x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508626
რომის შეშლილი და სასტიკი იმპერატორის, ლუციუს კომოდუსის შოკისმომგვრელი და გარყვნილი გართობები

ლუციუს ელიუს ავრელიუს კომოდუს ანტონიუსი ცნობილი იყო გარყვნილებით, სახელმწიფო ხაზინის მითვისებით და გართობის სიყვარულით.იმპერატორი ისევე როგორც კალიგულა 31 აგვისტოს დაიბადა, თუმცა საუკუნენახევრის შემდეგ.

ხოაკინ ფენიქსი იმპერატორი კომოდუსის როლში ფილმში *გლადიატორი*, 2000 წელი.image

ლუციუს კომოდუსს ყველა შანსი ჰქონდა რომ გაეგრძელებინა “ხუთი კეთილი იმპერატორის" დინასტია, რომლებიც მის იმპერატორობამდე მართავდნენ ქვეყანას. საუკეთესო მასწავლებლები ასწავლიდნენ ბიჭს ფილოსოფიას, ლიტერატურას, რიტორიკას, თუმცა ამ მეცნიერებების მიმართ კომოდუსს დიდი ინტერესი არ ჰქონია. ლუციუსს ბევრად უფრო აინტერესებდა გლადიატორების ბრძოლები, სიმღერები და ცეკვები. უკვე ახალგაზრდობიდან გამოვლინდა მისი ხასიათის ცუდი მიდრეკილებები: ის იყო არაკეთილსინდისიერი, გარყვნილი და სასტიკი. 12 წლის ასაკში მან ღუმელში დააწვევინა მსახური, რომელმაც შემთხვევით აბაზანაში წყალი ზედმეტად ცხელი ჩაუსხა.image

მარკუს ავრელიუსის გარდაცვალებამდე კომოდუსი მისი თანამმართველი იყო, შემდეგ კი მთელი ძალაუფლება მას გადაეცა. ტახტზე ასვლის შემდეგ მან უარი თქვა მამის მიერ დაწყებული ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდებაზე, დაკიელებთან და სარმატებთან ზავი დადო და დუნაის მიღმა დაკარგა მიწები, რომლებიც მარკუს ავრელიუსმა დაიპყრო. თავდაპირველად, მისმა პოლიტიკამ ხალხის მოწონება დაიმსახურა, რადგან ის პოპულისტურ მეთოდებს იყენებდა და ხშირად აწყობდა მასშტაბურ დღესასწაულებს. მაგრამ, მალე ძალიან შესამჩნევი გახდა, რომ ახალი იმპერატორი საერთოდ არ იყო ჩართული სახელმწიფო საქმეებში, მთელი დროს გართობას უთმობდა. სახელმწიფოს ხაზინაც შეამცირა, ხოლო იმპერიის საქმეებით მისი ფავორიტები იყვნენ დაკავებულნი.

ე. დელაკრუა. მარკუს ავრელიუსი ძალაუფლებას გადასცემს კომოდუსს სიკვდილის წინ. 1844 წელი.
image

კომოდუსი იმპერიული მასშტაბით ერთობოდა: მის ჰარამხანაში სამასამდე ქალი იყო და იმდენივე მამაკაცი იყო. მას უყვარდა მეეტლის ფორმაში გამოწყობა და ეტლის მართვა, გლადიატორებთან ერთად ღრეობა. თავად კომოდუსს არაერთხელ მიუღია მონაწილეობა გლადიატორთა ბრძოლებში, იმისდა მიუხედავად, რომ თავისუფალი ადამიანების მონაწილეობა გლადიატორთა ბრზოლებში უპატივცემულობად ითვლებოდა. იმპერატორმა 735 ბრძოლა გამართა და ყოველ მათგანში გაიმარჯვა ჯერ იმიტომ, რომ თვითონაც კარგად იბრძოდა ხმლით, და მეორეც იმიტომ, რომ გლადიატორები ვერ ბედავდნენ მასთან მიახლოებას და მით უმეტეს თავდასხმას. როდესაც ბრძოლებში იმარჯვებდა და კლავდა მოწინააღმდეგეს ან ცხოველებს, სენატორები ვალდებულები იყვნენ ეყვირათ: ”თქვენ ხართ ღმერთი, თქვენ ხართ პირველი, თქვენ ხართ ყველაზე იღბლიანი ! თქვენ ხართ გამარჯვებული და ყოველთვის იქნებით გამარჯვებული! ".image
კომოდუსს თავისებური იუმორის გრძნობა ჰქონდა: მას უყვარდა სტუმართათვის განავლის მირთმევა დახვეწილ კერძებში, ექიმის თამაში, ცოცხალი ადამიანების გაკვეთა და ქალის ტანსაცმლის ტარება. ერთხელ აიძულა იულიანის პრეტორიუმის პრეფექტი გაშიშვლებულიყო, თავისი ჰარამხანის ქალების წინაშე შიშველი ევლო დასვრილი სახით და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაეკრა ასევე შიშველს.


სანამ იმპერატორი ერთობოდა გლადიატორებით, რომს მართავდა პრეტორიელი პრეფექტი თიგიდიუს პერენუსი. იგი ყველანაირად უწყობდა ხელს კომოდუსის გარყვნილებას, ხოლო თავის ძალაუფლებას კი აძლიერებდა. პერენუსი ცილს სწამებდა იმპერატორის მიახლოებულ პირებს, ბრალს სდებდა მათ ღალატსა და შეთქმულებაში, იმპერატორი კი სიკვდილით სჯიდა მათ. მალევე, თვითონ პერენუსიც გამოიჭირეს იმპერატორის წინააღმდეგ შეთქმულების მზადებაში და შვილთან ერთად სიკვდილით დასაჯეს.image
საიმპერატორო ძალაუფლება მალე კომოდუსისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა და გაღმრთება მოითხოვა. ის აღმოსავლური კულტების თაყვანისმცემელი იყო - თავზე ატარებდა ღმერთის ანუბისის გამოსახულებას, ატარებდა ისიდას ტანისამოსს. ბოლო წლებში მან თავი იუპიტერის ვაჟთან ჰერკულესთან გააიგივა და ყველას უბრძანა ამ სახელით მიემართათ მისთვის. 193 წელს კომოდუსის წინააღმდეგ ახალი შეთქმულება მომწიფდა და ამჯერად ის ეფექტური აღმოჩნდა. იმპერატორის საყვარელმა, მარციამ მისი მოწამვლა სცადა, სხამმა სათანადო შედეგი ვერ გამოიღო, იმპერატორი კი ათლეტმა ნარცისმა დაახრჩო, მონამ, რომელთანაც ის იბრძოდა. სენატმა კომოდუსი მაშინვე გამოაცხადა "სამშობლოს მტრად", მოგვიანებით კი ქვეყნის სათავეში მოვიდა სეპტიმიუს სევერი.image










0
512
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
512
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0