x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
20 წლის გოგოს ყურსასმენები ეკეთა, სიგნალი ვერ გაიგო და მატარებელი დაეჯახა

image

.

თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, 20 წლის გოგონას მატარებელი დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა გოგონა ლიანდაგზე იჯდა და მუსიკას უსმენდა, რის გამოც მან მატარებლის მემანქანის სიგნალის ხმა ვერ გაიგო. ზოგიერთის მტკიცებით, გოგონა ლიანდაგზე არ მჯდარა და ის გადასვლას ცდილობდა, თუმცა ყველა მათგანი ადასტურებს, რომ მას ყურსასმენებში ჩართული მუსიკა ჰქონდა, რის გამოც მატარებელი ვერ შენიშნა.
.
"ტრაგედიიდან რამდენიმე წუთში ადგილზე რომ მივარდით, აღმოჩნდა, რომ ამ გოგოს ყურსასმენები ეკეთა და მუსიკა ბოლო ხმაზე ისმოდა. სავარაუდოდ, ვერ გაიგონა მემანქანის გამაფრთხილებელი სიგნალის ხმა, "- ამბობს თვითმხილველი ქეთევან ვარდანიძე.
.
სამგზავრო მატარებელი, რომელიც ფეიქრების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის გოგონას დაეჯახა, თბილისიდან შინდისის მიმართულებით მოძრაობდა. ამ დროისთვის მატარებლის მემანქანეების გამოკითხვა მიმდინარეობს.
.
შსს-ს ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მემანქანეებმა ხმოვანი სიგნალიც ჩართეს და მუხრუჭიც გამოიყენეს, თუმცა შეჯახება მაინც მოხდა.
1
127
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
127
  
2018, 25 სექტემბერი, 19:54
სამწუხაროდ მე მაგ მატარებელში ვიჯექი
0 1 1