x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
პლასტიკური ოპერაციების ბუმი ჩინეთში + ფოტოები ,,მანამდე" და,, შემდეგ"
პლასტიკური ქირურგია დღითიდღე პოპულარული ხდება ჩინეთში. უამრავი ჩინელი მიემგზავრება სამხრეთ კორეაში ოპერაციის გასაკეთებლად. ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც გამოსახული იყო სამი ჩინელი ქალი ოპერაციის შემდეგ. ფოტო აეროპორტში იყო გადაღებული და მისი ავტორი ირწმუნებოდა, რომ ოპერაციის შემდეგ ქალები ისე შეიცვალნენ, რომ აღარაფერი ჰქონდათ საერთო პასპორტის ფოტოებთან და ამის გამო აეროპორტში პრობლემები შეექმნათ.

პლასტიკური ოპერაციებიდან ძალიან პოპულარულია თვალის ჭრილის და ქუთუთოს ფორმის შეცვლა და კანის გათეთრება.


1. 26 წლის ცეკვების მასწავლებელმა ლიუ იისონგმა თითქმის მთელი სახის ოპერაცია გაიკეთა: სახის ოვალის, შუბლის, ცხვირის და თვალების.

image


2.27 წლის დამწყებმა მომღერალმა ჟან შერიმ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, ინექციების საშუალებით ქუთუთოები გამოკვეთა და ლაზერით ჭორფლიც მოიშორა.

image

3.22 წლის ტყუპებმა ცხვირის, თვალის და ნიკაპის პლასტიკური ოპერაციების გარდა, ბოტოქსის ინექციებიც გაიკეთეს.

image

4.22 წლის ბროკერმა იან შუმ ასევე თვალების, ცხვირის და ნიკაპის ოპერაცია გაიკეთა და კანიც გაიღიავა.

image

5.20 წლის მომღერალმა ჰუან შილანმა ქუთუთოების და ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და ლაზერით ხალები მოიშორა.

image

6. 21 წლის იან ჟიაიმ თვალების და ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და იმპლანტების საშუალებით ნიკაპის ფორმა შეიცვალა.

image

7. 24 წლის ვანგ პინპინმა სახის ოვალის შეცვლის, ცხვირისა და ქუთუთოების პლასტიკური ოპერაციები ჩაიტარა და ბოტოქსის ინექციებიც გაიკეთა.

image

8. უცნობი ქალბატონი, ოპერაციამდე და შემდეგ.

image

0
97
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0