x
მეტი
  • 12.12.2019
  • სტატია:97297
  • ვიდეო:344151
  • სურათი:459275
იბერო-კოლხური ცივილიზაცია
იბერო-კოლხური ცივილიზაცია - სამხრეთ ევროპის,  წინა აზიისა და კავკასიის უძველესი მოსახლეობა


დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა კაცობრიობას იმის ფუფუნება, რომ ძირეულად შეესწავლა თავისი უძველესი წარსული, ვინაიდან არ იყო შემორჩენილი იმ დროიდან ბევრი წერილობითი წყარო, არ იყო ტექნოლოგიები იმისთვის, რომ ზუსტად გაეშიფრათ ესა თუ ის არქეოლოგიური არტეფაქტი, დაეთარიღებინათ უზუსტესად და შემდეგ გაეცნოთ ეს ყოველივე მთელი კაცობრიობისთვის, ჩაეტარებინათ უზუსტესი გენეტიკური კვლევები და ა.შ. დღეს კი სიტუაცია სრულიად შეცვლილია. ტექნოლოგიების არნახულმა განვითარებამ საშუალება მოგვცა, რომ ისტორია მიგვეახლოებინა ზუსტ სამეცნიერო დარგებთან და ასევე რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიგვეწოდებინა მოპოვებული უაღრესად საინტერესო ინფორმაცია კაცობრიობის უძველესი წარსულის შესახებ. ყოველმა ერმა და ხალხმა სკრუპულოზურად უნდა შეისწავლოს საკუთარიწარსული და ამით საბოლოოდ გამდიდრდება მთელი კაცობრიობის ცოდნა თავის წარმოშობაზე.

"დღეს უნიკალური შანსი გვეძლევა ამ კულტურის მსოფლიოში გაცხადებისა და დემონსტრირების და ეს შესაძლებლობა ღირსეულად უნდა გამოვიყენოთ."

აცხადებს აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე.



აკად. თამაზ გამყრელიძე და გელა ჩარკვიანი


ჰომეროსის (ოდისეა. 19. 175-177) და დიოდოროს სიცილიელის (5.80.3) ცნობით, ბრინჯაოს ხანის კრეტაზე სახლობდნენ პელასგები.

პელასგები ეს არის პირობითი ცნება. ეს არ ნიშნავს ერთ ტომს, არამედ რამდენიმე ტომის ერთობლივი სახელია. ბერძნულად "პელას" - ზღვასთან ახლოს მაცხოვრებელს, თუმცა ამ სიტყვის სხვა განმარტებებიც არსებობს.

ჰეკატეოს მილეტელი ამბობს, რომ "ელინებზე უწინ პელოპონესის ნახევარკუნძულზე მოსახლეობდნენ ბარბაროსები." (სტრაბონი 7.7. 1.9-11)

მოგეხსენებათ პელოპონესის ნახევარკუნძული არის ამჟამად კონტინენტური საბერძნეთის ტერიტორია.

რაც შეეხება სიტყვა ბარბაროსებს - ჰოლანდიელმა მეცნიერმა რობერტ ბეეკესმა დაწერა ნაშრომი - "ბერძნულის ეტომოლოგიური ლექსიკონი" და მის წიგნში სიტყვა ბარბაროსი განმარტებულია შემდეგნაირად - "უცხო, უცხოელი, არაბერძენი ან არაცივლური", იქვე თავის წიგნში აღნიშნავს ბატონი ბეეკესი, რომ ბარ-ბარ არის შუმერული სიტყვა და ნიშნავს "უცხოელს". (ბეეკესი 2010, 1, 201).

შუმერული სიტყვა "ბარ" ნიშნავს რაღაც ობიექტის მიღმა არსებულს, გარეთ მყოფს. მოკლედ ბარბაროსი ამ შემთხვევაში აღნიშნავს "არაბერძენს".


რობერტ ბეეკესი


ჰეროდოტე (I.57) ამბობს, რომ "პელასგები ლაპარაკობდნენ ბაბრაროსულ (არაბერძნულ) ენაზე. ... პელასგურმა ტომმა, მას შემდეგ რაც ელინური გახდა, დაივიწყა თავისი ძველი ენაც."

ჰელანიკე მიტილენელის (Hellanici fragmenta, Phoronis 1) მიხედვით, "პელასგთა ერთი ნაწილი, რომელიც ელინებმა (საბერძნეთიდან) განდევნეს, დასახლდა იტალიაში, ტირსენიაში (ეტრურიაში, დღევანდელი ტოსკანის რეგიონი)."

ყველას შეუძლია მოინახულოს ტოსკანა და ნახოს მუზეუმებში თუ როგორ ყვაოდა პელასგური კულტურა ლათინების მოსვლამდე.


ეტრურია (მწვანედ)


უძველეს ხანაში პელასგები ასევე სახლობდნენ მთელ ელადაში (საბერძნეთში). განსაკუთრებით კი თესალიის ეოლიაში. (Strabo V.2 & 4.1-3), კუნძულ სკიროსზე (Stephani byzantii Ethnica), კუნძულ ლემნოსზე (თუკიდიდე IV.109.4), მცირე აზიის მრავალ ადგილას. მაგალითად დასახლება ლარისაში (ჰომეროსი. ილიადა II. 840-841), ტროაში, პროპონტიდის (მარმარილოს) ზღვისპირეთსა და სხვაგან. (იხ. მეიერი 1889, 466-486).

სხვათაშორის დიოდოროს სიცილიელის მიხედვით (IV.54.1, 55.3), მედეასა და იასონის შვილის სახელი თეტალოს/თესალოს წარმოდგენილია, როგორც ტოპონიმი თესალია. ეს ნიშნავს, რომ მედეას შვილის სახელი საბერძნეთის ერთ-ერთ რეგიონს ჰქვია.


ამგვარი ცნობები დაცულია სხვა უამრავ ბერძნულ წყაროში, რომელთა გაცნობაც შესაზლებელია სპეციალურ ლიტერატურაში. (იხ. ს. ყაუხჩიშვილი, აკ. ურუშაძე, თ. ყაუხჩიშვილი, რ. გორდეზიანი, ო. ლორთქიფანიძე და სხვ.). გამოსარჩევია ასევე თინა ყაუხჩიშვილის 2 წიგნი - "ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ" და "საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები". აქ საკმაოდ კარგი მასალებია დაცული.

ასევე გამოსარჩევია ოთარ ლორთქიფანიძის წიგნები - "ძველი საქართველო (კოლხეთი და იბერია) სტრაბონის გეოგრაფიაში".


ამ საკითხთან დაკავსირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხრეთ ევროპის, წინა აზიისა და კავკასიის უძველესი მოსახლეობის და ენების შესახებ გამოთქმული მოსაზრებები და დასკვნები:

ცნობილი ინგლისელი არქეოლოგი სერ არტურ ევანსი (ევანსი 1895, 85) დარწმუნებით აცხადებს, რომ კუნძულ კრეტის მკვიდრი მოსახლეობა მეტყველებდა არაელინურ ენაზე. დღეს ეს კუნძული ეკუთვნის საბერძნეთს.


კ. კრეტა (წითლად)


ცნობილი ავსტრიელი ლინგვისტის პაულ კრეჩმერის (Kretschmer 1896, 290, 402-407, 1953, 162 და შმდ. 200 და შმდ.) აზრით მრავალი სიტყვა ბერძნულ ენაში ნასესხებია არაინდოევროპული მოდგმის, ბერძნებამდელი მოსახლეობის (მაგ. ლელეგების და სხვ.) ენებიდან, რომლებიც მას კავკასიური ხალხების მონათესავე ენებად მიაჩნდა. ნასესხები სიტყვები პირველ რიგში წარმოადგენს ბალკანეთის ნახევარკუნძულის, კრეტისა და მცირე აზიის ტოპონიმებს.

პაულ კრიჩმერი იმ დასკვნამდე მიდის, რომ მცირე აზიის უძველესი მოსახლეობა - ფრიგიელების გარდა (რომლებიც ინდო-ევროპელები იყვნენ) - არაინდოევროპული, არასემიტური და არა ურალურ-ალთაური, წარმოშობის იყო. ეს იყო თვითმყოფადი ხალხი.


პაულ კრეჩმერი - ცნობილი ავსტრიელი ლინგვისტი


ძვ.წ. მე-4 - ძვ.წ. მე-3 ათასწლეულებში (ძვ.წ. მე-40 - ძვ.წ. მე-20 საუკუნემდე) ბალკანეთის ნახევარკუნძულის, მცირე აზიისა (დღევანდელი თურქეთი) და ეგეოსის ზღვის აუზის კუნძულების მოსახლეობა არაინდოევროპულია. ამ მოსაზრებას იზიარებს ფრიც შახერმაირიც (Schachermeyr 1955, 227-263; 1964, 228-267; 1967, 12-18).


ფრიც შახერმაირი



ედუარდ შვაიცერი (Schwyzer 1939, I, 58-59) ამბობს, რომ ბერძნებამდელი (პელასგური) და მცირე აზიის (არაანატოლირუი და არაფრიგიული) წარწერების ენები ეჭვგარეშედ არც ბერზნულია და უფრო მეტიც, არც ინდო-ევროპული.

ამ ენათაგან ზოგიერთი უეჭველად ერთმანეთს ენათესავებოდა. ეს ენები ქმნიდნენ ეგრედ წოდებულ ეგეოსურ-მცირე აზიურ ჯგუფს, რომელსაც კავშირი ჰქონდა ერთი მხრივ სამხრეთ კავკასიურ ენებთან, ხოლო მეორე მხრივ ეტრუსკულთან.
იგივეს ადასტურებს (Pauli 1886, Thomsen 1899, Miller 1906, 13).


ედუარდ შვაიცერი


ცნობილი ლინგვისტი ადოლფ დირი (A. Dirr 1928, 26; ჩიქობავა 2008ა, 316) წერს: "დღესდღეობით კავკასიურ ენებს - ამ სიტყვის ფართო გაგებით - განაკუთვნებენ წინა აზიისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ენებს, რომელთაგან ერთადერთი ენა ბასკურია, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლობს."


ადოლფ დირი

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ლინგვისტიკაში ნამდვილად არაა გადაწყვეტილი თუ რომელ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება ბასკური ენა, მაგრამ ნამდვილად იციან, რომ ის არ მიეკუთვნება არც ინდო-ევროპულს, არც ალთაურს და არც სემიტურს. შემდგომ პერიოდში ალბათ ენათმეცნიერები თუ შესაბამის მასალებს მიაგენებენ და დაადასტურებენ მის კავკასიურ ენებთან ნათესაობას, ეს ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენ ვიცით, რომ კავკასიური ენები იყო 3 შტოდ, ესენია:

1. ჩრდილოეთ-დასავლეთ კავკასიური

2. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ კავკასიური

3. სამხრეთ კავკასიური ანუ ქართველური, იგივე იბერო-კოლხური ენები, რომლებშიც დღესდღეობით შედის მხოლოდ ზანური (მეგრულ-ლაზური), სვანური და ქართული ენა.

კავკასიურ ენებში არ შედის ოსური და სომხური ენა - ეს ინდო-ევროპული ენებია, ხოლო აზერბაიჯანული - ალთაური ჯგუფის ენაა.


ალფრედო ტრომბეტი (Trombetti 1922, I, 104; Dirr 1928, 26-27) წერს: "ჩვენ უნდა დავეთანხმოთ ჰ. შუხარდტს იმაში, რომ კავკასიის ფარგლებში თავი მოუყრიათ ხალხებს, რომელნიც წინათ გავრცელებულნი იყვნენ გაცილებით უფრო ვრცელ ტერიტორიაზე. უახლესი გამოკვლევები ჩანს, იმაში ეთანხმება ერთმანეთს, რომ ოდინდელ კავკასიურ ენათა ჯგუფს მეტნაკლებად უკავშირდება შემდეგ ენები: ხალდური, მიტანი (ხურიტული), ელამური, ხათური, ეტრუსკული, კრეტული, იბერიული (ესპანეთში) და ბასკური."


ალფრედო ტრომბეტი



ასევე დაგაინტერესებთ:


1) უძველესი ქართული საგანძური

2) უძველესი ქართული საგანძური (ნაწილი მეორე)

3) კავკასიური რასა - საიდან მომდინარეობს ტერმინი და როგორ ახასიათებენ მას

4) თბილისის უძველესი ისტორია - ქალაქი ფენიქსი

5) ჰიბერნია - ბრიტანეთის უძველესი ისტორია

6) პრეისტორიული საქართველო

7) იბერო-კოლხური ცივილიზაციის ნარჩენები

8) კოლხები კაცობრიობის ისტორიის სათავეებთან

9) პლანეტის უძველესი ცივილიზაციური ცენტრები

10) 44 საუკუნის ანანაურის ყორღანი

11) 60 საუკუნის წინანდელი მეტალურგიის კერა საქართველოში

12) ფაზისის აკადემია - მეცნიერებისა და ხელოვნების ტაძარი

13) თერჯოლაში 50, 000 წლის წინ მცხოვრები ადამიანები

14) ვარდან მამიკონიანი და შუშანიკი ლაზები იყვნენ

15) ყველა თეთრკანიანი კავკასიიდან წასულმა მოსახლეობამ ჩამოაყალიბა



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
993
6-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
993
  
2018, 5 სექტემბერი, 16:47
გეთანხმებით მთლიანად, უდიდესი ცივილიზაციები გაქრნენ და ჩვენ გადავრჩით, ეს არაა მარტივი საქმე.
დროა მსოფლიომ უკეთ გაიცნოს დოკუმენტური ფილმებით იქნება თუ ჩვენი ცივილიზაციის პროპაგანდით უცხოურ პრესაში თუ მედიაში ნაჩვენები და დაბეჭდილი მასალები.
2018, 5 სექტემბერი, 16:22
მადლობა ;) 200 მილიარდზე მეტი ადამიანია უკვე გარდაცვლილი, 200 ათასზე მეტი ეთნოსი ისეა მკვდარი, რომ მათი კვალიც კი არ დარჩენილა ისტორიაში, აი ჩვენ კი გავძელით და უდიდესი წვალებით და ვაებით მოვაღწიეთ ამ დრომდე, როცა საკუთარი არსებობის უკვდავყოფა შეგვიძლია, სულ რომ გადავშენდეთ მაინც, იმიტომ რომ ამ ფაქტებს შევკრებთ და გავაცნობთ მთელ მსოფლიოს, გადავიღებთ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმებს, რაც დარჩება სამუდამოდ ისტორიაში :3 უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი აუცილებლად.
2018, 5 სექტემბერი, 15:24
"გენიალნო", ჩემი პატივისცემა თქვენ, ასეთი ინფორმაციული და ფაქტებით გამყარებული სტატიის დადებისათვის...
0 1 3