x
ბარსელონას მთავარი მწვრთნელის, ვალვერდეს კომენტარი ბოლოადგილოსანთან დამარცხების შემდეგ.
ვალვერდე

კატალონიის ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში, ლეგანესთან გამართულ გასვლით შეხვედრაში, მარცხის შემდეგ (1:2) პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდა.

"რთულ მდგომარეობაში ვართ. ეს მოულოდნელი მომენტი იყო. სტუმრად თამაში გვიჭირდა, თუმცა გულშემატკივრები გვამხნევებდნენ. ჩვენ მათ გამო მაინც უნდა შეგვძლებოდა ამ მატჩის მოგება.

შაბათს უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება. ამ წაგების შემდეგ ვალდებულები ვართ, რომ შედეგი გამოვასწოროთ", - ციტირებს Football Espana ერნესტო ვალვერდეს.


შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდი, ესპანეთის ჩემპიონატში ისევ პირველ ადგილზეა, რაც გამოიწვია მადრიდის რეალის სევილიასთან განცდილმა მარცხმა, (0:3) ბარსელონა კვლავ ლიდერობს.

0
118
2-ს მოსწონს
ავტორი:დიმიტრი წიქარიძე
დიმიტრი წიქარიძე
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0