოს?“ - ირმა სოხაძე

1
327
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
327
  
2018, 22 ოქტომბერი, 10:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1