x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„ზღაპრები მარიხუანას უვნებლობაზე და რეგულაციებზე იმათ მოუყევით ვინც სარფის საზღვარს არ გადაცილებია"

imageქვეყანა, რომელმაც გაანადგურა ჩაის კულტურა და არაფერი იღონა უკვე განადგურებულის აღსადგენად, ქვეყანა, რომელმაც მოსპო “ ქართული ჩაის სახელი“ და უნდა იბლატაოს ქართული კანაფის სახელით, მარტო საცინრად ასაგდები კი არ არის, მოთქმით სატირალია!მე როგორც საქართველოს ერთი მოქალაქე, შვილი, და და მეუღლე, უამრავი ქართველისა და არაქართველის მეგობარი, ექიმი, რომლის ხელშიაც ბოლო 10 წლის მანძილზე იმდენ გონებიდან გადასულ პლანაქეშს გაუვლია, რამდენიც არც ფილმებში და არც ჟურნალ-გაზეთებში არ უნახავს არც ერთი მთავრობის წევრსა და არც ერთი ტელევიზიის დიქტორსა თუ ჟურნალისტს, ხმამაღლა და დაუფარავად ვაცხადებ: თუ ჩემივე არჩეული და მოწონებული მთავრობა მაინც მიაღწევს კანაფის პლანტაციების გაშენებას და ქართველი ხალხი(ხალხი რასაც ჰქვია) წინ არ აღუდგება საქართველოს ოფიციალური ბარიგების ქვეყანად გადაქცევას, მე დავბრუნდები ჩემს ოჯახთან ერთად იმ ნარკომანიისა და პროსტიტუციის შემოსავლით გამდიდრებულ ქვეყანაში -ჰოლანდიაში, სადაც ის მაინც ვიცი, რომ მარიხუანათი ტვინნაღრძობი ადამიანების მკურნალობას მაინც არავინ დამიშლის და იქ, სადაც კანაფის პლანტაციებს ნამდვილად არ აშენებენ ექსპორტის მიზნით ! ზღაპრები მარიხუანას უვნებლობაზე და რეგულაციებზე იმათ მოუყევით ვინც სარფის საზღვარს არ გადაცილებია, ვისაც ღამეები არ უთენებია მარიხუანას მოწევით ფსიქოზითა და დელიერით დაავადებული პაციენტების საწოლებთან და ვინც მართლა არ იცის რას ნიშნავს სამედიცინო და არასამედიცინო მარიხუანა! მეზიზრებით ყველა, ვინც ამ იდეას პლანტაციების შესახებ იოტისოდენა გამართლებას მაინც მოუძებნის და გააპრავებს! თქვენს მონობას სწორედ პლანტაციებში მუშაობა აკლდა და იმუშავეთ, დიდი ნალია დაიდგით და რასაც ჩაყრით შიგ, არ გამომაპაროთ!image

1
27
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
27
  
2018, 16 სექტემბერი, 12:43
ვეთანხმები ამ ადამიანს.
0 1 1