x
მეტი
  • 15.10.2018
  • სტატია:81643
  • ვიდეო:333731
  • სურათი:438825
„ქართულ ცხვარზე მოთხოვნა გაიზარდა, რამაც ფასი 30-40 ლარით აწია,“ - ბექა გონაშვილი

image


"ქართული ცხვრის ფასი 30-40 ლარით გაიზარდა", - ამის შესახებ Bm.ge-ს "მეცხვარეთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ბექა გონაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ზრდასრული ცხვრის ფასი, რომელიც 30-35 კილოგრამს იწონის, 220-230 ლარამდეც კი აღწევს, ამის მიზეზი კი ცხვარზე გაზრდილი მოთხოვნაა.


"ძალიან გაიზარდა ქართულ ცხვარზე მოთხოვნა ირანიდან და არაბული ქვეყნებიდან. ამ ქვეყნებში წელიწადში ექსპორტზე საშუალოდ 200-220 ათასი ცალი ცხვარი იგზავნება; მათ შორის ირანში დაკლული სახით, ხოლო ქუვეითში, დუბაიში, კატარსა და სხვა ქვეყნებში კი ცოცხალი სახით. მაგრამ, აქ ერთი პრობლემაა, რაც აუცილებლად მოითხოვს ყურადღებას. ძალიან დიდი რაოდენობით ცხვრის ხორცი შემოედინება რუსეთიდან, რომელიც სასაკლაოზე შედის, შემდეგ იფუთება და როგორ ქართული, ისე იგზავნება ამ ქვეყნებში, რამაც შესაძლოა სერიოზული პრობლემა შეგვიქმნას ქართველ მწარმოებლებს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს ქვეყნის იმიჯზე ძალიან ცუდად აისახება", - განაცხადა ბექა გონაშვილმა.


გასულ წლებში იყო პრობლემები როგორც ქართული ცხვრის ექსპორტთან, ისე მის ფასთან დაკავშირებით. მეცხვარეთა ასოციაციაში საუბრობდნენ იმაზეც, რომ სხვა ქვეყნებიდან ცხვარი ექსპორტზე გადიოდა, როგორც ქართული ცხვარი.


ყველა ქვეყანას ჩვენ მიმართ საკმაოდ რთული მოთხოვნები აქვს დაწესებული. ეს გამოიწვია იმან, რომ წინა სამ წელში ქვეყანაში ორი ახალი დაავადება დაგვიფიქსირდა. ერთი დაავადება არის ცხვრის ყვავილი, რომელიც ბოლო შემთხვევამდე, 27-28 წლის წინ დაფიქსირდა საქართველოში. მანამდე არც ყოფილა და მეორედ - გასულ წელს. მეორე დაავადება კი წელს, იანვარში დაფიქსირდა. ეს არის ცხვრის ჭირი, რომელიც არასდროს ყოფილა საქართველოში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცდილობს, ეს გაამართლოს და თქვას, რომ დაავადება თურქეთიდან შემოვიდა. ეს ასე არ არის, რადგან ყველანაირი ლოგიკური ჯაჭვით, ეს ყველაფერი გამოიწვია სომხეთიდან, რუსეთიდან და ა.შ. ცხვრის იმპორტმა, რომელიც არ კონტროლდებოდა და არ ექცეოდა შესაბამისი დაკვირვების ქვეშ, კარანტინში. უფრო მეტიც, სახელმწიფო, რომელიც ადგილობრივი მეცხვარეებისგან კარანტინს ითხოვს, ამას არ სთხოვდა იმ ორგანიზაციებს, ვისაც ცხვარი შემოჰყავდა იმპორტზე.


მყიდველები საქართველოში ცხვრის შესყიდვას ერიდებოდნენ. ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტირება, რასაც ექსპორტიორი ქვეყნები ითხოვენ (არაბული ქვეყნები), საქართველოში საკმაოდ ძვირი ჯდება. მათ შორისაა საქონლის გამოკვლევა „თურქულზე“. ერთი ცხვრიდან აღებულ სინჯში სახელმწიფო ლაბორატორია 26 ლარს მახდევინებს. ესეც შეღავათიანი ტარიფია, თორემ ისე 40 ლარი ღირს. ეს მაშინ, როდესაც ამ მომსახურების თვითღირებულება მათ 5 ლარი უჯდებათ. რომ ვეკითხები, 21 ლარს რაში მახდევინებთ მეთქი, მეუბნებიან, რომ ეს არის დენი, წყალი, სახარჯი მასალა, ხელფასები და ა.შ. თუ ვყიდით 2 ათას ცხვარს, 2 ათასი სინჯი უნდა ავიღოთ, რის შედეგადაც საქართველოდან ცხვრის გაყიდვა 10 დოლარით გვიძვირდება და შემსყიდველებს კონკურენტუნარიან ფასს ვერ ვთავაზობთ. ასეთი შემოწმების ჩატარება მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაშია შესაძლებელი”, – განმარტავს გონაშვილი.

0
139
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0