x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ფენომენალური მოვლენები, რომელთა დაჯერება გაგიჭირდებათ
უძველესი დროიდან ცდილობს ადამიანი ახსნას ბევრი საოცარი რამ, რაც ჩვენს პლანეტაზე მრავლად ხდება. მოვლენებიდან ბევრი მათგანი მეცნიერულად დასაბუთებულია, თუმცა, ბევრი რამ კიდევ რჩება პასუხგაუცემელი.


დღევანდელ სტატიაში სწორედ იმ ფენომენალურ მოვლენებზე ვისაუბრებთ, რომელთა სიღრმეს მეცნიერები ვერ ჩასწვდნენ და თქვენც გაგიჭირდებათ დაჯერება.



1. ფოტო ბრალორნის მუზეუმიდან.


image



ფოტო აღმოჩენილია Bralorne Pioneer Museum–ში და მყისიერად გახდა სენსაცია. ფოტოზე ასახულია 1941 წელს კანადაში ოქროს ხიდის გახსნის მოვლენები. ხალხის ნაკადში ადვილად შეამჩნევთ სხვანაირად ჩაცმულ მამაკაცს, რომელიც 40–იან წლებს სულაც არ შეეფერება და თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ სვიტერზე 21-ე საუკუნის ლოგოა გამოსახული, ატარებს მზის სათვალეს და ხელში პორტატული კამერა უჭირავს. საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ფოტოზე დროში მოგზაურია დაფიქსირებული.





2. ცეკვის ეპიდემია.


image


1518 წლის ივლისში სტრასბურგში, ქალბატონი სახელად მადამ ტროფე ქუჩაში გავიდა და სახალხოდ, სრულიად უმიზეზოდ ცეკვა დაიწყო. ის ცეკვით არ გაჩერდა არც დღე და არც ღამე, უმეტესობა კი მას გიჟად მიიჩნევდა. ერთი კვირის შემდეგ მას 34 ადამიანი შეუერთდა, თვის მანძილზე კი მათი რიცხვი რამდენიმე ასეულამდე გაიზარდა. მათგან უმეტესი გულის შეტევით ან ინსულტით გარდაიცვალა, თუმცა დანარჩენებს ცეკვა არ შეუწყვეტავთ. საბოლოოდ 400 მათგანი გარდაიცვალა.


ამ ფენომენის ზუსტი მეცნიერული ახსნა ვერ იქნა ნაპოვნი. ვერც ერთი თეორია ვერ ხსნის იმ ხალხის წარმოუდგენელ გამძლეობას, რომელთაც შეძლეს რამდენიმე დღის განმავლობაში შეუსვენებლად ცეკვა.





3. ენდრიუ კარლსინი (Andrew Carlsin).

image

2003 წელს, FBI–მ საფონდო ბირჟაზე თაღლითობის ბრალდებით პირი დააკავა. 800 $ –დან, რომელიც მის კუთვნილებაში იყო, შეძლო და 2 კვირის განმავლობაში 350 მილიონი $ გამოიმუშავა, რის გამოც 126 ძალიან სარისკო გარიგება დადო. დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ ინფორმაციას მომავლიდან ფლობდა და 2256 წლიდან დროის მანქანით დაბრუნდა. დაპატიმრებიდან მალევე ვიღაცამ მის გასათავისუფლებლად 1 მილიონი $ გადაიხადა, რის შემდეგაც კარლსინი უკვალოდ გაქრა.






4. მდუღარე მდინარე.


image


პატარა ბიჭს, ანდრეს რუზოს ბაბუისგან ჰქონდა გაგონილი ერთი ლეგენდის შესახებ, რომლის თანახმად ამაზონის დაბლობზე არსებულ მდუღარე მდინარეს მსხვერპლებს სწირავდნენ. მის ძიებაში ჩართულმა კი 2011 წელს მართლაც აღმოაჩინა მდინარე, რომლის ტემპერატურა 86 ° C–ია. წყლის საიდუმლო სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უახლოესი ვულკანი მისგან 700კმ–ის მოშორებითაა.





5. გაყინული გოგონა.


image


1980 წლის 20 დეკემბერს, 19 წლის ჯინ ჰილიარდი მინესოტასკენ მშობლებთან მიემგზავრებოდა, თოვლიან გზაზე მოულოდნელად მანქანა გაუფუჭდა და გადაწყვიტა ფეხით მისულიყო მეგობრების სახლამდე, რომელიც ახლოს მდებარეობდა.


ჰიპოთერმიის გამო მან გონება დაკარგა და თოვლში, -22 ° C –ზე ექვსი საათი გაატარა მანამ, სანამ იპოვიდნენ. საავადმყოფოში გადაყვანის დროს დარწმუნებულები იყვნენ, რომ გოგონა მკვდარი იყო, კანიც ისეთი გამაგრებული ჰქონდა სიცივისგან, რომ ინექციისთვის ნემსის ჩხვლეტაც ვერ მოახერხეს. ექიმები დარწმუნდნენ რომ ჯინა მკვდარია, ამიტომ გადაწყვიტეს, უბრალოდ გაელღვოთ სხეული. ლღობის დროს მან მოძრაობა დაიწყო, მალევე თვალები გაახილა და წყალი მოითხოვა. სამი დღის შემდეგ ფეხებიც აამოძრავა, 6 კვირის შემდეგ კი სრულიად ჯანმრთელი გაწერეს საავადმყოფოდან.







6. გემი მოჩვენება "Carroll A. Deering"–ი.


image


გემი სახელწოდებით Carroll A. Deering–ი იყო ამერიკული სატვირთო შანერი, რომელიც დღეს აჩრდილად მოიხსენება. 1921 წელს ის წყალში გაჩერებული იპოვეს, თუმცა პერსონალის კვალს ვერ მიაგნეს, მათი პირადი ნივთები გამქრალი, სანავიგაციო მოწყობილობები და საჭე დაზიანებული იყო. საოცარი ის არის, რომ საკვები პროდუქტები სადილის მოსამზადებლად იყო გამზადებული. კაპიტნის სალონში იპოვეს სხვადასხვა ზომის სამი წყვილი ფეხსაცმელი, სანიშნე რუკაზე კი არ იყო კაპიტნის ხელწერა. 1922 წლის ბოლოს გამოძიება შეწყდა, რადგან დამამტკიცებელი დასკვნები ვერ მოიპოვეს.







7. წვიმის კაცი.


image


ყველაზე იდუმალი ამბავი დონ დეკერს შეემთხვა. 1983 წელს სტრასბურგში, დონის ბაბუა გარდაიცვალა. დაკრძალვის შემდეგ, ღამით, სანამ დონი დაიძინებდა, სასოწარკვეთაში ჩავარდა, რადგან ოთახის ჭერიდან და კედლებიდან, რომლის მიღმა არანაირი წყლის მილი და წყარო არ არსებობდა, წყალმა იწყო ჟონვა. ამ ფენომენს ახსნა ვერ მოუხერხა და პოლიცია გამოიძახა, რომლებმაც დასტრესილი დონი სახლს გაარიდეს და უახლოეს პიცერიაში მიიყვანეს. იგივე მოხდა იქაც, პიცერიის ჭერსა და კედლებიდან წყალმა იწყო ჟონვა და მანამ არ შეწყდა, სანამ დონმა არ დატოვა შენობა. ეს პარანორმალური ინციდენტი 1993 წლის 10 თებერვალს Unsolved Mysteries- ზე იყო ნაჩვენები.





იხილეთ აგრეთვე:


არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებიც ბიბლიის ისტორიებს ადასტურებენimage





ყველაზე გახმაურებული გაუჩინარებები - მათ კვალს დღემდე ვერ მიაგნესimage





საოცარი დამთხვევები ისტორიაში, რომლებიც გაგაოგნებთimage





ამოუხსნელი ხასიათის არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებმაც მეცნიერები ჩიხში შეიყვანაimage





უცხოპლანეტელთა არსებობის ისტორიული მტკიცებულებაimage





ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებიimage





თავისუფლების ქანდაკება სინამდვილეში ჯოჯოხეთის ქალღმერimage






10 იდუმალი მოვლენა, რომელთა ახსნა ვერანაირი მიწიერი ლოგიკით ვერ ხერხდებაimage

1
1342
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1342
  
2018, 12 სექტემბერი, 16:05
უუჰ
0 1 1