საზოგადოება ჩინეთის რკინიგზის ოფისში რუსთავი-2-ის ჟურნალისტები სცემეს (ვიდეო) 2018, 10 ოქტომბერი, 15:04 ამ წუთას "რუსთავი"-2-ის ჟურნალისტი ეკა გაგუა და ოპერატორი ლევან კალანდია ხაშურის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. როგორც გაირკვა "კურიერი“ რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა, რა დროსაც ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, წაართვეს ვიდეოკამერა და მასალის წაშლა სცადეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩაკეტილი. ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედი ფილიალი გახლავთ ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიის "CHINA RAILWAY CONSTRUCTION CORPORATION"-ის ფილიალი საქართველოში, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა და მუშაობს საქართველოს რკინიგზის 2 დიდ პროექტზე, მათ შორის ქვიშხეთ-ზვარეს სარკინიგზო გვირაბზე. 225 3-ს მოსწონს 1-ს არა
|