x
მეტი
  • 12.12.2019
  • სტატია:97297
  • ვიდეო:344152
  • სურათი:459275
კოლხეთის დედაქალაქი - აია აღმოჩენილია
კოლხეთის დედაქალაქი - აია აღმოჩენილია


2018 წელს ქართველმა და პოლონელმა არქეოლოგებმა ქალაქ ქუთაისის ისტორიულ ნაწილში, გაბაშვილის გორაზე სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს. მათ იპოვეს დასახლება, რომელიც ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე-13 საუკუნიდან ან უფრო ადრეულ პერიოდშიც კი არსებობდა. დასტურდება, რომ ამ ტერიტორიაზე 3000 წელზე მეტი ხნის წინ იყო კოლხური დიდი დასახლება და კოლხური საამქროები. ამ აღმოჩენით დასტურდება, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე კოლხეთის სამეფოს - აიას ცენტრი მდებარეობდა, რომელიც აღწერილია ბერძნულ გარდამოცემაში და ანტიკურ წყაროებში არგონავტების შესახებ. ამოღებულია უამრავი არტეფაქტი, მათ შორის ყალიბი, რომლითაც 30 საუკუნის წინანდელი კოლხები კოლხურ ბრინჯაოს ცულებს ამზადებდნენ. არტეფაქტები გამოსაკვლევად და შესასწავლად გადაიგზავნება უახლესი ტექნოლოგიებით უკეთ აღჭურვილ პოლონეთის ქალაქ ვარშავის უნივერსიტეტში. ქალაქს იცავდა თავდაცვითი თხრილი, რომელიც ასევე აღმოჩენილია. ეს სწორედ არგონავტების დროისაა.

3 ათას წელზე მეტი ხნის ახლადაღმოჩენილი დასახლება არქეოლოგების მიერ კვლავ მიწით იქნა დაფარული და ნაპოვნი ნივთები საბოლოოდ პოლონეთიდან დაბრუნების შემდგომ გამოიფინება ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში.




ასევე დაგაინტერესებთ:

იბერო-კოლხური ცივილიზაცია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე

0
4007
5-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
4007
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0