x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მხოლოდ ერთი კადრით გამოიცანით 90-ანების ეს კლიპები - შეძლებთ?

ადამიანები იცვლებიან, ადამიანები ცვლიან მომავალს, იქმნება ეპოქები, იქმნებიან ინდივიდები, ყოველ წუთს იწერება ისტორია, რომელიც მომავალში ან იქნება ღირსი აღნიშვნის ან-არა. ბევრი დეტალი იკარგება, მაგრამ არსებობს მოვლენები, რომლის დაკარგვაც დანაშაულია მომავალი თაობებისთვის, რომლებმაც, წინაპრების მიერ გადადგმული ნაბიჯების მაგალითებით უნდა ისწავლონ.

ერთ-ერთი ასეთი ეპოქა „90იანებია“, რომელიც თითქოს გუშინწინ იყო, მაგრამ უკვე ვივიწყებთ ან დავივიწყეთ და მიუხედავად სიცივის, სიბნელის, უწყლობის, უგაზობისა და პურის რიგის, დღეს ყველანი გრენდაიზერის შვილები ვართ და ყველაფერი მაინც ტკბილად გვახსენდება. შეიძლება რაღაცები წავშალოთ, მივჩქმალოთ, ჩვენი ტვინის ყველაზე ბნელ კუთხეებში, მაგრამ არა კადრებად შემონახული მოვლენები, რომლებიც დღესაც კარგად გვახსოვს.

image

უშუქობის მიუხედავად, დროის იმ მცირე მომენტში მაინც ვასწრებდით "ემ-ტვ"-ს არხსა და "მიუზიკ ბოქსზე" კლიპების მარათონის ყურებას და მთლიან ათეულს თუ ვერა, ბოლო სამეულს მაინც მივუსწრებდით და ვიგებდით თუ რომელი გახდა კვირის რჩეული კლიპი. ჰოო, კვირის რჩეული, პირველადგილოსანი. ახლა რომ YouTube-ს საშუალებით ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მუსიკას თუ კლიპს ვუყურებთ, ეპოქაში, სადაც სოციალური ქსელი და ცნება კომპიუტერი არ არსებობდა, ეს წარმოუდგენელი იყო.

მას შემდეგ 20 წელი გავიდა, თუმცა, დღესაც განაგრძობენ მილიონობით მსმენელის დაინტერესებას YouTube- ზე. მოდით, გადავხედოთ კადრებს და გამოვცადოთ თავი, წარსულში ჩვენი ფავორიტი კლიპები დღესაც თუ გვახსოვს.

1.image

2.image

3.image

4.image

5.image

6.image

7.image

8.image

9.image

10.image

11.image

12.image

13.image

14.image

15.image

რამდენი კლიპი გამოიცანით?

იხილეთ პასუხები:

1. Haddaway - "What Is Love". (1993)

2. Bomfunk MC's - "Freestyler". (2000)

3. Bloodhound Gang - "The Bad Touch". (1999)

4. Руки Вверх - "Он тебя целует". ( 2002)

5. The Cardigans - "My Favourite Game". (1998)

6. No Doubt - "Don't Speak". (1996)

7. Guns N' Roses - "November Rain". (1992)

8. Madonna - "Frozen". (1998)

9. The Cranberries - "Zombie". (1994)

10. The Prodigy - "Breathe". (1996)

11. Britney Spears - "Babe On More Time". (1999)

12. Backstreet Boys - "Everybody" (1997)

13. Spice Girls - "Wannabe". (1996)

14. Eminem - "My Name Is". (1999)

15. Crazy Town - "Butterfly". (2001)

0
286
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0