x
მეტი
  • 16.10.2019
  • სტატია:95708
  • ვიდეო:343121
  • სურათი:457638
არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებიც ბიბლიის ისტორიებს ადასტურებენ

მეცნიერებს ბევრი რამის დამტკიცება დღემდე არ შეუძლიათ და სავსეა მსოფლიო ამოუხსნელი ფენომენებით, თუმცა, მათ მიერ მიღწეულმა მიგნებამ, რომლებიც უშუალოდ არქეოლოგიური გათხრების დროს შედგა, წიგნთა წიგნში (ბიბლია) ხსენებული ისტორიების უტყუარობა ნამდვილად დაადასტურა.



არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებიც ბიბლიის ისტორიებს ადასტურებენ



1. წარღვნა.


image


მეცნიერთა შორის უმეტესობის მტკიცებით, ბიბლიური წარღვნა ეს იყო დამანგრეველი წყალდიდობა მესოპოტამიაში. ეს თუ მართლაც ასეა, უბრალოდ ავტორების მიერ გადაჭარბებული ამბავი იქნა მოთხრობილი წყალდიდობის მასშტაბებზე. 1928-1929 წლებში აქრეოლოგიური გათხრების შედეგად მესოპოტამიის დაბლობზე (თანამედროვე ერაყი) ქალაქ ურში ბრიტანელი არქეოლოგი Leonard Woolley–ს მიერ იქნა აღმოჩენილი 3 მეტრის სიღრმის ლამი, რომელიც დათარიღებულია 3500–4000 წლით ჩვ.წ.აღ–მდე. არქეოლოგი Leonard Woolley–ს მტკიცებით აღმოჩენა ბიბლიის ისტორიას ამტკიცებს, თუმცა სხვა არქეოლოგიური მიგნება ასევე მესოპოტამიის მიმდებარედ, თარიღდება სხვა რიცხვებით, რაც ასევე ეჭვქვეშ აყენებს ამ მტკიცებულებას.





2. ქალაქი სოდომი.

image


"გენეზისში" აღწერილია, თუ როგორ განადგურდა სოდომ–გომორის მოსახლეობა მათი ცოდვების გამო. არქეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა ქალაქი მდინარე იორდანიის აღმოსავლეთით Tell–el-Hammam–თან, რომელიც ეკუთვნის ადრეული ისტორიის პერიოდს, კერძოდ კი ემთხვევა ბიბლიის ისტორიას სოდომ–გომორის ცოდვიან ცხოვრებასა და მოსახლეობაზე ღვთისგან დაშვებულ რისხვას. ამ ქალაქის ნანგრევები თარიღდება 1540–3000 წლით ასევე ჩვ.წ. აღ–მდე ანუ ქრ.შ–მდე.





3. სამარიტელთა ტყვეობა.

image


როგორც ცნობილია, სამარია დაეცა ასურელთა თავდასხმების დროს 722 წელს ჩვ.წ.აღ–მდე მეფე სარგონ II–ის მეფობისას, რომელსაც ტყვედ წამოუყვანია 27290 სამარიტელი. მეფეს ტყვეები დაურიგებია მონებად სხვადასხვა ქალაქებში ასურელთა მეთვალყურეობის ქვეშ, მათ შორის ქალაქ ხალახსა და ხაბორში. ეს ამბავი დასტურდება წიგნით "მეფეთა წიგნი" და სხვა ზოგიერთი უტყუარი ფაქტებით. მესოპოტამიის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრებში ასევე აღმოჩენილი იქნა კერამიკის ნივთები, რომელზეც ეწერა სამარიტელთა სახელები.





4. ასურელთა შემოჭრა.

image


ჩვ.წ.აღ–მდე 701 წელს, ასურელთა მეფე Sennacherib–ი იუდეაში შეიჭრა. მისი ჯარების თავდასხმის შედეგად არაერთი ქალაქი დაეცა, მათ შორის ლაქიში, რომელიც ასევე იყო ნახსენები "მეფეთა წიგნში". ერთ–ერთი მსგავსი თავდასხმის დროს ასურელების ალყის შემდეგ მოექცა მათ ქვეშ ქალაქი ლაქიში, რასაც ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთები: ისრის თავები, აღჭურვილობა ალყისთვის, ჩაფხუტები და ჯაჭვი, რომელიც გამოიყენებოდა დამპყრობლების მიერ შეჯახების დროს. უძველეს ასურულ ქალაქ ნინევეში (ეხლანდელი ჩრდილოეთ ერაყი) კი იპოვეს ასევე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქანდაკებები და ხელნაკეთი ნივთები, რომელზეც გამოსახულია ლაქიშის დაპყრობა.





5. ბაბილონის ტყვეობის დასასრული.

image


როდესაც სპარსეთის მეფე კიროს დიდმა ჩვ.წ.აღ–მდე 539 წელს ქალაქი ბაბილონი დაიპყრო, ბრძანება გასცა, გაეთავისუფლებინათ ტყვეობიდან ებრაელები და სხვა ერები. ეს ისტორიული მონაკვეთი აღწერილია "ეზრას წიგნში". არსებობს ასევე სხვა ისტორიული დოკუმენტები, რომელიც აღწერს კიროს დიდის მეფობის დროს ბაბილონიდან მრავალწლიანი ტყვეობის დასასრულს და სხვადასხვა ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის საკუთარ სამშობლოში ტყვეობიდან გათავსიუფლების შემდეგ დაბრუნებას. ამ ფაქტის ერთ-ერთი უტყუარი საბუთია არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი კიროს ცილინდრი. ეს არის თიხის ცილინდრი, სადაც კიროს დიდის ბრძანებით ლურსმული დამწერლობით შესრულებულია ყოველი მისი გალაშქრება-გამარჯვება და სასიკეთოდ წარმართული და მოწყალე საქმეები.




იხილეთ აგრეთვე:



წარმოუდგენელი ხატები, რომელთა ნახვა შეგირყევთ ფსიქიკასimage





"საიდუმლო სერობის" აქამდე უცნობ საიდუმლოს ფარდა აეხადაimage





ყველაზე იდუმალი წიგნი მსოფლიოში, რომელიც დღემდე ვერავინ გაშიფრაimage





უცხოპლანეტელთა არსებობის ისტორიული მტკიცებულებაimage





გიგანტი ადამიანები- "დევები" ნამდვილად არსებობდნენimage





თავისუფლების ქანდაკება სინამდვილეში ჯოჯოხეთის ქალღმერთიაimage





ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებიimage





დღემდე ამოუხსნელი საიდუმლოები ოკეანეშიimage




3
2345
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2345
  
21 თებერვალი, 17:43
კარგი სტატიაა
2018, 8 სექტემბერი, 21:31
მადლობა, გუჯა.
2018, 8 სექტემბერი, 11:52
როგორც ყოველთვის საინტერესო და კითხვადია...
0 1 3