x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
გადავრჩი, თუმცა ამის გამო ჩემმა ოჯახმა ყველაფერი დაკარგა
image

ზუსტად 5 წლის წინ, 29 მაისს მეცხრე სართულიდან გადმოვვარდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა შანსი იყო, გადავრჩი. თუმცა, ამის გამო ჩემმა ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. გადავრჩი და მომეცა შანსი, სიცოცხლით ისევ დავმტკბარიყავი.


3 დღე კომაში ვიყავი, ამ დროს მომკვეთეს ხელი. რა თქმა უნდა, რადგან მე გათიშული ვიყავი, ჩემს თანხმობას ვერ მიიღებდნენ, ეს მშობლების თანხმობით მოხდა. თუ ხელის ამპუტაციას არ გამიკეთებდნენ, განგრენა განვითარდებოდა და მერე უკვე ვეღარ გადავრჩებოდი. 3 დღის მერე როცა გავიღვიძე, დაბმული ვიყავი, რომ ამ ამბის გამო არ გავგიჟებულიყავი. ექიმების ფუსფუსი და ჩურჩული მესმოდა: „არ იცის, ვერ ვეტყვით“ და ა.შ. მივხვდი, რომ რაღაც პრობლემა იყო. ფეხები გავამოძრავე - ვგრძნობდი, ამით უკვე ბედნიერი ვიყავი. თავი მარცხენა მხარეს მქონდა დაბმული და მაგაზე მივხვდი, რომ მარჯვენა ხელი დავკარგე.


სანამ მივხვდებოდი, რომ ხელი არ მქონდა, მეგონა, რომ ვერ ვლაპარაკობდი და ხმა დავკარგე. ვერ ვიძახდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვას - „დედა“. ზუსტად ამან გამაგიჟა, მეგონა, რომ ხმას ვეღარასოდეს ამოვიღებდი. არადა, აპარატი, რომელზეც შეერთებული ვიყავი, ბოლომდე იყო ჩასული და მიზეზიც ეს იყო, რატომაც ხმას ვერ ვიღებდი. აპარატის მოხსნის მერე რომ ვთქვი პირველი სიტყვები - „დედა მინდა“ - უბედნიერესი ვიყავი მართლა.



დედაჩემს ძალიან გაუხარდა, ხელის დაკარგვას ასე მშვიდად რომ შევხვდი, ცხოვრება გავაგრძელე, გავუძელი ყველა გამოწვევასა და სირთულეს; ხალხის რეაქციას და კიდევ ათას რამეს, რაც წინ დამხვდა.
მე არ ვარ შეძლებული ოჯახიდან, ჩემს მშობლებს არ გააჩნიათ იმის შესაძლებლობა, რომ ოცნება ამიხდინონ. ცხოვრებაში პირველად დამჭირდა ხალხის თანადგომა და იმედი მაქვს, ეს მცდელობა წარმატებით დასრულდება.


მოკლედ, ყველას თანადგომა მჭირდება, რათა ფული შევაგროვო ხელის პროთეზისთვის, თითოეული ადამიანის ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანია! უბრალოდ, ოცნებების მჯერა და იმის, რომ თქვენ ამაში დამეხმარებით.
მადლობა ყველას წინასწარ!
TBC Bank
მიმღები: ლია ჩაჩიბაია.
ანგარიშის ნომერი
GE15TB7998345061100071image

7
557
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
557
  
2018, 6 სექტემბერი, 15:30
ნამდვილად ლიკუნას ანგარიშია, ახლა ვესაუბრე და დამიდასტურა.
Likuna Chachibaia
ჩემი
ანგარიშია
კიბატონო
2018, 6 სექტემბერი, 15:23
დიახ მოცურავეა, რაზეც მისი გამოქვეყნებული ფოტოებიც მეტყველებს)
2018, 6 სექტემბერი, 15:23
გადავამოწმე მისი ფბ გვერდი FAKE არ არის, ასევე თანხის მიმღების სახელი და გვარიც ემთხვევა გამომქვეყნებლის სახელსა და გვარს.
2018, 6 სექტემბერი, 15:20
სტატია არღვევს საიტის წესებს, თუმცა კარგი საქმისთვის დავუშვათ გამონაკლისი. იმედია ვინმე ბოროტად არ სარგებლობს მისი სახელით
2018, 6 სექტემბერი, 15:15
ეს ძალიან საყვარელი გოგონაა, აუცილებლად ჩავურიცხავ ფულს.
პარაოლიმპიელი მოცურავეა და ძალიან პოზიტიურიც.
0 1 7