x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
კონსტანტინე ედიბერიძე პროტესტის ნიშნად „ალი და ნინოს“ ქანდაკებაზე აძვრა

image


ბათუმში, საოცრებათა მოედანზე მდებარე „ალი და ნინოს“ ქანდაკებაზე 29 წლის მამაკაცი ავიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მან მაშველების დახმარებაზე უარი თქვა და ქანდაკებიდან დამოუკიდებლად ჩამოვიდა.


როგორც გაირკვა, „ალი და ნინოს“ ქანდაკებაზე კონსტანტინე („ჩაქუჩა“) ედიბერიძე იყო ასული. ის საზოგადოებამ ფეისბუქ ლაივებით გაიცნო. კონსტანტინე ედიბერიძეს საკუთარ ეზოში მარიხუანა მოჰყავს, რის გამოც პოლიცია ხშირად აჯარიმებს. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა ქანდაკებაზე ასვლა, მან თქვა, რომ „პოლიცია თავისუფლებას უზღუდავს“.


თერჯოლის მუნიციპალუტეტის სოფელ ჭოგნარში მცხოვრები კონსტანტინე ედიბერიძე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პოლიციას მისი ეზოდან 30 ძირი მარიხუანას მოთხრსა და წაღების გამო დაუპირისპირდა.

0
139
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0