x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რელიგიური მწვალებლობა - ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერის მიმართვა
გიორგი კორკოტაშვილი

ქართული მარშის ერთერთი ლიდერი - გიორგი კორკოტაშვილი ასეთ მიმართვას აქვეყნებს :

"ატყობთ, ტელევიზია -პრესამ ისეთ “პალაჯენიაზე" დააყენა საქართველო, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირება გერიდებათ, რომ თავდასხმის ობიექტი არ გახდეთ ლიბერ-პიდარასტებისგან და მათი დაფინანსებული და თანამდგომი ტელე-პრესისაგან!
ამ ჯადოს თუ არ მოერიეთ თქვენ თავებში და არ გაიაზრეთ, რა მზაკვრობაა ამაში ჩადებული “პიდარასტული თავებისგან" და არ გააპროტესტეთ ის, რაც თქვენთვის მიუღებელია მარტო იმიტომ, რომ თავდასხმის ობიექტი არ გახდეთ და მშვიდად იცხოვროთ, ზუსტად ეგ ჭირი მოგნახავთ და ეგ აქლემი დაიჩოქებს თქვენს კარებთან და არც აღარავინ დაგიდგებათ გვერდში!
ღირსეულნო!!! ნუ გეშინიათ რომ პიდარასტების თავდასხმის ობიექტები გახდეთ!
ანახვეთ თქვენს შვილებს ჭეშმარიტად მართლმადიდებელი როგორ უნდა ცხოვრობდეს!!!! "


ბატონი გიორგი, მოგვიწოდებს ბრძოლისაკენ, გამოფხიზლებისაკენ, ლიბერალიზმთან ბრძოლისაკენ და ამ ყველაფერს რელიგიურ შეხედულებებს მიაწერს ... მე შევასწორებდი და ვიტყოდი - რელიგიური ფანატიზმია საწყისი, ყოველი აცდენისა და ჰუმანიზმის ტირანიად, ძალადობად ქცევის .


როგორც გიორგი კორკოტაშვილს, ისე მის თანამოძმეებსაც, გამორჩათ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი : ლიბერალიზმი ქრისტიანობის პირმშოა. მოგეხსენებათ, ისინი ლიბერალიზმს ებრძვიან ...

რაც შეეხება რელიგიურ მწვალებლობას : ქრისტიანობა არის ჰუმანური მოძღვრება, ის არ განსჯის სხვებს, არ არის დოგმატური, იმ განსაზღვრებით, რომლითაც ის შეიძლება მოიცავდეს მოწოდებას, რომ, ვინც არ იცავს 10 მცნებას, ის განკითხული იყოს ჩვენს მიერ . რელიგიურ დეტერმინიზმში ღმერთი არ უბიძგებს ადამიანს რამეს, არც მოითხოვს მისგან ქმედებასა და პროტესტს ამორალობაზე, რამეთუ ღმერთს მოწოდებით შეიზღუდება თავისუფალი ნება, რაც ფუნდამენტია მეტაფიზიკური ცნებების - სამოთხისა და ჯოჯოხეთის .


საბოლოოდ ცნობილი ქრისტიანი ფილოსოფოსის ციტატით დავასრულებ სტატიას :

“ქვეყნად ყოველთვის იყო და არის ორი რასა. რასათა ეს დაყოფა სხვა ყველა დაყოფაზე მნიშვნელოვანია. არიან ჯვარსმცმელნი და არიან ჯვარცმულნი, მჩაგვრელნი და ჩაგრულნი, მოძულენი და შეძულებულნი, მტანჯველები და ტანჯულები, მდევნელები და დევნილები. ”

„ქრისტიანული სინდისისათვის არა მარტო რასიზმი, ნაციონალიზმიც მიუღებელია. მაგრამ იგი მიუღებელია ზოგადადამიანური, ჰუმანისტური მორალური ცნობიერებისათვისაც. რასიზმი არაადამიანურია, იგი უარყოფს ადამიანური პიროვნების ღირებულებას და უშვებს, რომ პიროვნებას შეიძლება მოექცე როგორც მტერს, რომელიც განადგურებას იმსახურებს. რასიზმი მატერიალიზმის ყველაზე უხეში ფორმაა. გაცილებით უხეში, ვიდრე ეკონომიკური მატერიალიზმი. რასიზმი არის დეტერმინიზმის უკიდურესი ფორმა და თავისუფალი სულის უარყოფა.“





8
375
1-ს მოსწონს
ავტორი:ლუკა ბაკურაძე
ლუკა ბაკურაძე
375
  
2018, 10 სექტემბერი, 9:18
აუცილებლად . არა, პირიქით, მადლობა სწორი რჩევებისთვის .
2018, 10 სექტემბერი, 9:16
კარგი, აწი გაითვალისწინე. ''ერთ-ერთი'' ასე იწერება. ესეც გათვალისწინე. იმედია, არ მიწყენ :)
2018, 10 სექტემბერი, 9:05
ეს გამოქეყნებული მქონდა უკვე და ვეღარ დავარედაქტირე ...
2018, 10 სექტემბერი, 8:52
აზრიანი ბიჭი ხარ ნამდვილად, მაგრამ მართლწერასაც მიაქციე ყურადღება, გთხოვ! ისევ გიმეორებ: სათაურის ბოლოს წერტილი არ უნდა :)
2018, 10 სექტემბერი, 8:10
სტატიაში რელიგიური ერესია განხილული და არა გეოპოლიტიკური სირთულეები . არც პოლიტკორექტულობა და ანტიფა ... დისკურსი მოიცავს რელიგიურ ჭრილსა და შეხედულებებს, რომლიდანაც გამომდინარეობს თეზისი, რაც ზემოთ დაიწერა .
2018, 10 სექტემბერი, 7:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 9 სექტემბერი, 17:24
ნიკოლაი ბერდიაევი, ეს კონკრეტული ციტატები ამოწერილი მაქვს : "ქრისტიანობა და ანტისემიტიზმიდან" . კარგი წიგნია ძალიან, ეს ფილოსოფოსი უდიდესი ჰუმანისტი იყო .
2018, 9 სექტემბერი, 17:20
რომელი ქრისტიანი ფისლოსოფოსის სიტყვებია ესენი ლუკა? :)
0 1 8