x
დედამიწის განადგურება

image

ყოველდღიურად, ადამიანს თავისი წვლილი შეაქვს გლობალური დათბობის დაჩქარებასა და გარემოს(დედამიწის)
განადგურებაში. მაგალითად: ვყრით ნაგავს, დავდივართ გაუმართავი ავტომობილებით (რომელიც გამონაბოლქვით წამლავს არემარეს), ვიყენებთ პოლიეთილენის პარკებს(რომლის გახრწნასაც 1000 წელი სჭირდება), ვჩეხავთ ტყეებს რაც უდიდესი წყაროა ჟანგბადისა და ა.შ.

ამ ყველაფრის გამოსწორების მიზნით რათქმაუნდა არსებობს მრავალი ორგანიზაციები, დაწესებულებები, ჯგუფები, პარტიები, მაგრამ მოხალისეები ნაკლებად თუ მოიპოვება.გარკვეული ნაწილი ადამიანებისა, ფიქრობენ, რომ ყოველივე ეს დამამცირებელია, როდესაც დგახარ ქუჩაში და თუნდაც სხვის დაყრილ ნაგავს იღებ, იმიტომ რომ გინდა შენი პლანეტის, ქვეყნის გადარჩენა და ზრუნავ მასზე.

image
გაუმართავი ავტომობილებით სიარული, დიდი პრობლემაა ძალიან ბევრ ქვეყანაში. ისინი გამოყოფენ დიდი ოდენობით გამონაბოლქვს, რომელიც სუფთა, ეკოლოგიურ გარემოს დიდ ზიანს აყენებს. ეს ყველაფერი ადამიანების ჯანმრთელობაზეც აისახება.


image
რაც შეეხება პოლიეთილენის პარკს, ისინი ძალიან დიდ ზიანს აყენებენ გარემოს, გარდა ვიზუალური შეუხედაობისა, მათი წარმოების დროს გამოიყენება ისეთი წიაღისეული რომლის რესურსი და მარაგიც ულევი არაა.არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს - ნაგავსაყრელებზე დაგროვილ პარკებში იწყება თვითაალება, რომლის დროსაც მიმდინარეობს მხრჩოლავი წვა. ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს მათ ვინმემ ცეცხლი წაუკიდა, მაგრამ ასე არ არის. სინამდვილეში ეს არის ბუნებრივი პროცესი და ამ დროს ატმოსფეროში საშიში ნივთიერებები გამოიყოფა.მაგალითად იტალიაში პოლიეთილენის პარკების ალტერნატივად ქაღალდის შეფუთვას იყენებენ.

image
აგრეთვე დიდი ეკოლოგიური პრობლემაა, ქარხნები რომლებიც ყოველდღიურად საშინელ კვამლს უშვებენ, რაც აგრეთვე მომწამვლელია ადამიანისთვის.

ჩემი აზრით, როგორც სხვა ბევრი პრობლემა ესეც მოგვარებადია, უბრალოდ ხალ–ხის გვერდშიდგომაა საჭირო. :) :) :)

0
79
2-ს მოსწონს
ავტორი:დიმიტრი წიქარიძე
დიმიტრი წიქარიძე
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0